„ლაბორატორია 1918“ ორი წლის შემდეგ

 

„სისტემა უნდა დაინგრეს!“, „ქალაქი ამბობს!“ „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა!“, „არა ძალადობას!“ – ეს ის სლოგანებია, რომლითაც სტუდენტურმა მოძრაობამ „ლაბორატორია 1918“ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. მოძრაობა, რომელმაც ორი წლის წინ საზოგადოებრივი სოლიდარობის მუხტი ქვეყანაში საგრძნობლად აწია, დაიშალა. როდის ხდებიან სტუდენტები სოლიდარულები და რაში ხედავენ „ლაბორატორიის“ აქტივისტები ცვლილებების აუცილებლობას?

ხათუნა ნარიმანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

 

ბათუმელი მშვილდოსანი, მოქმედი სპორტსმენი და საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ის, დღეს გამართულ ფინალში გერმანელ ვერონიკა ჰაიდნი-ჩკალოვასთან პირველი ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

„სხვა ლანდშაფტი“ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

 

ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში  ოთხი ხელოვანის ირაკლი შონიას, კახაბერ ემირიძის, ამიკო ქავთარაძისა და ბექა ბოლქვაძის ნამუშევრები გამოიფინა.  „სხვა ლანდშაფტი“ – ასე ქვია გამოფენას, სადაც ხელოვნების სამი მიმართულების  – ფოტოს, ფერწერისა და მუსიკის სინთეზია წარმოდგენილი. 

 

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში 20 მარტამდე გაგრძელდება.

 

 

 

<!** Image 4 align="" width="500" height="2056" >

შსს-მ ეკლესიის გაქურდვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ორი არასრულწლოვანი – 2003 წელს დაბადებული ბექა ო. და 2001 წელს დაბადებული ზაზა ს. ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.

ვინ უვლის გზებს აჭარაში

 

აჭარის ტერიტორიაზე გზებს, რომლებიც, დანიშნულების მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა, ოთხი პატრონი ჰყავს. ყველაზე უფრო სტრატეგიული, რთული და მოუწესრიგებელი მონაკვეთი გოდერძის უღელტეხილზეა. მთლიანობაში კი, რეგიონში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიდან მხოლოდ 10 პროცენტამდეა მოასფალტებული.

მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავებაზე კომისია შეიქმნა

 

არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა. 

სამუსიკო სკოლის პრობლემები

 

რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა ძველ ბათუმში, გორგასალის ქუჩაზე მდებარეობს. შენობა, სადაც სასწავლებელია განთავსებული, 1917 წელს აშენდა. სკოლა კი 1976 წლიდან ფუნქციონირებს. დაახლოებით ათი წლის წინ ამ შენობაში სამხედრო კომისარიატიც ყოფილა განთავსებული, რის გამოც კედლებს მწვანე მაუდი გადააკრეს, რამაც კლასებში აკუსტიკა ჩაახშო. შენობაში სამუსიკო სკოლის დაბრუნების შემდეგ, კედლებს მაუდის ნაჭერი მოაშორეს და აკუსტიკაც აღდგა, თუმცა შენობა წლებია არ გარემონტებულა, მოძველებულია წიგნადი ფონდიც. 

18 პროფესია კოლეჯში

 

ქვეყნის მასშტაბით პროფესიულმა სასწავლებლებმა პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყეს. გამონაკლისია ბათუმის პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“, რომელმაც მისთვის გამოყოფილი კვოტა საშემოდგომო მიღებაზე სრულად აითვისა. აჭარის რეგიონში სულ ორი პროფესიული სასწავლებელია. რა განათლებას იღებენ პროფესიულ კოლეჯებში, რომელ სპეციალობაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა და ახერხებენ თუ არა დასაქმებას სტუდენტები სწავლის დამთავრების შემდგომ – „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა. 

„ჰილტონში“ დასაქმებაზე 600 განაცხადი შევიდა

 

 

გასაუბრება და განაცხადების მიღება დღეს, 28 თებერვალს, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში მიმდინარეობს. პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება. ამ დროისთვის „ჰილტონში“ დასაქმებაზე 600-მა ადამიანმა გააკეთა განაცხადი. დასაქმების მსურველთა უმეტესობა სტუდენტია. 

საკრებულოს წევრის განმარტება „ღმერთის სასჯელთან“ დაკავშირებით

 

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი მიქელაძე „ფეისბუქის“  საკუთარ გვერდზე ეხმაურება „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია მისივე მხრიდან სტიქიით დაზარალებულის მისამართით საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ რეპლიკაზე: „ღმერთმა დასაჯა“ .

სოციალური მომსახურების სააგენტო: მეორე ბავშვის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს

 

მესხეთის ქუჩიდან გადაყვანილი რვა თვის მდედრობითი სქესის ბავშვი ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მზრუნველობის  ქვეშ იმყოფება. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის დედამ მიატოვა და თურქეთში წავიდა. სახლის მეპატრონე, სადაც მიტოვებული ქალი შვილებთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ ქალს მეორე შვილიც უნდა ჰყავდეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ მეორე არასრულწლოვნის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.  

1 იანვრამდე უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულები ჯარიმას აღარ გადაიხდიან

 

ყველა, ვინც მიმდინარე წლის 1 იანვრამდე, საქალაქო ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის დააჯარიმეს და ჯარიმა დღემდე არ გადაუხდია, აღნიშნულ ჯარიმას აღარ გადაიხდის. შესაბამისი კანონი ძალაში დღეს შევიდა. 1 იანვრამდე დაჯარიმებული პირი არც იმ [დღემდე გადაუხდელ] საურავს გადაიხდის, რომელიც მას დააკისრეს ჯარიმის გადაუხდელობის გამო.

კონკურსი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების წარმოების დასაფინანსებლად

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების წარმოების დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.

შს სამინისტრო: ბათუმში დედამ რვა თვის ბავშვი ნაქირავებ ბინაში დატოვა და თურქეთში წავიდა

 

დღეს, 27 თებერვალს, რვა თვის ბავშვი დედის გარეშე მიიყვანეს ანგისაში მდებარე “დედათა და ბავშვთა“ ცენტრში.  ინფორმაცია „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში და ანგისის დედათა და ბავშვთა სახლში დაუდასტურეს, სადაც ბავშვი საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა.  

გადააყენებენ თუ არა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს


უმაღლესი საბჭოს მომავალ სხდომაზე თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში არ იქნება –  ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძემ დაუდასტურა.  

ბრაზილიელები ქობულეთის ”შუქურაში”

 

 

გასულ კვირას ქობულეთისშუქურას ხელმძღვანელი რევაზ ჩელებაძე ბრაზილიაში, ქალაქ კურიტიბაში იმყოფებოდა. ქობულეთელმა მწვრთნელმა იქაურ საფეხბურთო კლუბკურიტიბასთან თანამშრომლობაზე გააფორმა ხელშეკრულება და თავის გუნდში ოთხი ფეხბურთელი წამოიყვანა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგ

 

უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგ გამოდის, მისივე ინფორმაციით ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერის პოსტის გაუქმება იგეგმება. 

დღეს სუპერლიგის ორი შეხვედრა გაიმართება

 

 

მეორე წრის მეოთხე ტურში, დღეს კალათბურთის სუპერლიგის ორი შეხვედრა გაიმართება. ბათუმის „ბათუმი“ბათუმის სასპორტო სკოლაში (ე.წ. ბასკო) თბილისის „შსს აკადემიას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. 

თვითმხილველი: ქობულეთის გამგეობის შენობაში იპოთეკარები შეიჭრნენ

 

ამ წუთებში ქობულეთის საკრებულოს სხდომა იპოთეკარების თანდასწრებით მიმდინარეობს. იპოთეკარებმა ძალის გამოყენებით შეაღწიეს გამგეობის შენობაში. თვითმხილველის თქმით, პოლიციასთან დაპირისპირების დროს ჩაიმტვრა შენობის მთავარი შესასვლელის შუშები. „პოლიციამ ფეხებში ჩაგვიგდო, მაგრამ მერე გამგებელი ჩამოვიდა და შეგვიყვანა შენობაში“, – ყვება თვითმხილველი.

როგორ ვებრძოლოთ კარტოფილის კიბოს

 

კარტოფილის კიბო ხულოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – დანისპარაულში, ბოძაურსა და დიდაჭარაში 2013-2014 წლებში გამოვლინდა. ეს ოფიციალური ინფორმაციაა. მეცნიერის თქმით კი, რომელიც უკვე წლებია აკვირდება კიბოს გავრცელებას, ის გაცილებით მეტ სოფელშია დაფიქსირებული. ამის მიუხედავად,  დაავადების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ ჩატარებულა. კარტოფილის კიბო დაფიქსირებულია სვანეთშიც. კარტოფილის კიბო ადამიანზე არ გადადის, მაგრამ უსარგებლოს ხდის მიწას. 

ხათუნა თავდგირიძის საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

 

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერალი, გრ.რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ხათუნა თავდგირიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას  თემაზე – „არქაული და თანამედროვე მითოსური აზროვნება სოციალურ და პოლიტიკურ დისკურსში“.

გაწუხებთ წნევა? – იარეთ ფეხით

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ფეხით სიარული და მსუბუქი სირბილი საგრძნობლად ამცირებს ისეთი დაავადებების წარმოშობის რისკებს, როგორიცაა სწორი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადებები, ინსულტი და დიაბეტი. მათივე მონაცემებით არასაკმარისი ფიზიკური აქტივობით გამოწვეული დაავადებების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 3,2 მილიონი ადამიანი იღუპება.

ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული მეზღვაური

 

ეს სასამართლო პროცესი უკვე მეორედ პროკურორის მოთხოვნით გადაიდო. სახელმწიფოს სახელით პროცესზე პროკურორი ირაკლი დონდოლაძე მოქმედებს. წინა ჯერზე პროკურორმა პროცესის გადადება იმ მოტივით ითხოვა, რომ შესაძლოა ერთ-ერთ ბრალდებულს, 27 წლის მეზღვაურს ბრალი მოუხსნას. ამჯერადაც ბრალმდებელმა მთავარ პროკურორთან შესათანხმებლად ათდღიანი ვადა ითხოვა. საქმეში ორი ბრალდებულია, მათ ბრალი ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად შეძენა-შენახვა, რაც 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ორთვიანი სტაჟირება ჯანდაცვის სამინისტროში შშმ პირებისათვის

 

26 თებერვალს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 

ცვლილება, რომელმაც შესაძლოა ბინის დაქირავება გააძვიროს

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფიზიკური პირებისთვის საცხოვრებელი ფართობის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი ნაცვლად 20 პროცენტისა 5 პროცენტით დაიბეგრება. იურისტის განმარტებით ამ გადაწყვეტილებით მთავრობა ფიზიკური პირის მიმართ ამ დრომდე არსებულ ლოიალურ დამოკიდებულებას ამკაცრებს და შემდეგი ნაბიჯი იმ ფიზიკური პირების ადმინისტრირება იქნება, რომლებიც ბინას აქირავებენ. იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, ბინების დაქირავების ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

 

პატიმრების ახლობლების მორიგი აქცია მე-3 საპყრობილესთან

 

უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმართა ნათესავებმა მორიგი საპროტესტო აქცია დღეს ბათუმში, #3 საპყრობილესთან გამართეს. პატიმრების ახლობლები ბათუმიდან, ქობულეთიდან, ქუთაისიდან, სამტრედიიდან და ბაღდათიდან პატიმრებისთვის სასჯელის გადახედვას მოითხოვენ.

ბათუმში 182-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება

 

2015 წლის ზაფხულში ბათუმში, გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების კვეთაში, 182-ნომრიანი სასტუმრო „LEOGRAND“-ი გაიხსნება. წინასწარი ინფორმაციით, სასტუმროში საპრეზიდენტო აპარტამენტები,საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი განთავსდება. 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების დამუშავება დაიწყო

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საველე სამუშაობიდან მიღებული მონაცემების დამუშავება დაიწყო. მონაცემთა საბოლოო დამუშავების შედეგად ცნობილი გახდება მოსახლეობის რიცხოვნობა, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, ეთნიკური შემადგენლობა, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საარსებო წყაროები, საცხოვრებელი პირობებისა და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ ინფორმაცია. 

ბათუმის მერიის უკვე გარღვეული ბიუჯეტი

 

ჟილინის არხის რეკონსტრუქციის ხუთმილიონიანი პროცესი შეჩერებულია. მიზეზი – კონტრაქტორი ორგანიზაციის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა. ბათუმის მერიამ შპს „ჰიდროსთან“ დადებული ხელშეკრულება გააუქმა. მერიის ახალი, წლის დასაწყისში გამოცხადებული კიდევ რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა. ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვა პროექტების შესრულებაზე პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა არსებული სურათის მიხედვით, სავარაუდოდ, ბათუმის ბიუჯეტი ისევ გაირღვევა. 

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს

 

ამ წუთებში ეგრეთ წოდებულ „ოცნების ქალაქში“ მცოხვრებლებმა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილე ამბობს, რომ მათ ორი დღის წინ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს.

პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის

 

ხშირად გვესმის, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა“, ვერ გეტყვით ეს რამდენად ქართული ფენომენია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებში პოლიტიკის ეს განსაზღვრება იმდენად ფეხმოკიდებულია, რომ ამას გეტყვის ბავშვიც და დიდიც.  ასეთად არის სახელდებული დღეს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „სახელი საქმის ნახევარია“, ამ ლოგიკით ამ საქმის მიმართ უნდობლობა საფუძველშივე ძევს ამომრჩევლისთვის.  ამავე ლოგიკით ვინც პოლიტიკას აკეთებს, ამავე დროს აკეთებს „ბინძურ საქმეს“, ან რატომაც არ გააკეთებს, ის ხომ ასეთ პროცესში მონაწილეობს. ასეთ დროს გამოჩნდე განსხვავებული არის ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელი. ეს არის წარმოდგენა, რომელიც უნდა შეიცვალოს და მისი შეცვლა ალბათ ჩვენი თაობის პოლიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 

„იაფი სახლის“ მშენებლობის საკითხზე ვერც დღეს ჩამოყალიბდნენ

 

ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტი და ბათუმში, ბენზეს დასახლებაში არსებული ბარაკების ათვისების ფორმები იყო საკითხი, რაზეც  დღეს ბათუმის  საკრებულოს სხდომაზე  ყველაზე დიდხანს იკამათეს. საბოლოოდ საკრებულოს უმრავლესობამ გააუქმა მის მიერვე მხარდაჭერილი განკარგულება (10.112014.#170), რაც „იაფი სახლი-სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამის ფარგლებში  გათვალისწინებული სახლების მშენებლობისთვის  ადგილის გამოყოფასა და  მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებდა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [ვიდეო]

 

დაპირისპირება ბიუჯეტში ცვლილების საკითხის განხილვისას „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარის კობა ჩხეიძის მიერ ბიუჯეტის ნაშთზე დასმულ საკითხს მოჰყვა.

ბათუმში პატიმრების საჩივრებს გენერალური ინსპექცია იკვლევს

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის მესამე საპყრობილეში მყოფი პატიმრების განცხადების საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

მურმან დუმბაძე: ივანიშვილი გამებუტა

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან ბათუმში მეჩეთის აშენების თემასთან დაკავშირებით დაეძაბა ურთიერთობა. „ივანიშვილი გამებუტა“ – აღნიშნა მურმან დუმბაძემ. 

საიას იურისტი: ბათუმის ციხეში პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ

 

„ბათუმელების“ რედაქციაში თითქმის ყოველდღე შემოდის პატიმრების წერილები. ზოგი ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, ზოგი საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს. არიან პატიმრები, რომლებიც წერენ, რომ მათ არ აწვდიან კანონით გათვალისწინებულ მედიკამენტებს. ბევრი მათგანი მძიმედ არის ავად. ასახელებენ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, ვინც მათი თქმით, პატიმრებს არაადამიანურად და დამამცირებლად ეპყრობა. ერთ-ერთი წერილის ავტორი სასწრაფოდ ითხოვდა ადვოკატს, მასთან იურისტის გაგზავნა საიამ მოახერხა. მე-3 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ჯაბა ზერეკიძე უკვე შეხვდა. 

Exit mobile version