აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 10 000 ლარი სამი პროექტის შესაძენად. ესენია: ჩაქვის და მდინარე დეხვას ნაპირსამაგრი სამუშაოები და ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის გასწვრივ სანაპირო ზოლში დანგრეული ჯებირების აღსადგენად.

სამივე მათგანზე დასკვნები ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებმა მოამზადეს. მთვარობის ინფორმაციით, ნაპირსამაგრი სამუშაოები დაახლოებით 400 ათასი ლარი დაჯდება. აქედან ქობულეთის მუნიციპალიტეტი გამოყოფს 240 000 ლარს, ხოლო დანარჩენი – 160 000 გამოიყოფა მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან.
ასევე, მთავრობის ინფორმაციით, რაც შეეხება ნაპირსამაგრ სამუშაოებს, საკურორტო ზონის შესანარჩუნებლად, საჭიროა დაახლოებით 5 მლნ ლარი იმისთვის, რომ 200 ათასი კუბ/მ ფრაქციის ჩაყრა მოხდეს შესაბამის ადგილებში, რომელიც სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნება შემდეგი წლის ბიუჯეტში.
