„ქალბატონმა სვეტლანამ დააყენა წინადადება, რომ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურა წამოეყენებინათ და ჩვენც დავუჭერდით მხარს, მაგრამ „ქართული ოცნება“ დღეს უმაღლეს საბჭოში ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. სულ მოლოდინის რეჟიმში არიან და რას ელოდებიან არ ვიცი“ – განაცხადა მედეა ვასაძემ.
მისი თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად პარალიზებულია და გადაწყვეტილებების მიღება უჭირს: „ვაკანსიების საკითხი სხდომაზე აუცილებლად გავა, რადგან საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასაც სჭირდება თავმჯდომარე“ – აღნიშნა მედეა ვასაძემ.
მისივე თქმით, ხვალ კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა: „თვითონ წამოაყენონ კანდიდატურა და ჩვენ შევხედავთ. რეგლამენტის მიხედვით მათ ამისთვის ათდღიანი ვადა ჰქონდათ. კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა არის ხვალ“.
ბიუროს სხდომაზე ორი კომისიის – საფინანსო-საბიუჯეტო და თვითმმართველობისა და აგრარულ საკითხთა გაერთიანების საკითხიც დაისვა, თუმცა, როგორც მედეა ვასაძე ამბობს, ეს საკითხი ჩავარდა.
ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო საკითხებიც განიხილეს.






