Batumelebi | ყვავილები დედის დღეს ბათუმის ქუჩებში ყვავილები დედის დღეს ბათუმის ქუჩებში – Batumelebi
RU | GE  

ყვავილები დედის დღეს ბათუმის ქუჩებში

 

დღეს ბათუმის ქუჩებში დედის დღესთან დაკავშირებით უფრო მეტი ყვავილი იყიდება, ვიდრე სხვა დღეებში, ამიტომ ამ დღეს ქალაქში ყვავილები გასაყიდად მათაც ჩამოაქვთ, ვინც სხვა დროს ამ საქმიანობით არ არის დაკავებული. მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია და დღესასწაულზე „ორი კაპიკის “ გამომუშავებას ცდილობს. 

 ბევრი მათგანი ფოტოობიეტივში მოხვედრას ერიდება: „ვინმე მნახავს და დამცინებს, ქუჩაში ვზივარ“.

 დღეს ბათუმის ქუჩებში რამდენიმე სკოლის მოსწავლეც ყიდის ყვავილებს, ისინი ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან.

 ერთ-ერთმა ქალმა დღეს გასაყიდი ყვავილები სამ შვილს გაუნაწილა და სხვადასხვა ადგილზე დააყენა: „ასე უფრო მეტს გავყიდით“. ქალმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მატერიალურად უჭირს და მთავრობის დახმარების იმედი არ აქვს.

 ანი სკოლის მოსწავლეა, ის დედას ეხმარება

„ისე გადაიღე არავინ მიცნოს“

 ემინე დიასამიძე სოფლიდან ყვავილების გასაყიდად ჩამოვიდა

 ბატონი გურამი ყვავილებს მეუღლისთვის ყიდულობს

იამზე ცისკარაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე