დღეს, 8 მაისს, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” ახალი პროექტის „პოლიტიკური გავლენებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის” პრეზენტაცია მოაწყო. პროექტს „სამართლიანი არჩევნები“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს და მისი მიზანია დაეხმაროს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ და დისკრიმინაციის მსხვერპლ პირებს.