დღეს, 7 მაისს, ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველი შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც თვითმხილველთა თქმით, მერსედესის მარკის ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც შს სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქად არის დაზიანებული.
მეორე შემთხვევა კი ფიროსმანის ქუჩაზე, გმირთა ხეივანთან მოხდა, სადაც ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ავტომანქანებიც.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხეულის დაზიანებები არავის მიუღია.