8, 9 და 10 მაისს ექსპერიმენტული თეატრი წარმოგიდგენთ პრემიერას – „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, სპექტაკლს ერიკ–ემანუელ შმიტის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.
სპექტაკლის რეჟისორია გიორგი ჩხაიძე. მხატვარი: თეა ხელაძე; მუსიკალური გაფორმება: მინდია ხითარიშვილი. მონაწილეობენ: ირინა ღლონტი, თედო ტუღუში, ხატია აბუსელიძე, აჩიკო გოგუაძე, ხათუნა დონდუა და ფრიდონ მოდებაძე.
დასაწყისი: 19 საათზე.
ჩატარების ადგილი: ბათუმის ვ.ჭაბუკიანის კლასიკური ბალეტის სკოლა.
მისამართი: ტბელ აბუსერიძის №11;
ბილეთის ფასი: სამი ადამიანი – 10 ლარი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: +995 558 53 45 44/ 592 11 01 54;