ნეტგაზეთი • RU

ბათუმის მერიამ შარშან ნარკოზით 2785 ძაღლი და კატა დააძინა

 

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მონაცემებით, მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ქვეპროგრამის ფარგლებში, 2014 წელს ქალაქის ტერიტორიაზე განხორციელდა 6550 ცხოველის [მიუსაფარი ძაღლებისა და კატების] დაჭერა-ტრანსპორტირება; გაუკეთდა ევთანაზია [ჰუმანური დაძინება ნარკოზით] 2785 ცხოველს; სტერილიზაცია, ვაქცინაცია და დაბირკვა -1890-ს, კასტრაცია, ვაქცინაცია და დაბირკვა კი – 1875 ცხოველს.

 

აღნიშნული სამუშაოებისთვის გასულ წელს ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან  298 ათას 185 ლარი და 83 თეთრი დახარჯა. მომსახურება კი შპს „CEBEP”-მა გასწია. ბათუმის მიმდინარე, 2015 წლის ბიუჯეტიდან ანალოგიური ღონისძიებისთვის სპეციალური ქვეპროგრამა 200 ათასი ლარითაა დაფინანსებული.

 

„ღონისძიების [მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობა] ფარგლებში განხორციელდება მიუსაფარი და მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, მათ შორის: 5000 ერთეული ცხოველის (მიუსაფარი ძაღლების, კატების) დაჭერა და ტრანსპორტირება; განხორციელდება ევთანაზია (ჰუმანური დაძინება ნარკოზით, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული), სტერილიზაცია, ვაქცინაცია და დაბირკვა, კასტრაცია“ – აღნიშნულია მერიის ქვეპროგრამაში.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.