არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტი 5 მაისს 11 წლის გახდა. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს 27-ზე მეტი პროექტი.
ბათუმელები
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტი 5 მაისს 11 წლის გახდა. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს 27-ზე მეტი პროექტი.
5 მაისს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 -2019 წლის პროგრამების განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
შეიძლებოდა თუ არა 25 წლის ბიჭის გადარჩენა, ხულოს საავადმყოფოში ქირურგი რომ ყოფილიყო? ვინ უნდა აგოს პასუხი ამ უბედურ შემთხვევაზე? – ეს კითხვები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რამდენჯერმე დაუსვეს კომპანია ევექსის“ წარმომადგენლებს, რომლებიც 12 საათიდან იმყოფებიან უმაღლეს საბჭოში. დეპუტატების ამ კითხვაზე კომპანიის წარმომადგენლებს ზუსტი პასუხი არ გაუციათ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, შუახევში კორპორაცია „ევექსის“ კლინიკაში ქირურგი და ანესთეზიოლოგი ადგილზე არიან. „ჩვენი ინფორმაციით, რომელიც გადავამოწმეთ როგორც ადგილზე, ასევე „ევექსის“ ხელმძღვანელობასთან, ქირურგი და ანესთეზიოლოგი შუახევის საავადმყოფოში იმყოფებიან. დღეს ორ საათზე გვაქვს შეხვედრა ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილესთან და გადაწყდება ეს საკითხი, ისე რომ არ მოხდეს, როგორც მაშინ – ჯერ რომ დატოვეს ექიმები და მერე რომ არ აღმოჩნდნენ. კონკრეტულ გრაფიკს გავწერთ, ვინ როგორ იმუშავებს რაიონულ საავადმყოფოში“.
ბათუმი – ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ბორბალი მოძვრა, რის გამოც გვირაბში მოძრაობა შეფერხებულია.
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში 11 აპრილს დაიწყო თბილისში, სპორტის სასახლეში და 18 აპრილს დასრულდა. მასში 36 ქვეყნიდან 478 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობისთვის ბრძოლაში, ექვს წონით კატეგორიაში 11 სპორტსმენით წარსდგა. ესენი იყვნენ: რამინ შამილიშვილი (56 კგ), თორნიკე თოდაძე (69 კგ), ირაკლი გაბრიჭიძე (77 კგ), გიორგი ლომთაძე (77 კგ), ნიკა ნანაძე (94 კგ), გია მაჭავარიანი (105 კგ), დავით გოგია (105 კგ), გიორგი ჩხეიძე (105+ კგ), ირაკლი თურმანიძე (105+ კგ), თათია ლორთქიფანიძე (63), სოფიკო მუხათარიძე (69 კგ).
ბათუმის მერიამ ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ 330 ათასი ლარია. ანგისაში არსებული სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე დაპროექტებულია 1575-ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნა, ბუნებრივსაფარიანი ძირითადი საფეხბურთო მოედანი, ზომით 68×105 მ და ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო საფეხბურთო მოედანი, ზომით 63×105მ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 205 ფანჯრის კონდიციონერის შეძენაში დაახლოებით 195 000 ლარს გადაიხდის. ელექტრონული ტენდერი უნივერსიტეტმა 4 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 7 მაისს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება. კონდიციონერებს უნივერსიტეტი საკუთარი სახსრებით შეიძენს.
შუახევის პოლიციის უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მირიან თოფურიამ ბათუმში, მთავარი სამმართველოს კაბინეტში 29 აპრილს დაიბარა და განცხადების დაწერა მოსთხოვა. აბულაძე დავით თამაზაშვილის კადრი იყო, დავით თამაზაშვილი კი, აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსია.
ზ. ს, რომელიც 3 მარტს, შუახევში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული, პოლიტპატიმრის სტატუსით 2012 წლის დეკემბერს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზ. ს. ნარკოდანაშაულის ჩადენაზე იყო გასამართლებული.
3 მაისს,შუახევში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კორპორაცია „ევექსი“ განცხადებას ავრცელებს. ცივი იარაღით დაჭრილი 25 წლის მამაკაცი სწორედ კორპორაციის მართვაში არსებულ შუახევის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოჯახის წევრების თქმით, ქირურგის არყოფნის გამო გამო დროულად ვერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და პაციენტი სისხლისგან დაცლით გარდაიცვალა. „ევექსის“ განცხადებს უცვლელად გთავაზობთ:
შუახევის მუნიციპალიტეტში, დაბა ხიჭაურში არსებული შენობების გარე ფასადების მოსაწყობად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი პირველ მაისს გამოაცხადა.
70 ურნის შესაძენად ქობულეთის გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი პირველ მაისს გამოაცხადა.
იურისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრია, დღეს, 4 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალაზე დაყრდნობით ამბობს, რომ იმ 40 ადამიანს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პორნოგრაფიული მასალების გავრცელების მოტივით ბრალდებულის სტატუსი მიანიჭა, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები დაერღვა. გიორგი მშვენიერაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა:
გუშინ შუახევში, „ევექსის“ კლინიკაში მისული დაჭრილის გარდაცვალებას იმის გამო, რომ კლინიკაში ქირურგი არ იმყოფებოდა, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყება სწავლობს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან გორგილაძის თქმით, „ევექსს“ დღეს დღის ბოლომდე მისცეს ვადა გაუქმებული სერვისების აღსადგენად. „ხელშეკრულებაში ყოველთვის არის მუხლი, რომელიც ხელშეკრულების პიროების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოშლას ითვალისწინებს. მე არ ვამბობ, რომ ეს ასე მოხდება“, – ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელთანაც ამ საკითხზე ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ.
„სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე თურქეთის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „MECIT KAPTAN“-ი დააკავა“, – ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს. სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, გემის მესაკუთრემ 50 ათასი ლარი უკვე გადაიხადა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ივა მინდაძე თანხმლებ პირებთან ერთად, დღეს, 3 საათზე, ბათუმში, მასწავლებელთა სახლში გამართავს პრეზენტაციას თემაზე – როგორ მოხდება სქემაში ჩართული პედაგოგების გაკვეთილებზე დაკვირვება, ვიდეო-გადაღება და შეფასება. დაგეგმილი ვორქშოფების ერთ-ერთი აქტივობაა სამოდელო გაკვეთილები, სადაც ტრენერები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ აჭარის პედაგოგებს, თუ როგორ დაგეგმონ და საინტერესოდ ჩაატარონ ინტერაქტიული გაკვეთილი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მასწავლებელთა სახლს აჭარაში 44 მოქმედი ტრენერი ჰყავს, ძირითადად, პედაგოგები. „ბათუმელებმა“ ივა მინდაძესთან გაარკვია, ვისთვის არის განკუთვნილი დღევანდელი პრეზენტაცია.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Mercy Corps“ -ის ხელშეწყობით აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში პირუტყვის დაავადებების მონიტორინგისა და კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.
გუშინ შუახევში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს მუცლის არეში. დაჭრილის ახლობლების თქმით, ის თავისი ფეხით მივიდა საავადმყოფოში, მაგრამ ქირურგის არყოფნის გამო ოპერაცია ვერ ჩატარდა და დაჭრილი სისხლისგან დაცლით დაიღუპა. ახლობლების თქმით, შუახევის საავადმყოფომ გამოიძახა ქირურგი როგორც ხულოდან, ისე ბათუმიდან. რეანომობილს ორივე შემთხვევაში დააგვიანდა. კორპორაცია „ევექსი“ გასულ კვირას აცხადებდა, რომ ის შეცდომებისგან თავის დაზღევის მიზნით წყვეტდა გარკვეული პროგრამების მომსახურებას მთიან აჭარაში და საჭიროების შემთხვევაში აქაური პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას რეანომობილით ოპერატიულად უზრუნველყოფდა. გუშინ შუახევის კლინიკაში ქირურგის აყოფნის გამო ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტზე პასუხისმგებლობას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სახელმწიფოსა და „ევექსს“ აკისრებს. ჯემალ ფუტკარაძემ დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართა:
19 სხვადასხვა ვებგვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 40 ადამიანი მისცეს.
31 წლის ზ.ს. პოლიციამ ქედაში დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა 3 მაისს, დაბა შუახევში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით 1990 წელს დაბადებულ დათო დ-ს მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, ასევე ცივი იარაღით დაჭრა 1976 წელს დაბადებული გენადი დ. და 1972 წელს დაბადებული ვაჟა დ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბრალდებული მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. დათო დ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გენადი დ–ს და ვაჟა დ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იყიდება სახლი სახლი ბელეტაჟზე 82 კვ/მ და 1600 კვ/მ მიწის ნაკვეთი გორში, სოფელ წითელუბანში. ტელ.: 577 16 55 12
ამ წუთებში შუახევში ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალია გადაკეტილი. დღეს შუახევში 25 წლის დათო დავითაძე მოკლეს. თვითმხილველების თქმით, ინციდენტი შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. გარდაცვლილი დანით არის მოკლული.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პირველ კორპუსსა და ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობებს გაარემონტებს. სარემონტო სამუშაოებს უნივერსიტეტი საკუთარი სახსრებით – 746 000 ლარად შეისყიდის.
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ მაისის ბოლოს რვა წიგნს გამოსცემს.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების რაოდენობა დაახლოებით 1 607 744 ადამიანს შეადგენს. მათ შორის, ყველაზე მეტი ქართველი – რუსეთის ფედერაციაში (800 000), ყველაზე ნაკლები კი ავსტრალიაში (20) ცხოვრობს.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემია დააწესა.
წელს, აჭარაში პირველად, დარტსში საქალაქო პირადი პირველობა ჩატარდა. ბათუმის ბულვარში მდებარე ვეტერანთა კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრებაში 90 ვეტერანი მონაწილეობდა – 20 ქალი (50 წელს გადაცილებული) და 70 მამაკაცი (60 წელს გადაცილებული).
დღეს, 3 მაისს, 18 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
30 აპრილს სასტუმრო „შერატონში“ აჭარაში დასაქმებული 2014 წლის წარმატებული ბიზნესორგანიზაციები და ბიზნესასოციაციები დააჯილოდოვეს. მსგავსი ღონისძიება ყოველწლიურია და კონკურსში მონაწილე პალატის წევრი ბიზნესმენების დაჯილდოებას ახორციელებს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბიზნეს ასოციაციები რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლების ხელმძღვანელობით.
ბათუმის მერია თავისი ბიუჯეტიდან 10 სპორტულ ორგანიზაციას 2 მილიონზე მეტი ლარით აფინანსებს. სპორტული ორგანიზაციებიდან გამოთხოვილი ბოლო ორი წლის ბიუჯეტებით ჩანს, რომ მერიამ წელს ოთხ კლუბს გაუზარდა, ხოლო სამ კლუბს შეუმცირა დაფინანსება. დანარჩენ სამ კლუბს ჩვენთვის 2014 წლის ბიუჯეტი ჯერ არ მოუწოდებია.
აჭარის სამთავრობო სტრუქტურების მაღალჩინოსნები ნეპოტიზს, ნათესავ-მეგობრების დანიშვნას საჯარო სამსახურებში მიუღებელ ქმედებად მიიჩნევენ, თუმცა ქმედების კრიმინალიზებას და ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში პირის დასჯას თანამდებობიდან გათავისუფლებით ან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ეწინააღმდეგებიან. მათი მოსაზრებით ნეპოტიზმში შემჩნეული თანამდებობის პირის დასჯა ფაქტის გახმაურებითა და დამნაშავის რეპუტაციის შელახვითაც შესაძლებელია.
8, 9 და 10 მაისს, ბათუმში ექსპერიმენტალური მუსიკის ფესტივალი SOUNDSPRING გაიმართება. ფესტივალი ბათუმში წელს მეორედ ტარდება და იგი მოიცავს, როგორც მუსიკალურ, ისე ვიდეო წარმოდგენებსაც.
ბათუმის „დინამოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ დღევანდელი შეხვედრა 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი „დინამოს“ მცველმა ნიკა მგელაძემ, ნახევარმცველის გიორგი ქავთარაძის გადაცემული ბურთით 49 წუთზე გაიტანა.
დღეს, ბათუმში, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შესახებ კონფერენცია გაიმართა.