საკუთრების იძულებით დათმობა ქობულეთში ავტობანის მშენებლობის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტს იმის გამო, რომ მესაკუთრეებთან ვერ მიაღწია უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმებას, ამ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო საკუთრების იძულებით დათმობა ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა აჭყვაში და სოფელ ხუცუბანში მდებარე სამი უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს მოუწევთ.

სახლის პროექტი ზონალურ საბჭოში და მის შემდეგ

 

2015 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ასამდე წინადადება განიხილა. მათგან უმეტესობა ძეგლის დაცვის ზონაში მაღლივი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებდა. კომისიამ სიმაღლის გამო „ძეგლის ხედვის გაუარესების“ მოტივით უმეტეს მათგანს უარი უთხრა. დაწუნებული პროექტების უმეტესობა შესწორებებით დეველოპერებმა ისევ სააგენტოში დააბრუნეს.

რატომ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება

 

სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. „მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის უბრალოდ დამახსოვრება-გაზეპირებას. კერძოდ, მან ცოდნის დაგროვებასთან ერთად უნდა შესძლოს ამ ცოდნის გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და ბოლოს, შეფასება. ამ დროს მოსწავლე არა მხოლოდ ფლობს ინფორმაციას, არამედ მას შეუძლია ქმედება. საინტერესოა, რომ რაიმეს სწავლა სწორად აზროვნების შედეგია. აზროვნების ამოქმედების დროს ადამიანი გააზრებულად სწავლობს და ხდება უფრო გამჭრიახი,“ – ვკითხულობთ ქართველ ავტორთა მიერ შედგენილ წიგნში „როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება“. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ერთ-ერთმა ავტორმა, განათლების საკითხების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ „ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა.

ბათუმში კაფე-ბარი “მალიბუ” აფეთქდა

 

12 მაისს  ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარი „მალიბუ“ აფეთქდა. აფეთქება  გვიან ღამით მოხდა. დამწვარია კაფე- ბარის ჭერი და ინვენტარის ნაწილი, ჩამტვრეულია შუშები. 

 

როგორც “ბათუმელებს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული. 

ტრაგედია ახლო ხედით – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

 

10 მაისს, ქობულეთში 3 ბავშვი დაიღუპა ხანძრის შედეგად. ამ ტრაგედიის თანმდევი ფაქტები – დაღუპული ბავშვების ახლობლების ემოციური, აფექტური და ხშირ შემთხვევაში დამთრგუნველი მდგომარეობის ამსახველი კადრები მედიამ გადასცა ახლო ხედით და ხანგრძლივად. ცოტა ხნის წინ უფრო მასშტაბური ტრაგედია – თვითმფრინავის განზრახ აფეთქება და 150 დაღუპული ადამიანი შოკისმომგვრელი ახალი ამბავი იყო ევროპისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად ევროპულ მედიას არც ერთი „მძიმე  კადრი“ არ უჩვენებია. რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე მსგავსი კადრები? – „ბათუმელების“ კითხვებს ფსიქოლოგი მარიკა ნათაძე პასუხობს. 

ბათუმის ქუჩები წვიმის შემდეგ

 

ბათუმის ცალკეული ქუჩები წვიმიანი ამინდების შემდეგ ასე გამოიყურება. ე.წ „ჭაობის“ დასახლებაში ქუჩების დიდი ნაწილი არაასფალტირებულია. მოშლილია გაზონები, ტროტუარები კი ბალახითაა დაფარული.  

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ტენდერი გამოაცხადა

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის რვა თემში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული ღონისძიებების გასატარებლად  განსახორციელებელ პროექტებზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 11 მაისს გამოაცხადა.

ლაშა ბაქრაძე: „დასავლეთი არის საქართველოს ბუნებრივი მომავალი“

 

ცხრა მაისს საქართველოში გეორგიევსკის ლენტები მხოლოდ რუს ბაიკერებს არ შემოუტანიათ. რუსული იმპერიალიზმის  სიმბოლოდ მიჩნეული შავ-ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი ლენტი, არაერთმა ქართველმა მიიბნია გულზე, რამაც  საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. როგორი შეიძლება იყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მომავალი, რა შანსები არსებობს კონფლიქტური რეგიონების საქართველოს იურისდიქციაში დასაბრუნებლად და რა პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს საქართველო, – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე საუბრობს.    

 

ვარდების ბაღი ხულოდან

 

ხულოს მუნიციპალური ცენტრიდან ერთი კილომეტრით მოშორებულ, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრზე მდებარე სოფელ დეკანაშვილებში რეზო ქედელიძეს ჰოლანდიური შავი ვარდები რამდენიმე წელია მოჰყავს. ვარდები ქედელიძეების ოჯახის მთავარი შემოსავლის წყაროა, ოჯახმა ყვავილების ბიზნესი რვა წლის წინ დაიწყო.

ცხოვრება მაგისტრალზე

 

„წვიმაში, ქარში, თოვლსა და სიცხეში სულ აქ ვართ. ზამთარში გვცივა, ზაფხულობით კი მტვერი გვახრჩობს. ხმაური გვღლის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენი არსებობის წყარო ეს მაგისტრალია“ – ამბობენ ციხისძირში, ცენტრალურ მაგისტრალზე სავაჭროდ გამოსული ადამიანები. 

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს


შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის მოქალაქეა დაკავებული.  ბრალდებული შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.  თურქეთის მოქალაქე 1990 წელს დაბადებული სავაშ ე. ბათუმში დააკავეს.

სასჯელი განაჩენის შეუსრულებლობისთვის

 

მოქალაქე ზ.ს-ს  განაჩენის საფუძველზე აკრძალული ჰქონდა მანქანის ტარება, ის კი პატრულმა მაშინ შეაჩერა, როცა ავტომანქანას მართავდა. იმის გამო, რომ მოქალაქემ ძალაში შესული განაჩენი არ შეასრულა, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. პროკურორი ბრალდებულისთვის  მკაცრი სასჯლის გამოყენებას ითხოვა, ადვოკატმა კი იმ არგუმენტით, რომ ბრალდებულის ქმედებას ზიანი არ გამოუწვევია, არის „შეჭირვებული ოჯახიდან, არ მუშაობს“ ნაკლებად მძიმე სასჯელის გამოყენება სთხოვა მოსამართლეს. 

სასჯელი განაჩენის შეუსრულებლობისთვის

 

მოქალაქე ზ.ს-ს  განაჩენის საფუძველზე აკრძალული ჰქონდა მანქანის ტარება, ის კი პატრულმა მაშინ შეაჩერა, როცა ავტომანქანას მართავდა. იმის გამო, რომ მოქალაქემ ძალაში შესული განაჩენი არ შეასრულა, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. პროკურორი ბრალდებულისთვის  მკაცრი სასჯლის გამოყენებას ითხოვა, ადვოკატმა კი იმ არგუმენტთ, რომ ბრალდბულის ქმედებას ზიანი არ გამოუწვევია, არის „შეჭირვებული ოჯახიდან, არ მუშაობს“ ნაკლება მძიმე სასჯელის გამოყენება სთხოვა მოსამართლეს. 

დაბომბილ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები უვნებლად არიან

 

 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ლიბიის სანაპიროსთან ახლოს დაბომბილ გემზე მყოფი არც ერთი ქართველი მეზღვაური დაშავებული არ არის. გემზე სულ საქართველოს ექვსი მოქალაქე იმყოფება. გემის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს, რომლის ინფორმაციით, გემი გუშინ დაბომბეს.

ექთნების გადამზადების უფასო კურსები „ევექსისგან“

 

სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ საქართველოში ექთნების გადამზადების პროგრამას ახორციელებს. იმერეთის შემდეგ კორპორაცია აჭარასა და სამეგრელოში იწყებს ექთნების კვალიფიკაციის ასამაღლებელ უფასო კურსებს. პროგრამის დასასრულს ყველა ის კანდიდატი, რომელიც გამოცდაზე საკვალიფიკაციო ბარიერს გადალახავს, კორპორაციის ქსელში არსებულ ჰოსპიტლებში დასაქმდება. ამ თემაზე „ევექსის“ სასწავლო ცენტრის დირექტორმა გიორგი ბერიამ ისაუბრა. 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი „გაზეთ ბათუმელებს“ ქარტიაში უჩივის

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ „გაზეთ ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ დაარღვია ქარტიის ორი პრინციპი. პირველი პრინციპი –  ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და მე-11 პრინციპი – ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება;  ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ; პლაგიატი. საჩივრის ავტორს ამ ორი პრინციპის დარღვევად მიაჩნია გაზეთ „ბათუმელებში“ დაბეჭდილ სტატიაში  – „პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები“ (13-19 აპრილის ნომერი) – გამოქვეყნებული რამდენიმე აბზაცი, მათ შორის:

წლიდან წლამდე სახელმწიფო საწარმოებში მოგება მცირდება

 

საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს სახელმწიფომ დააფუძნოს სამეწარმეო სამართლის იურიდიული პირი ან არაკომერციული იურიდიული პირი, თუმცა ერთია, უფლების მინიჭება და მეორეა, როგორ იყენებ ამ უფლებას. როდესაც ძალიან დაბალია ამ კომპანიების ანგარიშვალდებულების ხარისხი დამფუძნებლების წინაშე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მათი საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის, სახელფასო ფონდის, უბრალოდ შესყიდვების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული გამოწვევა. ეს გამოწვევა არის იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც ბაზარზე არსებობენ როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სახელმწიფო კომპანიას განსაკუთრებულ პირობებს უქმნიან. მაგალითად, შესყიდვების კანონმდებლობის საქართველოს ფოსტა (სახელმწიფო ფლობს წილების 100%-ს) შეღავათებით სარგებლობს. ანუ ორი გამოწვევა გვაქვს – არათანაბარ პირობებში მყოფი კერძო კომპანიები და მეორე მხრივ, მათი ფინანსური, შინაარსობრივი საქმიანობა.

არაგონივრული ხელფასები სახელმწიფო საწარმოებში

 

საქართველოში 344 სახელმწიფო საწარმო არსებობს, რომელთა ქონების საერთო ღირებულება ასეულობით მილიარდი ლარია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საქართველოს რკინიგზაა, საშუალო სიმდიდრის კი, პირობითად, – შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“, ხოლო ღარიბი,  ასევე პირობითად, – შპს სსარფი შიპინგი“. ამ ტიპის საწარმოების ანგარიშებზე ასეულობით მილიონი ლარი მოძრაობს, მაგრამ მათი წილი ბიუჯეტის შევსებაზე ყოველწლიურად მცირდება. ზოგიერთი მათგანი ბიუჯეტიდან ფინანსდება კიდეც. ამის მიუხედავად, ინფორმაცია, თუ ვინ, რატომ, რა მიზნით ხარჯავს სახელმწიფო საწარმოებში მილიონებს, საზოგადოებისთვის დახურულია. 

Soundspring 2015 დასრულდა [ფოტო, ვიდეო]

 

10 მაისს, ელექტრონული, ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი Soundspring-ი დასრულდა. ფესტივალის ბოლო დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა მსმენელისთვის. ქართველი მუსიკოსის კოკა ნიკოლაძის პერფორმანსმა მსმენელები აღაფრთოვანა. თითოეული კომპოზიციის დასრულების შემდეგ აპლოდისმენტები არ წყდებოდა. 

 

კოკა ნიკოლაძის შემდეგ ფესტივალზე სანდრო კოზმანაშვილი და TeTe Noise  გამოვიდნენ. ფესტივალი მსმენელს ერთი წლით დაემშვიდობა. 

სახალხო დამცველი: სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ტრაგედიების თავიდან აცილებისაკენ

 

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ მომხდარი ხანძრის შედეგად სამი ბავშვის დაღუპვის გამო და უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს.

პრეზიდენტის განცხადება ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

 

საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება: “ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ქობულეთში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია როგორმე ანუგეშო სამი უნიჭიერესი ბავშვის მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას დღეს სრულიად საქართველო გლოვობს. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ”-წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლები ცხედრების ნახვას ითხოვენ

 

დღეს, 10 მაისს, ქობულეთში მომხდარი ხანძრის დროს გარდაცვლილი ბავშვები ბათუმში გადაასვენეს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ.

 

ამ წუთებში ექსპერტიზის ბიუროს წინ გარდაცვლილი ბავშვების მშობლები და ნათესავები არიან შეკრებილები. მშობლები თავიანთი შვილების ცხედრების ნახვას ითხოვენ. 

სასტუმრო არმაზი ხანძრის შემდეგ (ფოტო)

 

დღეს, დილის 5 საათზე სასტუმრო „არმაზი“ ხანძარის შედეგად დაიწვა. ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. პოლიციელებმა, მაშველებმა და მეხანძრეებმა 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან პოლიციელებმა და მაშველებმა 45 ადამიანი ამოიყვანეს

 

შინაგან საქმეთა  სამინისტროს ინფორმაციით, გამთენისას ქობულეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პატრულირებისას შეამჩნიეს კვამლი სასტუმროს შენობიდან. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს [სახანძრო] თანამშრომლებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივად, ცეცხლწაკიდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის 31 ბავშვი და სასტუმროში მომუშავე ადამიანები. 

 

გამგებელი: ხანძარმა სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

 

დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე, ქობულეთში სასტუმრი “არმაზი” დაიწვა, ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ხანძრის დროს სამი მოზარდის, დაახლოებით, 10, 11 და 12 წლის სბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისის ”ლელო” საქართველოს ჩემპიონია

 

 

 2014-2015 წლის სეზონის საქართველოს რაგბის ჩემპიონატში კვლავ თბილისის „ლელომ“ გაიმარჯვა, კლუბმა ეს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო. 

ორი ”დინამოს” შეხვედრა ფრედ დასრულდა [ფოტო | ვიდეო]

 

 

   საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის 27-ე ტურში ბათუმის “დინამომ”, ქობულეთში “ჩელე-არენაზე” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. ორივე გუნდის ძალისხმევის მიუხედავად თამაში ფრედ დასრულდა.

ქალების ხმა ლიტერატურაში [ფოტორეპორტაჟი]

 

ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “ბათუმელების”ორგანიზებით დისკუსია თემაზე ქალების ხმა ლიტერატურაში ამ  წუთებში მიმდინარეობს.

ბათუმში ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის მეორე დღე

 

ფესტივალის Soundspring-ის ფარგლებში, დღეს 5 საათზე ქართველი მუსიკოსის ნიკა მაჩაიძის ვორქშოფი გაიმართება. 7 საათზე კი, ანბანის კოშკის მიმდებარედ, ხელოვნების გალერეაში მუსიკალური ნაწილი დაიწყება.

ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია გაიყიდება

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაის ინფორმაციით, ქობულეთში, ბობოყვათის რეზიდენცია პირობიანი აუქციონით უნდა გასხვისდეს და საწყისი ღირებულების გარდა, შემსყიდველმა მინიმუმ 25 მილიონი უნდა დააბანდოს.

მთავრობის საჩუქრები 46 ვეტერანს ბათუმში

 

დღეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით  გმირთა ხეივანში ომის ვეტერანები  შეიკრიბნენ. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს წევრები.

 

იმატა თუ არა კრიმინალმა ბათუმში – გამოკითხვა [ვიდეო]

 

გამოკითხვა ბათუმში, შემთხვევითობის პრინციპით “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის”მოხალისეებმა ჩაატარეს.

ადამიანების ჩხრეკის, დაკავებისა და ქონების დაყადაღების სტატისტიკა ბათუმში

 

2015 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ბათუმის საქალაქო სასამართლოში 287 სისხლის სამართლის საქმე შევიდა განსახილველად. დასრულდა 324 საქმე, მათ შორის საპროცესო შეთანხმებით – 181 საქმე; 2 საქმეზე გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი – 1 საქმეზე; შეწყდა ორ საქმეზე ძიება.

ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვება გეორგიევსკის ლენტებით აღნიშნეს

 

დღეს ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად ომის ვეტერანები შეიკრიბნენ. ვეტერანებთანერთად იყვნენ ყოფილი პოლიტპატიმრები და მოქალაქეები, რომლებსაც ოკუპაციის სიმბოლოდ მიჩნეული, ე.წ. გეორგიევსკის ლენტები ეკეთათ.

 

 

ეფენდელა, ქორი ნენეი და სხვა ხალხური თამაშები აჭარიდან

 

ადრიანი გაზაფხულის ცივ საღამოს ბუხრის პირას ხუთიოდე ბავშვი იყო შეკრებილი. ბუხარში მშრალი შეშა ტკაცუნობდა, ცეცხლის ალი კი ზუსტად ისე ლოკავდა ბუხრის კედლებს, როგორც ბავშვები ილოკავდნენ თითებს. ის-ის იყო უგემრიელესი ფხალლობიოს ჭამას მორჩენილიყვნენ და ახლა რამე გასართობს ეძებდნენ. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გერმანიის ელჩს შეხვდა

 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გერმანიის ელჩს საქართველოში – ორთვინ ჰენიგს შეხვდა. ელჩი სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებლად ჩამოვიდა ბათუმში. შეხვედრაზე გერმანიის მხრიდან აჭარის რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრეს.

Exit mobile version