ბათუმის ცენტრში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქირავდება სამოთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, კონდიციონერითა და საქალაქო ტელეფონით. ბინაში არის თანამედროვე ტექნიკა.
ფასი: 350 დოლარი.
მობ.: 591 978 073
ბათუმელები
ბათუმის ცენტრში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქირავდება სამოთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, კონდიციონერითა და საქალაქო ტელეფონით. ბინაში არის თანამედროვე ტექნიკა.
ფასი: 350 დოლარი.
მობ.: 591 978 073
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდული სფეროს ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში – ,,სტუდენტური დღეები აჭარა 2015’’ გრძელდება.
საქართველოს მთავრობის ცნობით, დღეიდან ქობულეთში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყება.
დღეს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, ბერლინის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულ ბათუმელ ტაეკვონდოისტს, 12 წლის – ზურა კინწურაშვილსა და მის პირად მწვრთნელს აკაკი ცენტერაძეს შეხვდნენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ვაკანსიას აცხადებს.
ზაფხულობით აჭარის მაღალმთიანეთში საზაფხულო საძოვრებზე წასული ქალები ყოველ დილით ახლადმოწველილ რძეს სეფერატორში – რძისგან ნაღების გამოსაცალკევებელ აპარატში ატარებენ. ნაღებს, რომელსაც აჭარაში კაიმაღს ეძახიან, სპეციალურ ჭურჭელში ათავსებენ. კაიმაღისგან ქალები ამზადებენ იაღს – იმავე ერბოს. სწორედ იაღია ის მთავარი ინგრედიენტი, რომლის გარეშეც ტრადიციული აჭარული კერძის მომზადება შეუძლებელია. საუზმე მთაში ბორანო, სინორი, ყურუთი, ფხალლობიო, ჰასუთა, ხავიწი – ეს …
მიხეილ ალავიძე 2013 წლის აგვისტოში მეორედ დაბრუნდა ბათუმის „დინამოში“ და დღემდე იქ აგრძელებს თამაშს, სადაც, საერთო ჯამში, 57 მატჩი აქვს ჩატარებული, მიმდინარე სეზონში კი, ძირითად შემადგენლობაში – 20 თამაში. 27 წლის მეკარეს ამჟამად ტრავმა აწუხებს, რომელიც ლანჩხუთის ”გურიასთან” შეხვედრის დროს მიიღო. სწორედ ამ ტრავმის გამო გამოტოვა შეხვედრა `საჩხერესა~ და თბილისის „დინამოსთან“.
სოციალურად დაუცველ სამშვილიან ოჯახს, რომელთაც ორი თვის წინ სახლი დაეწვათ, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდმა, დახმარების სახით 5 000 ლარამდე თანხა ჩაურიცხა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევისთვის წელს ათი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. აგროდაზღვევა სასოფლო-სამეურნეო კულტურების 38 სახეობაზე გავრცელდება. ფერმერების მოსავალს ქვეყანაში მოქმედი ლიცენზირებული კომპანიები დააზღვევენ. ზარალის შემთხვევაში ფერმერს 90% აუნაზღაურდება.
„ქალების ხმა ლიტერატურაში“ – ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა გაზეთ „ბათუმელების“ ორგანიზებით 9 მაისს ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პოეტ ლია ლიქოკელთან, 2014 წლის ლიტერატურულ პრემია „საბას“ ლაურეატთან და „წერო 2014“-ის გამარჯვებულთან. რამდენად ისმის ქალების ხმა დღეს, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში და რა სტერეოტიპები არსებობს ავტორ ქალებთან დაკავშირებით? ამ თემაზე „ბათუმელები“ ლია ლიქოკელს ესაუბრა.
„ვინც არ უნდა დაგვიძახოს, „ნაციონალები“ იქნებიან, „ბურჯანაძე“ თუ „რესპუბლიკელები“ არ გვაინტერესებს, ყველა წავალთ აქციაზე, ხომ ასეა?!“, – ეს „თათბირი“ ბათუმი-ღორჯომის ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში გასულ კვირას გაიმართა. ადამიანები სამარშრუტო ტაქსიში, ისე როგორც მთელი ეს ხეობა, იმაზე მსჯელობდა, როგორ არ მიეცათ კომპანია „ევექსისთვის“ სტაციონარული მომსახურების გაუქმების უფლება ხულოს, ქედისა და შუახევის საავადმყოფოებში. „ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია, მიიღებენ თუ ვერა ამ რაიონების კლინიკებში ადამიანები გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას.
25 წლის დათო დავითაძის მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ს-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პირველი სასამართლო სხდომა მისი დაკავებიდან 58-ე დღეს, ანუ 30 ივლისს არის ჩანიშნული. პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ ეს პერიოდი გამოძიებას მტკიცებულებების მოსაპოვებლად სჭირდება. ბრალდებული ხელისუფლებამ 2012 წლის დეკემბერში გაათავისუფლა, როგორც პოლიტპატიმარი.
დღეს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის თემაა -„ლაპარასკოპიული მეთოდი რეპროდუქტოლოგიაში“.
საქართველოში ნეფროლოგიურ კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობის მიხედვით, ყოველწლიურად თირკმლის ქრონიკული დაავადების (თქდ) 480-520 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც 1 მილიონ მოსახლეზე 120-160 პაციენტს შეადგენს. ნეფროლოგი დოდო ხაბაძე ამბობს, რომ შესაძლოა თირკმლის უკმარისობა არ გამოვლიდეს კლინიკურად და გამომჟღავნდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალიან დაგვიანებულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია აღნიშნული დაავადება ადრეულ სტადიაში იქნას გამოვლენილი. თირკმლის პათოლოგიების რისკჯგუფში მყოფმა ადამიანებმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩაიტარონ შესაბამისი გამოკვლევა.
მსოფლიო სტატისტიკით საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება. ინფექციური პათოლოგიებისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ცნობით, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 6000-ს უტოლდება. ეს კი მათივე ცნობით, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ სოლიდური რიცხვია.
ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ძველ აშენებულ სახლში იყიდება სამოთახიანი, 62 კვ.მ ბინა, საშუალოდ გარემონტებული.
ფასი: 42 ათასი აშშ დოლარი. ID 8958
მობ.: 577 07 11 85
577 07 11 87
დღეს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით თურქეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს.
25 მაისს ბათუმში, ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში, მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვალი, ქართველი ბარიტონი, ლადო ათანელი იმღერებს. კონცერტზე წარმოდგენილი იქნება სცენები ამილკარე პონკიელის ოპერიდან „ჯოკონდა“.
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ანზორ თხილაიშვილმა ჩაიბარა. მანამდე ამ კომისიას ახლა უკვე „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი ხელმძღვანელობდა. ის თანამდებობიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ინიცირებით გადააყენეს.
ზურაბ გორგილაძის ქუჩის ბოლოში იყიდება 100-კვ.მ დაშენებული შავი კარკასი.
ფასი: 35 ათასი დოლარი.
მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;
ტელ.: (0422) 24 85 85
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მცხოვრები თეიმურაზ ქამადაძე “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ორი დღეა სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის გამოც მისი საკარმიდამო მიწის ნაწილი დაიმეწყრა.
ბათუმის საკრებულოსა და მერს შორის სუბორდინაციის საკითხი ისევ საკამათო თემაა. ამაზე მწვავედ ამჯერადაც ოპოზიციური ფრაქციები საუბრობენ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი საკრებულოს წევრების მოთხოვნის მიუხედავად სხდომაზე ბიუჯეტის ანგარიშის წარდგენის დროსაც არ მივიდა.
შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა“ და მე-5 საჯარო სკოლას შორის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და ხელშეწყობის კუთხით მემორანდუმი გაფორმდა.
35 ეკომიგრანტი ოჯახი იმ განცხადებების საფუძველზე იქნა შერჩეული, რომლებიც სტიქიით დაზარალებული ოჯახებს აქვთ დევნილთა და განსახლების სამინისტროში შეტანილი. აღნიშნული ოჯახებისათვის სახლების შესყიდვამდე ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტი მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გადაამოწმებს. ამით ეკომიგრანტი ოჯახების განცხადების შეფასების მეორე ეტაპი დასრულდა.
ქობულეთში, ცენტრალურ მოედანზე, ახალგაზრდული და გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებით მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 10 მაისს უბედური შემთხვევის დროს დაღუპული სამი მოზარდის ხსოვნას.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრები რამინ ლომიძის ხუთსულიანი ოჯახი პოლიციამ საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლა. ის აჭარაში დაბრუნდა და ახლა მცირეწლოვან შვილებთან ერთად ხელვაჩურის მუნციპალიტეტში, ე.წ. “ოცნების სახლში” შესახლდა.
კერძო კომპანია ქობულეთში აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე
შუახევის გამგებლის მოადგილის ავთანდილ დიასამიძის ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 8-ის ნახევარზე, მაშველებმა მდინარე ჩირუხში ორი ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს. დაღუპულები სოფელ დარჩიძეებში მცხოვრები მამაკაცები არიან.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე მთავარ პროკურატურაში წელს შეიქმნა. არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ ბრძანებაში ზუსტად არ არის განსაზღვრული, რა ფორმით უნდა იმუშაოს საგამოძიებო დეპარტამენტმა, რომელმაც, წესით, საკუთრების უფლების ხელყოფისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები უნდა გამოიძიოს. გასულ კვირას პარლამენტში მისულ პრემიერს მთავარ პროკურორთან შუამდგომლობა სთხოვა პარლამენტარმა შალვა შავგულიძემ. დეპუტატს ამ დეპარტამენტის მუშაობაზე კითხვები აქვს.
ბათუმში ყოველდღიურად 107 ავტობუსი გადის სამუშაოდ სამარშრუტო ხაზზე. ავტობუსების სალონები ხშირად მოუწესრიგებელია, რაც მგზავრებს დისკომფორტს უქმნის. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ და რა ინტენსივობით ხდება ავტობუსების სანიტარული დასუფთავება. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელთან, პაატა დუმბაძესთან.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ ბათუმის სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში ოთხმა მსჯავრდებულმა უცხო სხეული გადაყლაპა.
შუახევში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ წინასწარი მოკვლევის პირველადი შედეგი გაასაჯაროვა. 5 მაისს შუახევის საავადმყოფოში 24 წლის დაჭრილი მამაკაცი მიიყვანეს, რომელიც გარდაიცვალა.
13 მაისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ავსტრიული კომპანია „Denkstatt Group A.G.“- ის წარმომადგენლებს შეხვდა. გაფართოებულ სამთავრობო შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე დაესწრნენ. შეხვედრაზე კომპანიას წარმოადგენდნენ გენერალური დირექტორი ფერდინანდ კოხი და ლეოპოლდ ფრაი, ასევე კონსულტანტი საერთაშორისო ურთიერთობებში – ერეკლე ცინცაძე.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გოდგაძეებში დღეს, 13 მაისს, დილას გაჩენილი ხანძრის შედეგად ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ადასტურებს.
„სმარტი“, „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტში განთავსდება. მშენებლობას „ვისოლ ჯგუფი“ ახორციელებს. „ბათუმელების“ შეკითხვებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ უპასუხა.
14 მაისს, 13 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გაიმართება ფრიდონ საყვარელიძის საჯარო ლექცია თემაზე – „ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ქართული კულტურა“.