ნეტგაზეთი • RU

„ნაციონალური მოძრაობა“ მინისტრისა და კერძო კომპანიის საერთო ინტერესებზე

 

დღეს, შვიდ მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა  რეზო  ხარაზმა პარტიის  ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტენდერი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სოციალური სახლის მშენებლობაზე  გამოაცხადა, ერთი კონკრეტული სამშენებლო კომპანიის  ინტერესებზეა  მორგებული.  რეზო ხარაზის განცხადებით, ეს ის კომპანიაა, სადაც დავით ბალაძე ბოლო წლებში ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა. 

„სატენდერო პირობების მიხედვით, სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარის მშენებლობები აქვთ განხორციელებული. როცა დოკუმენტაცია შევისწავლეთ, აღმოჩნდა რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სატენდერო პირობებს აჭარაში მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია  აკმაყოფილებს. ეს არის კომპანია „ანაგი“, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე  ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა“-აცხადებს რეზო ხარაზი.

მისი თქმით, ფინანსთა და ეკონომიკის მიერ გამოცხადებული ტენდერი ელიტური კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

„ანაგის“ დამფუძნებელი ზაზა გოგოტიშვილი, დავით ბალაძეს კანადაში ვიზიტის დროსაც ახლდა. ამ ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, ბევრი კითხვა ჩნდება და ვფიქრობ, საქმე გვაქვს ელიტურ კორუფციასთან“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მაშინ როცა არ არის სატენდერო წინადადებების მიღება დასრულებული და არ არის ცნობილი ტენდერში მონაწილე პირების ვინაობა, რის საფუძველზე აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ მინისტრისa და კერძო კომპანიის საერთო ინტერესებზე განცხადებას? – რეზო ხარაზი პასუხობს, რომ ეს მათი ვარაუდია:

„ეს არის ჩვენი ვარაუდი, ეჭვი გვაქვს“.

რეზო ხარაზი აღნიშნულ  კომპანიებს ვერ ასახელებს.

სოციალური სახლის მშენებლობაზე ტენდერი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის 27 აპრილს გამოაცხადა. სატენდერო თანხა სამი მილიონ 286,400 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, სოციალური სახლის მშენებლობა მომავალი წლის ივნისში დაასრულოს. ტენდერი ელექტრონულია, სატენდერო წინადადებების მიღება  13 მაისიდან იწყება.

რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.