Batumelebi | სარფში არადეკლარირებული სამკაულები აღმოაჩინეს სარფში არადეკლარირებული სამკაულები აღმოაჩინეს – Batumelebi
RU | GE  

სარფში არადეკლარირებული სამკაულები აღმოაჩინეს

 

 შემოსავლების სამსხურის ინფორმაციით, 4 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტის  „სარფის” ტერიტორიაზე  თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე კ. კ. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა ვერცხლის არადეკლარირებული საქონელი:  მონეტები (152,97გრ), ბეჭდები (84,15გრ), კულონები (29,29გრ), გულსამაგრი (5,78გრ), ყელსაბამები (31,84გრ), სამაჯურები (6,94გრ), საყურეები (22,2გრ),  სუფრის აქსესუარები (13,62გრ), ასევე ვერცხლის ჯართი – 30,78გრამი და ოქროს საათი (39,06გრ).  

 

საერთო წონით 417,2გრამი. კ.კ-ს აღნიშნული საქონელი ავტომანქანაში, სხვადასხვა ნივთში ჰქონდა დამალული. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  1296,78 აშშ დოლარი(ექვივალენტი ლარში 3022ლარი) შეადგინა. მოქალაქე კ.კ.  საქართველოს  საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3022 ლარის ოდენობით. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"