Batumelebi | ხანძარმა ხულოში ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ხანძარმა ხულოში ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – Batumelebi
RU | GE  

ხანძარმა ხულოში ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გოდგაძეებში დღეს, 13 მაისს, დილას გაჩენილი ხანძრის შედეგად ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ადასტურებს.

 

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად დეკანაშვილების თემში, სოფელ გოდგაძეებში ჩოგაძეების სახლი დაიწვა. ხანძრის დროს მოხუცი ქალი დაიღუპა. როგორც ოჯახის წევრებმა მითხრეს მოხუცებული მწოლიარე იყო, ხანძრის დროს კი ოჯახის სხვა წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

 

ხანძრის მიზეზები ჯერ არ არის დადგენილი, აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ. შენობა, რომელიც დაიწვა, ნახევრადკაპიტალური იყო. რაც შეეხება დაზარალებულ ექვსსულიან ოჯახს, ისინი  ამ დროისთვის ახლობელთან დავაბინავეთ, გავუწევთ როგორც ფინანსურ, ასევე მატერიალურ დახმარებას“ – განაცხადა ბესიკ ბაუჩიძემ „ბათუმელებთან”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე