გასულ თვეში თანამდებობის პირებმა აჭარაში, როგორც თავად ამბობენ, მიიღეს ხელფასი, პრემია და კიდევ პრემია. ეს ზოგიერთი მათგანისათვის ლარებში 7 ან 8 ათასი იყო. იმ 300-მა ადამიანმა, რომელთა შრომის შედეგადაც ბათუმი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ სუფთა ქალაქად მიიჩნევა, გასულ თვეში მიიღო ხელფასი და ხელფასის 25% პრემიის სახით. სააღდგომო პრემია 25%-მდე შეუმცირდათ იმათაც, ვინც უფასო სასადილოებში მუშაობს. ამ ხალხის აზრით, მათთვის პრემიების შემცირება უშუალოდ ქალაქის მერმა გადაწყვიტა.