ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ზირაქაშვილის ინფორმაციით ბათუმის ბულვარში შშმ პირებისათვის ადაპტირებული საპირფარეშო აშენდება.
ბათუმელები
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ზირაქაშვილის ინფორმაციით ბათუმის ბულვარში შშმ პირებისათვის ადაპტირებული საპირფარეშო აშენდება.
დღეს, 18 მაისს, შუახევში მოქალაქეებმა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შუახევის სავადმყოფოში სტაციონარული მომსახურების გაუქმებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დაჰპირდა, რომ „10 დღის შუალედში საავადმყოფო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა“.
ფოტოები გადაღებულია დღეს, [18.05.2015] ქობულეთში, სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ხვალ, 19 მაისს საქველმოქმედო აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ რეგიონში მოქმედი 16 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს მოაწილეობას. აცია 12:00 საათზეა დაგეგმილი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამოწვევა და აქციაში მონაწილეობის მისაღებად აჭარის არ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს იწვევენ.
დღეს, 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ბათუმში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის მიზნით, ბათუმის მერია 95 შშმ პირს დააფინანსებს. სარეაბილიტაციო კურსი 15 დღიანი იქნება და მას შშმ პირები ურეკში, ბორჯომსა და ახტალაში გაივლიან.
ხულოს გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის თქმით, იმ ოთხი სოფლის მიმართულებით, რომელიც ადიდებულმა მდინარემ გარესამყაროს მოწყვიტა, უახოლესი 3-4 საათის განმავლობაში აღდგება კავშირი.
19 მაისს ჩაქვში 19 ქვეყნიდან 98 მოჭადრაკე შეიკრიბება. ისინი ევროპის ქალთა ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროა. ჭადრაკში ევროპის ქალთა რიგით მე-16 ჩემპიონატს აჭარა მესამეჯერ მასპინძლობს. პირველად ქალთა შორის ევროპირველობა ბათუმში 2000 წელს ჩატარდა, მეორედ კი, ვაჟებს შორის – 2002 წელს.
სასტუმრო „ჰილტონის“ გახსნის ცერემონიალზე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის გასაპროტესტებლად შეკრებილი ენმ-ის ბათუმელი წარმომადგენლები კვლავაც ელოდებიან სასტუმროს წინ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.
ხულოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფელი გზისა და ხიდების გარეშე დარჩა. ადიდებულმა მდინარემ ოთხი სოფლის – ზედა და ქვედა თხილვანას, ბაკოსა და მთისუბნის დამაკავშირებელი ხიდები წაღო, დაზიანებულია სავარგულები.
ბათუმში, დღეს, „ჰილტონის“ ადმინისტრაცია სასტუმროს გახსნის ცერემონიალისთვის ემზადებიან. ამ ღონისძიებაში მონაწლეობის მისაღებად ბათუმში ჩამოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, სასტუმროს მშენებლობაზე 130 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა ფრთა პრემიერ-მინისტრის მიერ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ გახსნის ცერემონიალში მოანაწილეობას აპროტესტებს. ენმ-დან ბათუმის საკრებულოს წევრის, ნოდარ დუმბაძის თქმით, „ჰაკიმ-ფაშას არ აქვს მორალური უფლება გახსნას ეს სასტუმრო, რადგან მას არც ერთი ინვესტორი არ შემოუყვანია და ქვეყანა გააჩერა“.
„ეს საქმე მოგვარდება და ძალიან გთხოვთ, ერთმანეთში კონფლიქტში არ შეხვიდეთ“, – გააფრთხილა პატრულის თანამშრომელმა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ბელეტაჟის ეზოსთან დები მანელიშვილები და კომპანია „დიეს ჯგუფის“ თანამშრომლები. 7 მაისს მანელიშვილებმა პატრული მას შემდეგ გამოიძახეს, რაც კომპანიამ მშენებარე სახლის კედელზე, რომელიც მანელიშვილების ეზოში მდებარეობს, ეზოს მეპატრონეების წინააღმდეგობის მიუხედავად, ხარაჩოების მშენებლობა დაიწყო.
ასმათ სამხარაძე საქართველო-თურქეთის საზღვარს, ხუთი წლის ბავშვით ხელში, თითქმის ყოველ დღე კვეთს. პატარა გოგონას სიარული არ შეუძლია, ამიტომ დედას ის სულ ხელში ჰყავს. ასმათს ორი შეკვრა სიგარეტი გასაყიდად გადააქვს და უკან ბრუნდება, ასე ცდილობს ის შვილის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებასა და საარსებო მინიმუმის შოვნას. ასმათი თავის პატარა გოგონასთან ერთად კერძო სახლის ავტოფარეხში ცხოვრობს.
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობების აღწერა-პასპორტიზაციის ჩატარების დასაფინანსებლად ბათუმის მერიამ 100 000 ლარი გამოყო. გადაწყვეტილებას სასარგებლოდ მიიჩნევენ, თუმცა ამ ამბავმა ძეგლების დამცველებში ეჭვი და შიში მაინც გააჩინა.
ინტერნეტში ზღვა მასალაა, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება სასკოლო თუ საუნივერსიტეტო განათლება მრავალფეროვანი გახდეს. დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად გაიაროს სხვადასხვა თემატიკის კურსი და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატიც მიიღოს. ამ ყველაფრის გასაკეთებლად საჭიროა უცხო ენის, უმეტეს შემთხვევაში ინგლისურის ცოდნა. იმ ადამიანებისთვის, ვინც უცხო ენას სრულყოფილად არ ფლობს, საგანმანათლებლო რესურსთა მცირე ნაწილი ქართულადაც არის ხელმისაწვდომი. ვინ და როგორ თარგმნის საგანმანათლებლო რესურსებს საქართველოში – „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა.
16 მაისს, ბათუმის სასპორტო სკოლის საკალათბურთო დარბაზში, სუპერლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბათუმის „ბათუმმა“ შსს-ს „აკადემიას“ უმასპინძლა.
საქართველოში დღეს 2331 საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, აქედან აჭარაში 256, მათ შორის ქალაქ ბათუმში – 46, ქედის მუნიციპალიტეტში 29, ქობულეთის – 50, შუახევის – 44, ხელვაჩაურის – 37 და ხულოს მუნიციპალიტეტში – 50 სკოლა.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში გამგეობამ მხოლოდ ცენტრალური სამანქანო გზა მოაწესრიგა, სოფლის შიდა გზები კი მწყობრიდანაა გამოსული. ადგლობრივების თქმით, გზაზე გადაადგილება ფეხითაც შეუძლებელია, რაც განსაკუთრებულ პრობლემებს სკოლის მოსწავლეებს უქმნის.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან დღემდე პერიოდში, დაუბეგრავი მინიმუმის სახით მოქალაქეებზე დაბრუნებულია 67 მილიონ 251 ათას 875 ლარი.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა მოქალაქე რ.კ. 2015 წლის 15 მაისს ბათუმში ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირი „პროგრესი“ ბათუმელი ახალგაზრდებისთვის აცხადებს „სტაჟირების” პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა მიღებას(18-29 წელი). კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის პიკაპის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე საქართველოს შსს მომსახურების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სააგენტო 50 ავტომანქანის შეძენას გეგმავს, რისთვისაც მაქსიმუმ 2 მილიონ 679 ათას 845 ლარის გადახდას აპირებს.
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობების აღწერა-პასპორტიზაციის ჩატარების დასაფინანსებლად ბათუმის მერიამ 100 000 ლარი გამოყო. გადაწყვეტილებას სასარგებლოდ მიიჩნევენ, თუმცა „ამ მოულოდნელმა ამბავმა“ ძეგლების დამცველებში ეჭვი და შიში მაინც გააჩინა.
ბათუმის მერიამ ბოლო 8 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ სარეკლამო რგოლის დამზადების შესყიდვაზე გამარტივებული ელეტრონული ტენდერი გამოცხადა.
ახალი საკადრო გადანაწილების შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი ფრაცია შეიქმნა, სახელისუფლებო ფრაქციამ კი ხელმძღვანელი შეიცვალა. ამ დროისათვის უმაღლეს საბჭოში სულ ექვსი ფრაქციაა რეგისტრირებული. გარდა იმისა, რომ ფრაქციის თავმჯდომარე ბიუროს წევრია, იზრდება მისი ანაზღაურებაც. მას ემსახურება მანქანა და სარგებლობს თანამდებობის პირის სხვა პრივილეგიებით. შესაბამისად რეგიონის ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოს დაფინანსების ნაწილში უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო თანხა გაიზრდება.
ბათუმის საარქივო სამმართველომ საუკუნის წინანდელი სარეკლამო დოკუმენტები გამოაქვეყნა.
შეჯიბრებაში საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან 71 გუნდი მონაწილეობდა. ბათუმის #1 საჯარო სკოლის გუნდმა ვიცეჩემპიონის ტიტული აიღო.
რამდენიმე დღეში „ბათუმის ბულვარი“ ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ინვენტარის განთავსებაზე ელექტრონულ აუქციონს გამოცხადებს. აუქციონში გამარჯვებულ მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ საკურორტო სეზონთან დაკავშირებით ბულვაში მცირე სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს ინარჩუნებს. გასულ კვირას ჯემალ ფუტკარაძე „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად ერთ ფრაქციაში გაერთიანდა, თუმცა უპარტიო წევრად რჩება. უმაღლეს საბჭოში კიდევ ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კი თავმჯდომარე შეიცვალა და ახლა მას საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიტიშვილი უხელმძღვანელებს. რა გეგმები აქვს თავად ახალ ფრაქციაში და როგორ აფასებს საკადრო გადაადგილებებს? – „ბათუმელების“ კითხვებს დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ უპასუხა.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ ტარიფების გაზრდას, ევროპარლამენტი კი საქართველოს მთავრობისგან იმ მექანიზმის შეცვლას ითხოვს, რის გამოც „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბაზარზე მონოპოლისტია. საქართველოს ენერგოსისტემაში სამი გამანაწილებელი კომპანია საქმიანობს: „ენერგო-პრო ჯორჯია“, „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ (გაკოტრების რეჟიმში) და „თელასი“.
სასმელი წყლისთვის წელს ბათუმის ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. აქედან 1 მილიონ 180 ათასი ლარი „ბათუმის წყლის“ სუბსიდიაა იმის სანაცვლოდ, რომ კომპანიამ ტარიფი არ გაზარდოს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში კახაბრის დასახლებაში 25 000 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1 500 000 დოლარია.
„ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ საწარმო მომგებიანი არ არის. ფინანსური დირექტორის თემურ ბედინაძის თქმით, 300-მილიონიანი ქონების ექსპლუატაციისთვის რა ხარჯიც უნდა გაიწიოს, იმის ადეკვატური არ არის ტარიფი ამ ეტაპზე: „ამხელა ქონებას ცვეთა რომ დაარიცხო, თუნდაც 2 პროცენტი, 6 მილიონი ლარია წელიწადში. შემოსავლები კი ყოველწლიურად 10-დან 12 მილიონ ლარამდე მერყეობს. აქედან ხელფასი და პრემიებია 4 მილიონი, 1 მილიონი ელექტროენერგიის ხარჯია, საწვავის, ტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯი, ასევე სხვადასხვა ხარჯი და ამიტომ არარენტაბელურია”.
უნდა ჩამოეწეროს თუ არა მოქალაქეებს წყლის ძველი დავალიანებები, რომლებიც 2012 წლის მაისამდეა წარმოშობილი? – „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ ეს გამორიცხულია, სემეკში კი მიიჩნევენ, რომ სამი წლის წინ წარმოშობილი დავალიანებები, თუ აბონენტს ის აღიარებული არ აქვს ხელშეკრულებით, „ხანდაზმულია“ და კომპანიამ ეს თანხა აბონენტებს არ უნდა გადაახდევინოს.
ბათუმის მიმართულებით ჩარტერული და დამატებითი ფრენების გაზრდით რამდენიმე უკრაინული ავიაკომპანიაა დაინტერესებული – ინფორმაციას ამის შესახებ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.