Batumelebi | სასჯელაღსრულების სამინისტრო: ვადასტურებთ, რომ ბათუმში პატიმრებმა უცხო სხეული გადაყლაპეს სასჯელაღსრულების სამინისტრო: ვადასტურებთ, რომ ბათუმში პატიმრებმა უცხო სხეული გადაყლაპეს – Batumelebi
RU | GE  

სასჯელაღსრულების სამინისტრო: ვადასტურებთ, რომ ბათუმში პატიმრებმა უცხო სხეული გადაყლაპეს

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ ბათუმის სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში ოთხმა  მსჯავრდებულმა უცხო სხეული გადაყლაპა.

 

 

მსჯავრდებულები პროტესტის მიზეზად სამედიცინო სერვისების მიუწოდებლობას ასახელებდნენ.


“მოგახსენებთ, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვამდე, თითოეულ მათგანს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების მიერ გაეწია კონსულტაცია, ჩატარებული ჰქონდათ სხვადასხვა სახის გამოკვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური (3 მსჯავრდებულის შემთხვევაში) და დანიშნული ჰქონდათ შესაბამისი მკურნალობა.


უცხო სხეულის გადაყლაპვის შემდეგ მსჯავრდებულებს  შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. ამჟამად, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზადაა, მსჯავრდებულების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს მათთვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობების შესახებ” – განუცხადეს “ბათუმელებს” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"