ახალი ინვესტიცია ბათუმში

 

ამ წუთებში სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროსა და ინვესტორებს შორის ორი ახალი პროექტის განხოციელებასთან დაკავშირებით  ხელმოწერის ცერემონიალი იწყება.  სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიები „მეტრო ატლას ჯორჯია“ და „ეარ მერიდიანსი“ ჯამში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალ შენობას გადასცემენ

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ივნისს, 13:00 საათზე, ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალ ადმინისტრაციულ შენობას გადასცემენ.  

სასამართლომ ძალადობის ფაქტზე განაჩენი გამოიტანა

 41 წლის მამაკაცი ფსიქოლოგიურ ძალადობაში ყოფილ ცოლს ადანაშაულებს. ბრალდებულის მიმართ სასამართლოში დამცავი ორდერის გამოწერა უბნის ისპექტორმა ითხოვა. ინსპექტორის შუამდგომლობაში ასევე ეწერა, რომ ქალი, რომელსაც ყოფილი ქმარი ძალადობაში ადანაშაულებს, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. მამაკაცი სასამართლოს სთხოვდა, ყოფილი ცოლისთვის იარაღის ტარების უფლების აკრძალვასაც.

აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ბათუმში

 

ბათუმში, ევროპის მოედანზე რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ელეონორ კუზანოვის თქმით, „ხალხი აქ ცოტა იმიტომ არის, რომ ეშინიათ“. იმავე შინაარსის მოთხოვნით  აქციები დღეს თბილისშიც გაიმართა.

მუხრან ვახტანგაძე სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდება

 

დღეს, 2 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურში არქეოლოგიური აღმოჩენების მონახულების დროს საკადრო ცვლილებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუხრან ვახტანგაძე გახდება. 

სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის აუდიტორია ბათუმის უნივერსიტეტში

 

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ოსმალთაგან გათავისუფლების ბრძოლის წინამძღოლის სელიმ ხიმშიაშვილის ტრაგიკული აღსასრულიდან 200 წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეულით აღინიშნება. 21-ე აუდიტორიას კი სელიმ ხიმშიაშვილის სახელი მიენიჭა და საზეიმოდ გაიხსნა, დაწესდა სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის სტიპენდია, შედგა საიუბილეო წიგნებისა და ფოტოების გამოფენა  და ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.   

რატომ გვითვალთვალებს სახელმწიფო?

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივით ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა.  დისკუსიის თემა  იყო, მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალი და მიყურადება, როგორც პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა. დისკუსიის დაწყებამდე ნაჩვენები იყო გერმანელი რეჟისორის ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის 2006 წელს გადაღებული ფილმი,  “სხვების ცხოვრება”, რომელიც ასახავს 1984 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, გერმანიის საიდუმლო პოლიციის „შტაზის“ საქმიანობას.

651 ბავშვი სკოლის, 1800 კი – ბაღის გარეშე ბათუმში

 

წელს ბათუმში პირველ კლასში შესასვლელად 651 ის ბაღის აღსაზრდელი ემზადებოდა, ვისაც ექვსი წელი სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში უსრულდება. მაგრამ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს სკოლაში მხოლოდ ის ბავშვები შევლენ, რომლებსაც 14 სექტემბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი. გადაწყვეტილება ეხება იმათაც, ვინც სწავლის დაწყებიდან 5-10 დღეში გახდება ექვსი წლის. 

ხელვაჩაურში VI-XI საუკუნეების მარანი აღმოაჩინეს

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპნისთავში ხასან კახიძემ საკარმიდამო ნაკვეთში  მარანი 2 კვირის წინ აღმოაჩინა. 

ნატო ცინცაბაძის ლექციები ბათუმში კულტურულ მემკვიდრეობაზე

 

 7 და 8 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართება ორგანიზაცია „იკომოს საქართველოს“ გენერალური მდივნის, არქიტექტორ-რესტავრატორ ნატო ცინცაბაძის საჯარო ლექციები კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის, დაცვის და პრობლემების შესახებ. 

ბათუმის ”დინამომ” პირველი შეხვედრა 2-0 მოიგო

 

 

 კატანიაში მიმდინარე საპლაჟო ფეხბურთის ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, სადაც დღეს პირველი შეხვედრები მიმდინარეობს ბათუმის “დინამომ”, ბულგარეთის “ოდესუ” 2-0 დაამარცხა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯერსის ჯიშის 87 ძროხას შეისყიდის


მაღალპროდუქტიული სარძევე ჯიშის  87 ძროხის შესყიდვაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტენდერი 20 მაისს 478 500.00 ლარზე გამოაცხადა.

„სამწუხაროდ, მეც ონკოლოგიური პაციენტი ვარ“

სტატიაში არ არის მითითებული პაციენტის ვინაობა და არც

მის მიერ დასახელებული ექიმების ზუსტი ვინაობა.


 

დიდი ხანი ვფიქრობდი მომეწერა თუ არა. თუმცა ჩემი პრობლემა მხოლოდ პირადად ჩემი პრობლემა აღარ არის… ძალიან ბევრი ადამიანი ხდება იმ უსამართლობის და განუკითხაობის მსხვერპლი, რამაც მიმსხვერპლა მე, ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა. 

 

მინისტრის მოადგილე: „ირაკლი ბარამიძე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს“

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იოსებ აბულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ბარამიძეს პასუხობს.  მინისტრის მოადგილეს განცხადებით,  ირაკლი ბარამიძე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.    

16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინება სასამართლოს ნებართვით – სახალხო დამცველის საკანონმდებლო ინიციატივა

 

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში საჭიროა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება.


 

დასაქმების შესაძლებლობები და პრობლემები

 

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა დისკუსია მილევად და პოპულარულ პროფესიებზე. რომელ პროფესიაზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა დასაქმების სააგენტოში? -ამის შესახებ აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილე მარიამ ბეზარაშვილი ესაუბრა სტუდენტებს.

ენმ წევრი: „მოსახლეობას დეფეკაციური ტალახი 11-ჯერ ძვირად მიყიდეს“

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ბარამიძის განცხადებით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გლეხებს ე.წ დეფეკაციური ტალახი, (ერთგვარი სასუქი) თვითღირებულებასთან შედარებით 11-ჯერ გაძვირებულ ფასად მიყიდა.  ირაკლი ბარამიძის აზრით, აღნიშნული ტენდერი კორუფციის ნიშნებს შეიცავს, მისი აზრით, სახელმწიფომ  მოსახლეობას გადახდილი თანხები უკან უნდა დაუბრუნოს.  

როდის უნდა მიმართო სახელმწიფოს პენსიისთვის?

 

მოქალაქეებს – ეთერ და თამარ კიწმარიშვილებს  საპენსიო ასაკი, მიმდინარე წლის 1 ივნისს შეუსრულდათ. როგორც რესპონდენტები „ბათუმელებთან“ აცხადებენ, მათ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12 მაისს მიმართეს, თუმცა სააგენტოში უთხრეს, რომ ისინი პენსიას ერთი თვის დაგვიანებით მიიღებდნენ. 

სახალხო დამცველი პარლამენტს მარტოხელა მშობლის სტატუსის შეცვლას სთხოვს

 

 

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილი საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. წინადადება მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების შესწორებას ისახავს მიზნად.  

სანქციები საქსტატში ინფორმაციის წარუდგენლობისთვის

1 ივნისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” კანონში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] ინფორმაციით, ცვლილებების მომზადების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება სტატისტიკის იმ ნაწილში, რომლის ასახვაც შესაძლებელია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში. 

პირველი ივნისი ბათუმში და ერთი სევდიანი ამბავი

 

ბათუმში, 6 მაისის პარკში არანახულად ბევრი ბავში იმყოფებოდა დღეს, 6 საათის შემდეგ. ყველა ბავშვი ბედნიერი და მხიარული იყო. მათი მშობლები – ნაკლებად. ამ საყოველთაო მხიარულების ფონზე პარკში იმყოფებოდნენ სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიცლებოდა პარკი ბავშვებისგან. მხიარული და ბედნიერი ბავშვები პოლიეთილინის პარკებსა და ნაყინის ქაღალდებს შორის სეირნობდნენ, ყველა ძელსკამთან კი მზესუმზირის ნაფცქვნები ეყარა.

ბავშვთა დღე ბათუმში

 

დღეს, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშირისო დღეს, ბათუმის 6 მაისის პარკში ხალხმრავლობაა.  ბავშვებისთვის პარკში საბავშვო სპექტაკლი გაიმართა, დარიგდა უფასო ნაყინი,  რამდენიმე წუთში საბავშვო კონცერტი გაიმართება. 

“ინდიგოს” ქირურგიული სტომატოლოგიის სასწავლო პროგრამა ბათუმში სტომატოლოგებისთვის

 

სტომატოლოგიურმა კლინიკა “ინდიგომ” გააფართოვა სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამა “თერაპიული სტომატოლოგია” და სერთიფიცირებულ სტომატოლოგებს კვალიფიკაციის ამაღლებას პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულებით სთავაზობს.

როგორ იზეიმეს პირველი ივნისი ქედაში

 

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს, პირველ ივნისს ქედაში ბავშვებისათვის ღონისძიება გაიმართა. ქედის კულტურის ცენტრში ბავშვები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან სამარშუტო ტაქსებით ჩამოიყვანეს, სადაც ბაღის აღსაზრდელებმა, სახელოვნებო და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თანატოლებისთვის კონცერტი გამართეს.

მარტოხელა დედა დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს

 

დაბა შუახევში მცხოვრები მარტოხელა დედა ციური ხილაძე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ციური სოციალურად დაუცველია, საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია და მცირეწლოვან შვილს უფასო მუნიციპალური სასადილოდან გამოტანილი საკვებით კვებავს.

აჭარის არქივში დაცული დოკუმენტები ციფრულ ფორმატში

 

აჭარის საარქივო სამმართველო არქივში დაცული დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე მუშაობს. მომავალში აჭარის მთავრობა გეგმავს ვებგვერდის შექმნას, სადაც არქივში დაცულ დოკუმენტებს გამოაქვეყნებენ.

აჭარის სპორტის ისტორიაში პირველად ქვიშის ფეხბურთის გუნდი ევროთასზე იასპარეზებს

 

 

  2-7 ივნისს იტალიაში, ქალაქ კატანიის საპლაჟო ფეხბურთის ცენტრალურ არენაზე ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება – Euro Winners Cup 2015 გაიმართება.

შს სამინისტრო პულოვერებს შეისყიდის

 

შს სამინისტრო, 30 მაისს გამოაცხადებული ტენდერის მიხედვით, 169 600 ღირებულების პულოვერების შეძენას გეგმავს. ტენდერში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შეტანა 22 ივნისის 13:00 საათამდე შეიძლება.

რა იქნება დღეს, 1 ივნისს ბავშვებისთვის უფასო

 

რა შეიძლება ნახო ბავშვებმა  დღეს, 1 ივნისს, ბათუმში, ბავშვთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს. ბათუმის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საინფორმაციო კოლაჟის თანახმად დღეს გაიცემა „5000 ნაყინი და უამრავი სათამაშო საჩუქრად“.

400-ზე მეტი მიუსაფარი ბავშვი ქუჩაში – რას და როგორ აკეთებს სახელმწიფო

 

თუ ქუჩაში უმეთვალყუროდ მყოფი ბავშვი შენიშნეთ, რომელიც მოწყალებას ითხოვს და სკოლის დროს დიდხანს ატარებს ქუჩაში, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე: 1505. საქართველოს ორ ქალაქში – თბილისსა და ქუთაისში მუშაობს მობილური ჯგუფი, რომელიც მსგავსი შემთხვევების დროს ადგილზე გადის. ბათუმში ასეთი ჯგუფი ჯერ არ არის, თუმცა აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებს უყურადღებოდ არ დატოვებენ. ქუჩაში მყოფი ბავშვების დასახმარებლად სახელმწიფო მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას ახორციელებს. ამ პროგრამით თბილისში 400 ბავშვი სარგებლობს, ქუთაისში – 20. დაახლოებით ამდენივე ბავშვი საჭიროებს სახელმწიფოსგან დახმარებას ბათუმშიც. სახელმწიფო მიუსაფარ ბავშვთა კატეგორიაში განიხილავს იმ ბავშვებს, რომლებიც დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებენ, არ დადიან სკოლაში, ან არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. 

მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე გზააბნეული უცხოელები იპოვეს

 

დღეს, პირველ ივნისს, გამთენიისას გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ ცენტრში, 112-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ხუთი უცხოელი დახმარებას ითხოვდა. დაკარგულებს შორის იყო სამი ქალი და ორი მამაკაცი. ისინი ინდოეთის მოქალაქეები არიან. უცხოელებს გზა ხულოში, კონკრეტულად კი გოდერძის უღელტეხილზე აებნათ.

სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებებსა და ძალადობაზე

 

სახალხო დამცველისა და მისი აპარატის  მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები საქართველოში ჯერ კიდევ არასათანადოდ ხორციელდება-წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგიძლიათ თუ არა შშმ პირის დასაქმება?

 

რა გჭირდებათ იმისთვის,  რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დაასაქმოთ? – ეს კითხვა გასულ კვირას „ბათუმელებმა“ რამდენიმე კერძო კომპანიის წარმომადგენელს დაუსვა. უმეტესობისთვის კითხვა მოულოდნელი იყო და პასუხიც გაურკვეველი აღმოჩნდა, ზოგიერთმა პასუხის გასაცემად ვადა ითხოვა, მათ შორის რამდენიმე მზადაა ეს საკითხი მომავალში განიხილოს. შშმ პირების ინფორმაციით კი საკითხი დღის წესრიგში გაცილებით უფრო რთულად დგას.  

ქუჩის მუსიკის ფესტივალი ბათუმში [ფოტო და ვიდეო]

 

31 მაისს ბათუმში ქუჩის მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს. ქალაქში 5 სცენაა: ბათუმის ბულვარში, ცენტრალურ შესასვლელში; პიაცაზე; ევროპის მოედანზე; მ. აბაშიძის გამზირზე კინოთეატრ „აპოლოსთან“ და საჯარო ბიბლიოთეკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე – ვაჟა-ფშაველასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.  ფესტივალი დღეს, გვიან საღამომდე გაგრძელდება. 

 

ბათუმის უნივერსიტეტის თეატრალური დასი პარიზში

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა პარიზში ფრანგულ-ქართული კულტურის დღეების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

როდის შეაკეთებენ სოფელში გზას

 

აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები მოსახლეობა შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგებას ითხოვს. სასოფლო თუ საუბნო გზები აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხება, შესაბამისად მისი გამართვა დეპარტამენტის პრეროგატივაა. საგზაო დეპარტამენტში მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობის უკმაყოფილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, მათი თქმით, საგზაო დეპარტამენტი ბალანსზე არსებული გზების შეკეთებას დროულად ახორციელებს. 

Exit mobile version