სიახლეები

სახალხო დამცველი პარლამენტს მარტოხელა მშობლის სტატუსის შეცვლას სთხოვს

02.06.2015
სახალხო დამცველი პარლამენტს მარტოხელა მშობლის სტატუსის შეცვლას სთხოვს

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრისათვის გაწეულ სამუშაოს, რაც მისი მოსაზრებით საგრძნობლად გააუმჯობესებს მარტოხელა მშობლის და მისი შვილის/შვილების მდგომარეობას. თუმცა მისი შეფასებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სტატუსის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ ეხმიანება მარტოხელა მშობლისა და მისი შვილის   ინტერესებს.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამჟამინდელი რედაქციით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების ერთ–ერთი საფუძველია პირის ქორწინებაში შესვლა, რაც ავტომატურად არ გულისხმობს ბავშვის მიმართ მამინაცვლის ან დედინაცვლის მოვალეობების წარმოშობას. საქართველოს სახალხო დამცველის წინადადების მიხედვით, აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი საჭიროა მოდიფიცირდეს იმგვარად, რომ სტატუსის გაუქმების საფუძველი არა მშობლის ქორწინება არამედ ბავშვის სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წარმოშობის შემთხვევა იქნება.


საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, მისი  წარდგენილი წინადადების შესრულება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფისაკენ.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.