სიახლეები

პირველი ივნისი ბათუმში და ერთი სევდიანი ამბავი

01.06.2015 • 1824
პირველი ივნისი ბათუმში და ერთი სევდიანი ამბავი

 

1 ივნისი
1 ივნისი

6 მაისის პარკის შესასვლელში ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებმა აჩვენეს სპექტაკლი – „თოვლის დედოფალი“.

 

 

მარი თოიძე და ანა კობახიძე: „დღეს ძალიან საინტერესო კონცერტი იყო, საინტერესი სიმღერებით… იყო ის, რასაც მე ვუსმენ. ძალიან მომეწონა ჯგუფი „კალისო“ – როკს უკრავდნენ. იყო ატრაქციონები, რომელზეც გაერთობოდნენ უფრო პატარები. ასევე იყო გამოფენები, სადაც იყიდებოდა ბავშვების ნახატები. გაჭირვებული ბავშვებისთვის უნდა გადარიცხულიყო თანხა. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ასეთ ბავშვებზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ“.

 

ნანა ოთიაშვილი, ნინო შაინიძე: „მე აქ იმისთვის გამოვედი, რომ ადამიანების ქცევებს, შეხედულებს მინდა დავაკვირდე. ყველაფერს ჩემს პატარა რვეულში ვინიშნავ. ზოგს მოსწონს დღევანდელი დღის ორგანიზება, ზოგს – არ მოსწონს. მე ვაკვირდები ადამიანებს და ვინიშნავ ამას. 14 წლის ვარ, სამსახიობო კურსებზე ვსწავლობ, ამიტომ მინდა შევისწავლო თითოეული ადამიანის ქცევა, ეს ჩემი წარმატებისთვის მჭირდება. ძალიან ბევრი ბენდი ვნახეთ, რომლებიც ძალიან მაგრად უკრავენ. წელს ნიჭიერში ვიღებ მონაწილეობას და მჭირდება ხალხის ფსიქოლოგიის შესწავლა.“

 

სოფო ლორთქიფანიძე, თამუნა ბერიძე, ნატა გოგიტიძე, მარი მოისწრაფიშვილი, ცოტნე იაშვილი,  ანა იაშვილი: „ბავშვი დაიკარგა და დავეხმარეთ მამას მის მოძებნაში. 7 წლის ბავშვი იყო, ვიპოვეთ და დაცვას ჩავაბარეთ, სახლში წაიყვანა. ამიტომ ცოტა დაღლილები ვართ.

 

მოგვწონს დღეს აქ რაც ხდება – ატრაქციონებია უფასოდ, ნაყინებიც. ბევრი ხალხია და ცოტა დისკომფორტს ქმნის. ცნობილი ბენდები რომ ყოფილიყვნენ, ძალიან კარგი იქნებოდა. ისე კარგად გავერთეთ – ზოოპარკი ბავშვებისთვის უფასო იყო.

 

კიდევ ის, რომ საშინლად არ მოგვწონს აქაურობა რომ დააბინძურეს. მოწოდება რომ იყოს დასუფთავების, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, ალბათ ვინმე ორგანიზატორი უნდა გამოჩნდეს და ჩავერთვებით. კარგი იქნება თუ ამას მიკროფნში გამოაცხადებენ“.

 

ნინი გადილია: „პარიკი ვიყიდე დღეს – 8 ლარი ღირდა.  საერთოდაც, დღეს ყველაფერი მომწონს, კონცერტია და თან ყველაფერი უფასოა. მე ატრაქციონებზე არ ვყოფილვარ, არც უფასო ნაყინი მიმიღია, მაგრამ მაინც მომწონს“.

 

პროექტ „ახალგაზრდული საკრებულოების ბათუმის ახალგაზრდული საკრებულოს“ მენეჯერი რევაზ ჟორჟიკაშვილი: „დაგეგმილი აქცია საქველმოქმედოა. ვეხმარებით პატარა ბარბარეს, რომელსაც 300 ლარი სჭირდება. ბათუმის 30 სკოლის მოსწავლეების ნახატები და ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. შემოსულია თანხა ზუსტად იმდენია, რამდენიც ოჯახს სჭირდებოდა – 300 ლარს გადავახტით ცოტათი.

 

რაც შეეხება აქაურობის დასუფთავება, რა თქმა უნდა, უნდა დავასუფთავოთ. ისედაც თვითშეგნება უნდა გვქონდეს, რომ როდესაც ამდენი ურნაა, ამდენი ნაგავი ძირში არ დაყარონ. ამას თუ მაინც გავაკეთებთ, კეთილი ვინებოთ და დასუფთავებაში მოვიღოთ მონაწილეობა“. 

 

ბათუმში მხატვრები დღეს ბავშვებს სახეებს უხატავდნენ. ეს სერვისი 3 ლარი ღირდა, მაგრამ მხატვრებთან ცოცხალი რიგი არ წყდებოდა.


პარკის გამოსასვლელში ძელსკამზე ჩამომსხდარ სანდასუფთავების თანამშრომლებს ფოტოს გადაღება არ სურთ. კომენტარის გაკეთების დროს კი ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ზედმეტ სამუშაოს ისე ასრულებენ, არც ერთ დამატებით თეთრს არ უნაზღაურებენ. „აქ რამდენმა მითხრა, რომ ვითომ ვეცოდებით, ამხელა ტერიტორია როგორ უნდა მოხვეტოთო, სინამდვილეში კი იქვე ნაგავს ყრიან. ეს არის ევროპა ან ესაა ევროპული ქცევა?!“ – ეს სიტყვები სანდასუფთავების თანამშრომლებს შორის ყველაზე ხანდაზმულ ქალს ეკუთვნის.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: