ნეტგაზეთი • RU

რა იქნება დღეს, 1 ივნისს ბავშვებისთვის უფასო

 

რა შეიძლება ნახო ბავშვებმა  დღეს, 1 ივნისს, ბათუმში, ბავშვთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს. ბათუმის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საინფორმაციო კოლაჟის თანახმად დღეს გაიცემა „5000 ნაყინი და უამრავი სათამაშო საჩუქრად“.

 

პოსტერი ბათუმის მერიის ვებგვერდიდან
პოსტერი ბათუმის მერიის ვებგვერდიდან

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საჩუქრები გაიცემა დღევანდელი დღის დასკვნით კონცერტის დაწყების წინ – 18:00 საათიდან, რომელიც გაიმართება 6 მაისის პარკში. როგორც მერიის ვებგვერდზე განთავსებული მხიარული საინფორმაციო კოლაჟი იტყობინება, თავად კონცერტი იწყება 19:30 საათზე. კონცერტი დასრულდება ფოიერვერკით.

 

ასევე 17:00 საათიდან მემედ აბაშიძის ქუჩაზე დაიწყება კოსტუმირებული მსვლელობა.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.