ოლიმპიური ცეცხლი მაღალმთიან აჭარაში

 

დღეს, 28 მაისს, ოლიმპიური ცეცხლი აჭარის მაღალმთიანეთში შეიტანეს. ოლიმპიური ცეცხლის დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა ქედის ცენტრში, სადაც ოლიმპიური ცეცხლი ექვსმა მეჩირაღდნემ და რვა ჩირაღდნის მცველმა მიიტანა. ქედიდან ოლიმპიური ცეცხლი შუახევში გადაიტანეს.  ოლიმპიური ცეხლის დახვედრის ცერემონიალი გაიმართება დღესვე ხულოშიც.

პარლამენტის წარმომადგენელი: ფარული თვალთვალი კონსტიტუციურია

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მსჯელობს იმაზე, მიიღოს თუ არა განსახილველად სარჩელი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეები იმ კანონის გაუქმებას მოითხოვენ, რის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უფლება ნებისმიერ ადამიანს მოუსმინოს, მაგალითად, ტელეფონზე.  მოსარჩეელები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არწმუნებდნენ მოსამართლეებს, თუ რატომ უნდა მიიღონ ეს საქმე განსახილველად. 

თვითმმართველობის არჩევნები უნივერსიტეტში [ვიდეო]

 

ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის  არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურა დღეს დაიწყო და 3 ივნიდამდე გაგრძელდება.  ამ პერიოდში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები თვითმართველობის 94 წევრს აირჩევენ, ეს 94 სტუდენტი  კი თავმჯდომარეს აირჩევს. 

 როგორია თვითმართველობის  როლი და ფუნქცია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რა უნდა შეიცვალოს დაფინანსების წესში და როგორ უნდა ჩაერთოს სტუდენტები უნივერსიტეტის მართვაში?- “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით ამ თემაზე გადაცემაში არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა რამინ მაჭარაშვლმა და გიორგი ბაგრატიონმა ისაუბრეს. ვინ თქვა უარი დისკუსიაში მონაწილეობაზე და რა არგუმენტით, ნახეთ გადაცემის ჩანაწერი:

კონკურსი ბათუმის ეზოს ამბებში მონაწილეობის მისაღებად

 

სახელოვნებო პროექტი “ბათუმის ეზოს ამბები” კონკურსს აცხადებს და 2015 წლის ამბების შესაქმნელად არტისტებს იწვევს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შემოქმედებითი ბიოგრაფია და ბოლო 3 წლის განმავლობაში შექმნილი ან განუხორციელებელი პროექტები უნდა გააგზავნონ საკონკურსოდ. 

 

მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მედიაში მომუშავე არტისტს შეუძლია.

 

 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა

 

უჩა ნანუაშვილი კანონის ამ ნორმას ჯერ კიდევ მაშინ ასაჩივრებდა, ვიდრე ის სახალხო დამცველი გახდებოდა,  მასთან ერთად საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქე მიხეილ შარაშიძე  უჩიოდა.  საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პარლამენტი  ვალდებულია, უზრუნველყოს ამომრჩეველთა თანაბარი მონაწილეობა საარჩევნო კოდექსით ისე, რომ დაცული იყოს ხმათა თანაბრობის პრინციპი და კონკრეტულმა კანონმა არ უგულვებელყოს ამომრჩეველთა გავლენა საარჩევნო პროცესზე. 

 

 

 

იყავი თანამედროვე, აირჩიე ჯანმრთელობა – მოსწავლეთა კონფერენცია

 

28 მაისს, 14 საათზე სასტუმრო „ჩაოში“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აწყობს კონფერენციას სკოლის მოსწავლეთათვის – “იყავი თანამედროვე, აირჩიე ჯანმრთელობა“.

ადამიანებისთვის თვალთვალის სტატისტიკა

 

 

შარშან სასამართლომ 1637-ჯერ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მიენიჭებინათ ადამიანებისთვის თვალთვალის უფლება, ბოლო 16 თვის განმავლობაში კი იგივე უფლება მთლიანობაში 3228-ჯერ გაიცა. უცნობია ამ ნებართვების საფუძველზე კონკრეტულად რამდენ ადამიანს უთვალთვალებდნენ. შს სამინისტროს შეუძლია აკონტროლოს ნებისმიერი მოქალაქის სატელეფონო საუბარი. კანონით, შს სამინისტროს ასევე აქვს წვდომა ელექტრონული ფოსტითა თუ სოციალური ქსელით გაგზავნილ ინფორმაციაზე. სწორედ ამ კანონის გაუქმებას ითხოვენ მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც დღეს, 28 მაისს იმსჯელებს, მიიღოს თუ არა სარჩელი განსახილველად.

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაზე მახინჯაურსა და ხელვაჩაურში

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს, 28 მაისს, დილის 11 საათიდან საღამოს 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1805 აბონენტს დაბა მახინჯაურსა და მიმდებარე სოფლებში. კომპანიის ინფორმაციით დენის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ამავე მიზეზით შეეზღუდება დენის მიწოდება ხვალ, 29 მაისს 11:00–დან 18:00 საათამდე 541 აბონენტს ხელვაჩაურში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ახალი ემბლემა აქვს

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით სამინისტროს ახალი ემბლემა დამტკიცდა. მინისტრის ბრძანება დღეიდან, 2015 წლის 27 მაისიდან შევიდა ძალაში. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემა 2009 წელს, მაშინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაამტკიცა. ეს ემბლემა კი შეიცვალა 2014 წელს მინისტრ სოზარ სუბარის ბრძანებით.

 

30 მაისს ბათუმში წყვილთა რბოლა გაიმართება

 

 

  30 მაისს ბათუმში, გმირთა ხეივანსა და ბაგრატიონის ქუჩის კვეთაში, გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიამართება აჭარის ღია პირველობა წყვილთა რბოლაში 1100 მეტრზე. შეჯიბრება ჩატარდება სამ კლასში – წინა წამყვან თვლებს, უკანა წამყვან თვლებსა და კვადროში, ასევე დამატებით მეოთხე – აბსოლუტურ კლასში.

რატომ არის სახიფათო სახლი, რომელშიც ცხოვრობთ

 

ქალაქში არსებული მრავალბინიანი სახლების დიდი ნაწილი ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა. კანონი, რომელიც მშენებელს უსაფრთხოების ნორმების დაცვას ავალდებულებდა, 2009 წელს გაუქმდა და დღემდე უსაფრთხოების საკითხები მხოლოდ მშენებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. რამდენად უსაფრთხოა სახლები სახანძრო და სხვა აუცილებელი ნორმების თვალსაზრისით – ამას სახელმწიფო არ აკონტროლებს.

ქუჩის მუსიკის ფესტივალი ბათუმში

 

31 მაისს ბათუმში   ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება, პროექტის –  „იგრძენი ბათუმის გულისცემა“  ფარგლებში.  

როგორ ცხოვრობენ ქობულეთელი ბოშები [ვიდეო]

 

როგორია ქობულეთში მცხოვრები ბოშების ყოფა? სად იღებენ მათი შვილები განათლებას და რა ტრადიციები შემორჩათ? არიან თუ არა დასაქმებულნი?  რეპორტაჟი მომზადებულია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის – “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” – ფარგლებში.

 

ბათუმში „ჯეოსელის“ განახლებული ოფისი გაიხსნა

 

დღეს ბათუმში კომპანია „ჯეოსელმა“ განახლებული ოფისი გახსნა, იმავე მისამართზე. როგორც კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, აქ მომხმარებელს დღეიდან დახვდებიან უფრო კომპეტენტური ოპერატორები, ვიდრე დღემდე. სიახლეა  ისიც, რომ თუ მომხმარებელს სურს, მაგალითად, შეუძლია „ადგილზე გამოსცადოს  ახალი მობილური ტელეფონები, შეარჩიოს აქსესუარები და დეტალურად გაეცნოს ხელსაყრელ შეთავაზებებს“.

ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ბიუსტი დაიდგმება

 

ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ბიუსტი მისივე სახელობის ქუჩაზე დაიდგმება. მოსამზადებელი სამუშაოები სელიმ ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩის კვეთაში არსებულ სკვერში  უკვე დაიწყო. 

ქალების ბრძოლა ჭადრაკში – ჩაქვი, ევროპის ჩემპიონატი

 

 

  სანამ დღის სამი საათი შესრულდება, სასტუმროს ფოიეში ევროპის 98 მოჭადრაკე ქალი რეგისტრაციას გადის. აქ არიან მოჭადრაკეები, პოლონეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, უნგრეთიდანსულ 19 ქვეყნიდან. ზოგი ფოიეში ელოდება თამაშის დაწყებას და ერთმანეთს პარტიების შედეგებზე ესაუბრებიან, ზოგიერთი პირდაპირ ოთახში შედის და საჭადრაკო მაგიდასთან ჯდება. ოთახში ყრუდ აღწევს სასტუმროს ირგვლივ მიმდინარე მშენებლობების ხმა. საჭადრაკო დაფის, კალმის, ფურცლისა და საათის გარდა ზოგ მაგიდაზე წყალი, წვენი და შოკოლადი დევს. მოჭადრაკეებს წინ ხანგრძლივი დრო აქვთ. მათ ენერგია სჭირდებათ, რადგან თამაში შეიძლება ხუთ საათს გაგრძელდეს. მოჭადრაკე ქალები მაგიდებთან ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძვიან

ადგილი სქესის მიხედვით ავტობუსში

 

კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ ვებგვერდზე ბათუმი-თბილისისა და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის შეძენისას ვებგვერდზე სისტემა გაჩვენებთ, რამდენი მამაკაცი და ქალია სალონში. აქვე მითითებულია, რომ ადგილის არჩევისას სქესი უნდა გაითვალისწინოთ: „აღნიშნული ადგილი გათვალისწინებულია მხოლოდ ქალბატონებისთვის“ – მითითებულია იმ თავისუფალ ადგილზე, სადაც ქალი ზის,  ხოლო იმ ადგილის გვერდით, რომლის ბილეთი უკვე კაცს აქვს შეძენილი, ვკითხულობთ: „ადგილი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის“.  

ველოსიპედისტების მსვლელობა ბათუმში – 29 მაისი

 

29 მაისს, პარასკევს, ბათუმს ქუჩებში ველოსიპედისტების მსვლელობა გაიმართება. 

ბრალდებული პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

 

პატიმარი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ასამართლებენ, ამბობს, რომ დაკავებისას ის პოლიციელებმა სცემეს.  

პოლიციამ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კობა ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე დააკავეს.

სამინისტრომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეესტრის ფორმა დაამტკიცა

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის ფორმა დაამტკიცა. მინისტრ გიგლა აგულაშვილის შესაბამისი ბრძანება ძალაში გუშინ, 25 მაისს შევიდა.

ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია

 

დღეს, 26 მაისს, ათენიდან პირველად საქართველოში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოიტანეს. ოლიმპიური თამაშების სიმბოლო, ამჯერად ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, რომელიც წელს თბილისში გაიმართება. ცეცხლი პირველად ბათუმში, „თბილისი 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალეკო ახვლედიანმა შემოიტანა და ოლიმიურ ჩემპიონთან, ლერი ხაბელოვთან ერთად აანთო.  

ოლიმპიურ ცეცხლს საქართველოში სულ 700 მეჩირაღდნე შემოატარებს. 

ახალი გალერეა ბათუმში

 

დღეს, 26 მაისს ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გვერდით ახალი გალერეა გაიხსნა. გალერეა წელიწადნახევრის განმავლობაში შენდებოდა. მის მშენებლობაზე  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

25 ავსტრიელი მხატვრის გამოფენა ბათუმში

 

დღეს, 26 მაისს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში 25 ავსტრიელი მხატვრის 50-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი გამოიფინა. ავსტრიელი მხატვრები პირველად არიან საქართველოში და  მათი ნამუშევრების გამოფენაც პირველია. 

ჭადრაკი: მეშვიდე ტურის შედეგებით ნინო ბაციაშვილი ლიდერობს

 

 

  ჩაქვში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შედეგებით პირველ ადგილზე 6.5 ქულით ბათუმელი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილია იმყოფება. მან 25 მაისს, მეშვიდე ტურში 2013 წლის ევროპის ჩემპიონი უნგრელი ჰოანგ თხან თრანგი (2472) დაამარცხა. 

„ქართულ-აფხაზური საგას“ ღონისძიებაზე არჩილ ხაბაძე და ვახტანგ ყოლბაია არ მივიდნენ

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია „ქართულ-აფხაზური საგას“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ მივიდნენ. შეხვედრას მხოლოდ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, მსახიობი დიმა ჯაიანი  ესწრებოდა.  

როგორ აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე ქედაში

 

საზეიმო ღონისძიებები ქედაში დილიდან სპორტული შეჯიბრებებით დაიწყო. ქედის სასპორტო სკოლისა და რესურსცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდებს შორის მარათონი გაიმართა რბოლაში, რბოლის შემდეგ შეჯიბრმა სასპორტო სკოლის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც ქედელი ახალგაზრდები ერთმანეთს ბირთვის კვრაში შეეჯიბრნენ. 

ხულოში სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცეს

 

ხულოს მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარი მონაცემებით გამტაცებელი ფსიქიკური პრობლემების მქონე პირია.   



არაორგანიზებული 26 მაისი

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ბათუმში საკმაოდ არაორგანიზებულად მიმდინარეობს. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიება, რომელიც 11:00 საათზე 6 მაისის პარკში უნდა ყოფილიყო, არ შედგა. ღონისძიება „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელს, საპატიო ბათუმელს, ნათელა დუმბაძეს უნდა გაეხსნა, შემდეგ კი მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია უნდა გამოსულიყვნენ. 

 

აჭარის მთავრობის წარმომადგენლები პირველად 12:00 საათზე გმირთა მოედანზე გამოჩნდნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ცერემონიალზე ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და მინისტრები იმყოფებოდნენ. 

 

12 საათზე დაგეგმილი იყო ზღვის სანაპიროზე ფრანების გაშვება, რაც ასევე არ შედგა. მთავრობაში განაცხადეს, რომ ღონისძიება ერთი საათით გადაიდო.  მთავრობის წარმომადგენლებმა  „ეშმაკის ბორბალის“ გვერდით, სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე გადაინაცვლეს. 

 

ამ წუთებში კი 6 მაისის პარკში საბავშვო კონცერტი მიმდინარეობს, რომელიც 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. პროგრამის მიხედვით, ამ დროისთვის პარკში დაგეგმილია  კულტურის საგანმანათლებლო სასწავლებლის მოსწავლეების მხატვრულ-ისტორიული კომპოზიცია – „ჩვენ დავბრუნდებით“.

26 მაისს გაზეთი ბათუმელები 14 წლის გახდა

 

2015 წლის 26 მაისს გაზეთი “ბათუმელები” 14 წლის გახდა. გაზეთის პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს გამოვიდა 800-იანი ტირაჟით. რედაქცია ნაქირავებ, 12 კვ მეტრ ოთახში იყო განთავსებული და მხოლოდ ტელეფონი და ერთი კომპიუტერი ჰქონდა, სადაც ჟურნალისტები რიგრიგობით ბეჭდავდნენ  ტექსტს. თავდაპირველად გაზეთში 8 ადამიანი მუშაობდა, ამ დროისათვის კი შპს გაზეთ „ბათუმელებში“ ბათუმისა და თბილისის რედაქციებში, სადისტრიბუციო და სარეკლამო სამსახურებში 60-მდე ადამიანი მუშაობს. კომპანიას აქვს საკუთარი რედაქცია ბათუმსა და თბილისში. 

მოსწავლე: მასწავლებლებს აქვთ ჰომოფობიური, ქსენოფობიური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება

 

 

„ეს არის ღირებულებების გაკვეთილი და ამას ვერ დაიზეპირებ”; „როცა მასწავლებელი აძლევს ბიჭს შენიშვნას – ქალი ხომ არ ხარ, რამდენს ლაპარაკობ, ეს ჩემთვის შეუარცხყოფაა”; „ვფიქრობ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მარტო კანონები  და დებულებები არ უნდა ასწავლოს”; „ზოგადი ფონია,  მასწავლებლებს აქვთ დამოკიდებულება ჰომოფობიური,  ქსენოფობიური და დისკრიმინაციული. ყველას აქვს აზრი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ვფიქრობ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, რომელმაც სხვას უნდა ასწავლოს  ღირებულებები, მსგავსი დამოკიდებულება, უბრალოდ, არ ეპატიება… ” – ეს არის კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლის, თამთა კახაბერიძის ციტატები გადაცემიდან,  რაში არ ეთანხმება მოსწავლეს ბათუმის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა ბორჩხიძე, რომელიც სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

 

ნახეთ გადაცემის ჩანაწერი.

 

როგორ ასწავლიან სკოლაში სამოქალაქო განათლებას – ამ თემაზე დისკუსია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებითა და ნედის  [NED] მხარდაჭერით მომზადდა. 

26 მაისი ბათუმში

 

დღეს 26 მაისია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე. ამ წუთებში ბათუმში 6 მაისი პარკში კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს. 

 

12 :00 საათიდან ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროს მხარეს, ცაში გაეშვება სხვადასხვა სახის მოხატული ფრანი და 40-80 კვ. მეტრის მოცულობის საქართველოსა და ლიტვის დროშები. სანახაობა 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება.

 

15:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება ავსტრიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 23 ავსტრიელი მხატვრის 50 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული და სხვა ნამუშევრები. ასევე, გამოიფინება პლენერის ფარგლებში შექმნილი სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. პლენერი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაციის“ ფარლგებში განხორციელდა. 

 

სადღესასწაულო ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ოლიმპიურ ცეცხლს ბათუმში ალეკო ახლედიანი და ლერი ხაბელოვი აანთებენ

 

 

  20:00 საათზე ბათუმში ოლიმპიურ ცეცხლს სპეც-თვითმფრინავით ჩამოიტანენ. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ბათუმის აეროპორტში გაიმართება. თვითმფრინავიდან ოლიმპიურ ცეცხლს “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანი ჩამოიტანს და ოლიმიურ ჩემპიონთან ლერი ხაბელოვთან ერთად აანთებს პირველ ჩირაღდანს. 

26 მაისს ოლიმპიური ცეცხლი ბათუმში შემოვა

 

დღეს, 26 მაისს აჭარაში ოლიმპიური ცეცხლი შემოვა ათენიდან. ოლიმპიური თამაშების სიმბოლოს შემოტანა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, რომელიც წელს თბილისში გაიმართება. 

 


 

google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 

ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემის – google-ს მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე გაჩნდა წარწერა – „საქართველოs დამოუკიდებლობის დღე 2015“. 

Exit mobile version