ახალი უფლება ბიზნესს – ძველი ტენდერების ფასი გადაიხედება

 

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს უფლება მიეცათ, მიმართონ შემსყიდველ სახელმწიფო ორგანიზაციებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გაზრდა, ანუ თანხის დამატება მოითხოვონ. ასეთი მიდგომა კომპანიებისთვის ხელსაყრელია, მაგრამ რა შემთხვევაში შეუძლიათ მათ მიმართონ შემსყიდველებს და როგორ აისახება ეს ბიუჯეტზე? – „ბათუმელები“ საკითხის გარკვევას, ძირითადად, ბათუმის მერიის ტენდერების მაგალითზე შეეცადა. 

სიახლე აჭარის ქონების განკარგვაზე

 

აჭარის მთავრობას გარკვეული ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის უფლება ექნება. შესაბამისი კანონპროექტის განხილვა აჭარის უმაღლეს საბჭოში 25 მაისს დაიწყო. კანონპროექტის ავტორი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა. ცვილებებით შესაძლებელი გახდება ასევე დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობების აუქციონზე გატანაც, მიწის გარეშე. 

ავიარეისი კიევი-ბათუმი კვირაში სამჯერ შესრულდება

 

ტურისტული კომპანია Georgian International-ი უკრანულ ავიაკომპანია „დარტთან“ თანამშრომლობით ბათუმის მიმართულებით 31 მაისიდან ფრენებს იწყებს. რეისები კიევის ჯულიანის სახელობის აეროპორტიდან შესრულდება.

PR მენეჯერის ვაკანსია თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

 

თანამედროვე ხელოვნების სივრცე აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის თანამდებობაზე.

Pink Floyd-ის საღამო ხელოვნების უნივერსიტეტში [ფოტო]

 

30 მაისს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, Pink Floyd-ის საღამო მოეწყო.

უკრაინელი მოჭადრაკე ჩაქვში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

 

30 მაისს ჩაქვში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. ჩემპიონატში 19 ქვეყნის 98 მოჭადრაკე ასპარეზობდა, ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით, 11 ტურად გაიმართა. 

მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში

 

რა გავლენას ახდენს მუსიკა ახალგაზრდებზე, არსებობს თუ არა მუსიკა რომელსაც შეუძლია ზიანის მიყენება ბავშვისთვის? რომელი ასაკიდან უნდა მოუსმინონ მოზარდებმა როკს, ჯაზს და რატომ უნდა ვუსმინოთ ფოლკლორს. რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ მშობლემა პატარებისთვის მუსიკა… როგორია ახალგაზრდების გემოვნება და მშობლების როლი? 

ნახეთ გადაცემის ჩანაწერი, რომელიც თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეებმა მოამზადეს. 

ერთი დღე მთაში [ფოტო]

 

ფოტოები გადაღებულია ხულოს მუნიციპალტეტში, ღორჯომის თემში, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სიუჟეტზე, „ქალი საქართველოში – ტრადიცია და თანამედროვეობა”, მუშაობისას.  

ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ხელბურთში



  დღეს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში „ოთარ ფაღავას“ ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დაიწყო ხელბურთში. 

ხუცუბანში წყალსადენ სისტემას აკეთებენ

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდიანრეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობები და ცენტრალური მაგისტრალი, ასევე მოხდება არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს ვებგვერდი ავრცელებს. 

 

ბათუმის ”დინამომ” ფანკლუბს ეთამაშა

 

 

  ბათუმის ფეხბურთის კლუბმა „დინამომ“ და მისმა ფანკლუბმა „პირატებმა“ 29 მაისს, სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ამხანაგური შეხვედრა გამართეს. „დინამომ“ გულშემატკივრები 6:2 დაამარცხა.

ორმოები ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე

 

2015 წელს ბათუმის ბიუჯეტში გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობისათვის 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ამ თანხიდან ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მხოლოდ ერთი მონაკვეთი (ჭავჭავაძის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე) კეთილმოეწყობა – ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ ამისათვის 407 ათას 300 ლარი დაიხარჯება. მერიაში აცხადებენ, რომ ჭაობის უბანში ჯერ-ჯერობით გზის მოასფალტების სამუშაოები დაგეგმილი არ არის, ვინაიდან ქუჩები უნდა გადაითხაროს და საკანალიზაციო სისტემა შეიცვალოს, რის შემდეგაც მოხდება მოასფალტება.  

ბათუმი-სარფის გზის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობა დაიწყო

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს აზიის განვითარების ბანკს, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის დეტალური პროექტისა და ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Feasibility Study) დაფინანსებასთან დაკავშირებით.

როგორ მუშაობენ ტრენერი მასწავლებლები

 

ბათუმის მასწავლებელთა სახლში კონკურსის წესით შერჩეული 58 ტრენერი ხუთი თვეა ტრენინგებს აღარ ატარებს. იმის გამო, რომ თბილისის მასწავლებელთა სახლმა 2015 წლიდან ტრენინგები შეაჩერა, მასწავლებლების გრძელვადიან გადამზადებაზე უარის თქმა ბათუმის მასწავლებელთა სახლსაც მოუწია. დიდი მოდულების ალტერნატივად აჭარის განათლების ფონდი პედაგოგებს სამუშაო შეხვედრებს სთავაზობს.  

რა უნდა ვიცოდეთ კბილების გათეთრების შესახებ

 

სტომატოლოგების თქმით, კბილის ემალის ფერი გენეტიკური ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ საკვებზე, რასაც ადამიანი ყოველდღიურად იღებს. მათთვის, ვისაც თავიანთი კბილების ფერი არ მოსწონს, არსებობს სხვადასხვა გზა კბილების რამდენიმე ტონით გასაღიავებლად. ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ, თუ რა მითები არსებობს კბილების გათეთრებასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტურია ხალხური მეთოდები და რა გზები არსებობს სტომატოლოგიაში თეთრი კბილებისა და ჯანსაღი ღიმილის მისაღწევად.  

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს აფრთხილებს

 

სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს ბიზნესოპერატორებს, რომ 2015 წლის 1 ივნისს აღიარებაზე განაცხადების მიღების ვადა იწურება. აღიარებას ექვემდებარება ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან. აღიარებისთვის ბიზნესოპერატორმა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. 

ბათუმში თამარის დასახლებას ელექტროენერგია 1 ივნისს შეზღუდვებით მიეწოდება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 1 ივნისს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ბათუმში, თამარის დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის მონაცემებით შეზღუდვები ბათუმის თამარის დასახლებაში [ბნქ] 3766 აბონენტს შეეხება. დენის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

სად გადის ზღვარი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მოქალაქეთა პირადი სივრცის დაცვას შორის

 

მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალი და მიყურადება, როგორც პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა,  სად გადის ზღვარი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მოქალაქეთა პირადი სივრცის დაცვას შორის? „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ამ თემაზე გაიმართება დისკუსია  2 მივნისს, სამშაბათს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. 

ველოსიპედებით მსვლელობა ბათუმში [ფოტო]

 

დღეს ანბანის კოშკთან ასზე მეტი ველომოყვარული შეიკრიბა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ბათუმის ქუჩებში ველომსვლელობა მოაწყო.

ველომსვლელობა – Critical Mass,  ყოველთვიურად იმართება მსოფლიოს ბევრ ქალაქში. ჯგუფური მსვლელობის მიზანია, გააგებინონ ავტომანქანის მფლობელებს, რომ ველოსიპედისტებს სჭირდებათ უსაფრთხო სივრცე. 

№17 ავტობუსის ახალი მარშრუტი

 

1 ივნისიდან №17 სამარშრუტო ხაზის ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:

თამარ მეფის გზატკეცილი,  ბაქოს ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა,  გორგილაძის ქუჩა,  ხიმშიაშვილის ქუჩა, კობალაძის ქუჩა, აეროპორტის გზატკეცილი,  აფსაროსის  ქუჩა და სარფი.

უკუმიმართულება: სარფი–აფსაროსის  ქუჩა, აეროპორტის გზატკეცილი,  კობალაძის  ქუჩა, ხიმშიაშვილის  ქუჩა, გრიბოედოვის ქუჩა,  გორგილაძის  ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის  ქუჩა,  ბაქოს  ქუჩა, თამარ მეფის გზატკეცილი.

ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელებს. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარო ჩხაიძე შესაძლოა კობა ნაკაიძემ ჩაანაცვლოს

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარო ჩხაიძემ თანამდებობა დატოვა. მან ”ბათუმელებს” უთხრა, რომ გადადგომაზე განცხადება თავად დაწერა, თუმცა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არ დააკონკრეტა.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გადადგომას ითხოვს

 

აჭარის ტელევიზიის ხუთწევრიანი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ  ზაზა ხალვაშმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით უკვე მიმართა ამ საბჭოს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა ბეჟან გობაძემ,  საბჭოს წევრმა. 

ჩაქვში მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

 

ცოტა ხნის წინ ჩაქვში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად ორი ქალი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი. ერთმანეთს შეეჯახა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები.

 

დახმარების სურვილი თუ პოლიტიკური სპეკულაცია

 

 29 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ნაციონალური მოძრაობის “ მიერ წარმოდგენილ განკარგულების პროექტს, რომელიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის საპრემიო ფონდის გამოყენებას“ ითვალისწინებდა, მხარი არ დაუჭირა.

უკრაინელი ბიზნესმენების ვიზიტი აჭარაში

 

აჭარის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, აჭარაში ვიზიტით ვინიცის ოლქის დელეგაცია იმყოფება. დღეს უკრაინელ ბიზნესმენებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმასპინძლა.

შეხვედრა სტუდენტებთან შავი ზღვის პრობლემებთან დაკავშირებით

 

დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ და შავი ზღვის პრობლემებზე ისაუბრეს.

სასწრაფოდ იყიდება კომერციული ფართი

 

ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ეკლესიასთან, სასწრაფოდ იყიდება 150-კვ.მ ფართობი კომერციული ფართი.

ფასი: 38 ათასი დოლარი.

მობ: 579120841

აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსის სამი გამარჯვებული

 

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამოცხადებულ ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებ კონკურსში გამოვლინდა სამი გამარჯვებული. 

ექსკურსია ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ოჯახის წევრებისთვის

 

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ოჯახის წევრებისთვის იმერეთში გასვლით საექსკურსიო პროგრამას გეგმავს.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები უნივერსიტეტში – ორი ფაკულტეტის შედეგები

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში 28 მაისს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო. უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხუთი დღის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 5150-მდე სტუდენტი 94-წევრიან სტუდენტთა წარმომადგენლობით ორგანოს 2 წლის ვადით აირჩევს. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ფარული კენჭისყრით იმართება და მასში 174 კანდიდატი მონაწილეობს. 

დღის სტატისტიკა – პარკირების წესების დარღვევაზე

წყარო: ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო    

ექიმის როლი ოჯახში ძალადობის გამოვლენაში

 

ოჯახში ძალადობის პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულონ პირველადი სამედიცინო რგოლის წარმომადგენლებმა, რომლებთანაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს პირდაპირი შეხება აქვთ. სწორედ ამის გამო საქართველოს კანონმდებლობა სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს ავალდებულებს ასეთი შემთხვევების შესახებ აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს. 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: როცა მათ კომფორტს შეეხება საქმე, ოპოზიცია უკან იხევს

 

ყოფილი “თავისუფალი დემოკრატი” და ამ დროისთვის “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ანზორ თხილაიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალ საკადრო გადაადგილებებამდე სოფლის მეურნეობას კურირებდა. ორი კვირის წინ მას რეგიონის მთავარი საფინანსო დოკუმენტი – ბიუჯეტი ჩააბარეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თხილაიშვილმა ალექსანდრე ჩიტიშვილი ჩაანაცვლა. რა შეიცვლება რეგიონში ბიუჯეტის კონტროლის თვალსაზრისით და რა გააკეთა ამ დრომდე დეპუტატმა ამომრჩევლისთვის? – გასულ კვირას ანზორ თხილაიშვილმა “ბათუმელების” კითხვებს უპასუხა.   

ველოსიპედისტების მოძრაობას შესაძლოა ბათუმის მერიც შეუერთდეს

 

 ხვალ, 29 მაისს ბათუმში ველოსიპედისტების ჯგუფური მსვლელობა გაიმართება, რომლის მიზანია, გააგებინონ ავტომანქანის მფლობელებს, რომ ველოსიპედისტებს სჭირდებათ უსაფრთხო სივრცე.  

მიწის დამუშავებისას მოტობლოკმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

 

დღეს, 28 მაისს უბედური შემთხვევა მოხდა ხულოს მუნიციპალიტეტში. სოფელ განახლებაში მიწის დამუშავებისას მოტობლოკმა 43 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოფლის რწმუნებული და მუნიციპალიტეტის გამგებელიც ადასტურებენ. 

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-12 კლასელები

 

ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმმა დღეს, 28 მაისს სასტუმრო „ჰილტონში“ კურსდამთავრებულებისთვის გამოსაშვები საღამო მოაწყო. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისსაც მიეძღვნა. 

Exit mobile version