სიახლეები

ბათუმის უნივერსიტეტის თეატრალური დასი პარიზში

31.05.2015 • 1389
ბათუმის უნივერსიტეტის თეატრალური დასი პარიზში

 

 

უნივერსიტეტის სტუდენტები ფრანგი მაყურებლის წინაშე კომედიური ჟანრის სპექტაკლით – „ნაფტალინი“ წარსდგნენ.  სპექტაკლი ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით რეჟისორებმა როინ დვალმა და გიორგი ფირცხალაიშვილმა დადგეს.


უნივერისტეტის ვეგბერდზე აღნიშნულია, რომ პრემიერამ უცხოეთში წარმატებით ჩაიარა და ფრანგული პრესის დადებითი შეფასება დაიმსახურა.


სტუდენტები პარიზში ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ მიწვევით, უნივერსიტეტისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. 



გადაბეჭდვის წესი