სიახლეები

როდის უნდა მიმართო სახელმწიფოს პენსიისთვის?

02.06.2015
როდის უნდა მიმართო სახელმწიფოს პენსიისთვის?

 

„სააგენტოში გვითხრეს, რომ განცხადება საპენსიო ასაკის შესრულების შემდეგ, ანუ პირველ ივნისს უნდა დაგვეწერა და პირველ პენსიასაც არა ამ თვეში, არამედ ერთი თვის შემდეგ ავიღებ. ფაქტობრივად, ერთი თვის პენსია გვეკარგება“, – ამბობენ ისინი.  

 

როდის უნდა მიმართოს საპენსიო ასაკის მქონე პირმა სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის მისაღებად?

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსუდან სალუქვაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მოქალაქემ სახელმწიფოს პენსიის მიღებასთან დაკავშირებით, საპენსიო ასაკის შესრულების შემდეგ უნდა მიმართოს:

 

„წინასწარ განცხადების დაწერას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დადგენილების მიხედვით, მოქალაქე განცხადებას მას შემდეგ წერს, როცა უკვე შეუსრულდა საპენსიო ასაკი. ანუ განცხადების დაწერიდან, მომდევნო თვეს მიიღებს პენსიას“.  

 

რუსუდან სალუქვაძე ამბობს, რომ ამის თაობაზე მოქალაქე ინფორმაციას მაშინ იღებს, როცა ის განცხადებით სააგენტოს მიმართავს.

 

„ზოგიერთ მოქალაქეს საპენსიო ასაკი თვის ბოლო რიცხვებში უსრულდება, ამიტომ ამ თვეში დაბადებულების მონაცემები გავაერთიანეთ და  ივნისში დაბადებული ყველა პირი, პენსიას მომდევნო თვეში მიიღებს. გამონაკლისი შემთხვევები არ არსებობს, რადგან ეს ყველაფერი პროგრამულად ხდება“.

 

როგორც სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რამდენ პირს უსრულდება საპენსიო ასაკი, ამის ელექტრონული ბაზა არ არსებობს.

 

„წლის ბიუჯეტში რა თქმა უნდა დაახლოებითი თანხები გათვლილია, თუმცა ელექტრონული პროგრამები ახლა მზადდება. ეს ბაზა მიბმული იქნება პირად მონაცემებთან და სამომავლოდ ყველა პირს, ვისაც საპენსიო ასაკი შეუსრულდება, მექანიკურად დაენიშნება პენსია. ეს სამომავლო პროგრამა დამუშავების პროცესშია“.  

 

2012 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 673 183  ასაკით პენსიონერია. გასული წლის მონაცემები სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ დევს.

 

 

პენსიონერთა რიგები „ლიბერთი ბანკთან“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: