12 ივნისს, დღის სამ საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ჰოლში უჩვეულო დეფილეა დაგეგმილი. უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები ანტიკური ეპოქის სამოსს წარმოადგენენ, რომლის ისტორიის შესწავლასა და შექმნაზე იენის უნივერსიტეტის პროფესორის ანნეგრეტ პლონტკე-ლუნინგის ხელმძღვანელობით ბოლო თვეების მანძილზე მუშაობდნენ.