საქართველოში განქორწინების სტატისტიკა გაიზარდა

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2014 წელს 9 119 წყვილი განქორწინდა. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „რედისონში“ მოსამართლეებს ხვდება

 

  ამ წუთებში ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, დასავლეთ საქართველოს რეგიონის მოსამართლეებს ხვდება. 

ტენდერი „ალი და ნინოს“ ადგილმონაცვლეობაზე

 

  5 ივნისს, „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციამ  „ალი და ნინო“-ს ადგილმონაცვლეობაზე ტენდერი გამოაცხადა.  სამუშაოების შესყიდვის  სავარაუდო ღირებულება  234 975 ათასი ლარია. 

რა ცვლილებებს გეგმავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი ხელმძღვანელი

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომლის განხორციელება მისი აზრით, მოკლე ვადებშია აუცილებელი. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ახალ ხელმძღვანელთან.

ფიროსმანი ბათუმშია

 

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის 13 ნამუშევარი და 12 აფიშაა გამოფენილი.  ნამუშევრები კახეთში, მირზაანის ნიკო ფოროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში დაცული და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ტილოებია. გამოფენა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს ახალი პროგრამის – „ფიროსმანის მოგზაურობა“ ფარგლებში მიმდინარეობს.  

რა შეიცვლება ბულვარში ტურისტულ სეზონზე

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ბულვარის ინფრასტრუქტურის  მოვლა-შენახვისა და განვითარებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან წელს 5 144 600 ლარი დაიხარჯება, „რასაც ბულვარის ადმინისტრაცია, კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან 1 121 000ლარს დაამატებს“.  

შაბათ-კვირის ”პოპკორნი”

 

 

  დიდ ეკრანზე ფილმის ნახვის მოყვარულებს ბათუმში კინოთეატრ აპოლოში 6 და 7 ივნისს ორი ფილმის სან ანდრეასისა და ასტრალის ნახვა შეგიძლიათ:

გახდება თუ არა ქალაქის ყოფილი მერი ბსუ-ს კანცლერი?

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 25 მაისს გამოაცხადა. ყოფილი კანცლერი ედიშერ ჩავლეიშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი უაყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მას თანამდებობა იძულებით დაატოვებინეს. 

დღესასწაული ‘მოვალეობის მოხდის მიზნით’

 

ბათუმურ სახალხო დღესასწაულებს, რომლის გამართვაში ბიუჯეტიდან იხარჯება თანხა, დღემდე აქვს, ერთი მხრივ, საორგანიზაციო პრობლემები, როცა ღონისძიებების ჩამონათვალით გაწერილ განრიგს ვერ მიჰყვება და მეორე მხრივ, მოქალაქეებს ასეთი ღონისძიებების ხარისხის მიმართაც აქვთ შენიშვნები. რამდენად პროფესიულად ეკიდება ქალაქის მერია სახალხო დღესასწაულებს, როგორია მათი მომზადების ხარისხი? – „ბათუმელებმა“ ამის შეფასება ბათუმის საკრებულოსთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრს, ჟურნალისტ სოფო ჟღენტს სთხოვა.

ეჩვევა თუ არა საზოგადოება ნარჩენების დიფერენცირებულად შეგროვებას? [ფოტო]

 

ურნები, რომლებიც პოლიეთილენის, ქაღალდისა და შუშის ნარჩენებისთვის არის გათვლილი, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ აპრილში დადგა. “ბათუმელებთან” ერთ-ერთ ინტერვიუში ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილება სპეციალური სანაგვე ურნების შეძენის თაობაზე, მომავალზეა გათვლილი. “ჩვენ გვინდა ადამიანები მიეჩვიონ იმ აზრს, რომ სამომავლოდ იქნება ასეთი ცვლილებები და როგორც ევროპაშია, ისე მოვიქცეთ საქართველოში“, – თქვა მან.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად კობა ნაკაიძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ დღეს წარუდგინა.

ტენდერი სასათბურე კონსტრუქციის შესყიდვაზე

ოთხი ცალი სასათბურე კონსტრუქციის შესყიდვაზე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტენდერი 20 მაისს გამოაცხადა.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში

 

დღეს, ბათუმის ვარდების სკვერში, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ხელვაჩაურში 1937-38 წლებში რესპესირებულთა სამარხებს ეძებენ

 

4 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 1937-38 წლებში კომუნისტური მმართველობის პერიოდში უდანაშაულოდ რეპრესირებულთა სამარხების აღმოჩენის მიზნით შექმნილი  სამუშაო ჯგუფის  პირველი შეხვედრა გაიმართა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კონკურსი გამოცხადდა

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 20 ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. 

სასმელი წყალი, რომლის ხარისხზეც პასუხს არავინ აგებს

 

ბათუმში მცხოვრები ასობით ოჯახი ჭის წყალს მოიხმარს. ჭები მომხმარებლებმა თავად გათხარეს. მათი უმეტესობა ლაბორატორიულად არ შეუმოწმებიათ. ვინც შეამოწმა, მან ორი სახის პასუხი მიიღო – წყალი დაბინძურებულია, ან არ შეიცავს იმ მინერალებს, რაც ადამიანის ორგანიზმმა სასმელი წყლისგან უნდა მიიღოს. რეგიონში მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად სუფთა წყლის მიწოდებაზე ან იმ წყლის ხარისხის კონტროლზე, რომელსაც მოსახლეობა ჭიდან მოიხმარს, არც ერთი სამთავრობო სტრუქტურა არ იღებს პასუხისმგებლობას. სპეციალისტის თქმით, ასეთი მიდგომით შეიძლება სავალალო შედეგი დადგეს.  

ინტერკულტურული ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში [ფოტო]

 

ამ წუთებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერკულტურული ღონისძიება – “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” მიმდინარეობს. 

ღონისძიებაში უნივერსიტეტის ქართველი, თურქი, სომეხი, რუსი და აზერბაიჯანელი სტუდენტები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე თითოეული ჯგუფი მამშობლიური ქვეყნის კულტურასა და მულტიკულტურულ მახასიათებლებს წარმოადგენს.

სინერჯი ჯგუფი ბათუმში უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებს ორგანიზაციული სტრუქტურების სემინარზე იწვევს

 

<!** Image 2 align="left" width="350" height="188" >საკონსულტაციო კომპანია სინერჯი ჯგუფი სპეციალურად ბათუმში ადგილობრივი უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ივლისის დასაწყისში ატარებს სემინარს თემაზე – რა პრობლემებია გავრცელებული ქართული კომპანიების ორგანიზაციულ მოწყობასა და სტრუქტურაში და რა გავლენას ახდენს ეს ბიზნესების მაღალი ხარისხით მუშაობაზე, განვითარებასა და გაზრდაზე.

 

გირაო ბრალდებულ მაღალჩინოსნებს

 

ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილეს არჩილ ვანაძეს და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ლაშა ბოლქვაძეს სასამართლომ გამოძიების დასრულებამდე 2000-2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურორი ორივე ბრალდებულისთვის 20 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლო სტაჟიორთა მიღებაზე კონკურსს აცხადებს

 ბათუმის საქალაქო სასამართლო სტაჟიორთა მისაღებად კონკურსს აცხადებს. სტაჟირების მსურველი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.

სახალხო დამცველი სქესის ჩანაწერის შეცვლასა და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე

 

18 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, შემუშავდეს და დამტკიცდეს სამოქალაქო აქტებში სქესის ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურული წესი. ამგვარი წესის არსებობა შესაძლებლობას მისცემს ტრანსგენდერ ადამიანებს, ოფიციალურ დოკუმენტაციაში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი სწრაფი, ადვილად ხელმისაწვდომი გზით შეცვალონ. 

ახალი მედიკამენტები ტუბერკულოზის წინააღმდეგ

 

ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმით დაავადებულ იმ პაციენტებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ სურთ ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა – არანებაყოფლობითი იზოლაცია მოუწევთ. ამის შესახებ ტუბერკულოზის მართვის ახალ კანონპროექტში წერია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.

ოპოზიციის ანგარიში ხალხს

 

ამომრჩევლისთვის ანგარიშის ჩაბარების შესაძლებლობა „ბათუმელებმა“ გასულ კვირას უმაღლეს საბჭოში  „ნაციონალური მოძრაობის“  ფრაქციის თავმჯდომარეს რობერტ ჩხაიძეს და ნინო ბურჯანაძის  „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს გიორგი ცინცქილაძესაც მისცა. ჩხაიძე ჯერ ინტერვიუზე დაგვთანხმდა, შემდეგ კი მოუცლელობის მიზეზით უარი განაცხადა. იმავე მიზეზით არ შედგა ინტერვიუ ცინცქილაძესთან. ინტერვიუსთვის დრო ფრაქცია  „თავისუფალი დემოკრატების“   ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა გამონახა. 

ზაფხულის სპორტი ზღვის პირას

 

 

  მაშინ, როცა სპორტის სახეობებში სეზონი მთავრდება, ბათუმის ბულვარში სპორტის ზოგიერთ სახეობაში ზაფხულის სპორტული სეზონი იწყება. ზღვისპირა ზოლში განთავსებულ სპორტულ მოედნებზე შეჯიბრებები იმართება ქვიშის ფეხბურთში, ქვიშის რაგბიში, ქვიშის ფრენბურთში, ქვიშის ხელბურთსა და ქვიშის ჭიდაობაში.

ქობულეთი საკურორტო სეზონის წინ

 

ქობულეთში, რუსთაველისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე წყლის, საკანალიზაციო სისტემისა და ტროტუარების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობით სამუშაოებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 735 998 ლარია გათვალისწინებული ტენდერში გამარჯვებული კომპანია „წყალკანალ რემშენი“ აწარმოებს. უბნის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების შემდეგ ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სამუშაოები კიდევ ხუთ თვეს გაგრძელდება. კომპანია შეეცდება საკურორტო სეზონს ხელი არ შეუშალოს, თუმცა სამუშაოებს ვერ გააჩერებს, რადგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეთანხმებულ ვადებში უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება. 

„ბეთლემის“ ათი წლის იუბილე

 

დღეს, 4 ივნისს, ქედის კულტურის ცენტრში ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბეთლემის“ ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ანსამბლმა მაყურებელს წლების განმავლობაში დამუშავებული რეპერტუარი წარუდგინა. „ბეთლემის“ ყველაზე პატარა წევრი 13-ის, უხუცესი კი 70 წლისაა.

 

ვაკანსიები ბათუმის მერიაში, ქედის გამგეობასა და აჭარის მთავრობაში

 

საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, 4 ივნისისთვის, ბათუმის მერიაში 27  ვაკანსიაა, ქედის მუნიციპალიტეტში – 11, ხოლო აჭარის მთავრობაში ორი ვაკანსია. აღნიშნულ ვაკანსიებზე განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა 5-7 ივნისია. ბიუროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურებში სულ 900-ზე მეტი ვაკანსიაა.

ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცეს

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე და ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, არჩილ ვანაძე. 

ლიტერატურული ფესტივალი ‘ინსომნია’ ბათუმში გაიმართება

 

ლიტერატურული ფესტივალი “ინსომნია” წელს ბათუმში გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერი იქნება გამომცემლობა და წიგნის მაღაზია “წიგნები ბათუმში”, რომელიც გამარჯვებულ შვიდეულს ბათუმში ეპატიჟება.

ქობულეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავეს

 

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ილია ო. და 1995 წელს დაბადებული თორნიკე ჭ. ჯგუფური ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტისა და გერმანიის ევროპული ბიზნესის სკოლის ორგანიზებით I საერთაშორისო საზაფხულო სკოლა “ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ ტარდება. საზაფხულო სკოლა 3 ივნისს გაიხსნა და ხუთი დღის მანძილზე გაგრძელდება. 

10 ადგილი, რომელიც აჭარაში უნდა ნახოთ

 

ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისათვის. „ბათუმელები“ გთავაზობთ ათ ადგილს, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ აჭარაში. 

რატომ დააკავეს შშმ ქალი

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 45 წლის ქალს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. ის ნარკოტიული ნივთიერების შეძენაში, საზღვარზე გადმოტანასა და გასაღებაშია ბრალდებული.

საკრებულოს წევრის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები.

ახალი შადრევნები ბათუმის ბულვარში

 

ბათუმის ბულვარში სასმელი წყლის ახალი შადრევნები დაამონტაჟეს. შადრევნები როგორც დიდებისთვის ასევე პატარებისთვის იქნება აპრობირებული.

 

Exit mobile version