სიახლეები

ენმ წევრი: „მოსახლეობას დეფეკაციური ტალახი 11-ჯერ ძვირად მიყიდეს“

02.06.2015
ენმ წევრი: „მოსახლეობას დეფეკაციური ტალახი 11-ჯერ ძვირად მიყიდეს“
ირაკლი ბარამიძე

„ტენდერი  650 ათას ლარზე, გასული წლის ივნისში გამოცხადდა. გამარჯვებულად  632 ათასი ლარით, ინდმეწარმე  რეზო  დადიანი გამოვლინდა, რომელმაც პირველად მიიღო ტენდერში მონაწილეობა.

ჩვენი შემოწმებით, ერთი ტონა დეფეკაციური ტალახი დღევანდელი მონაცემებით, 10 ლარი ღირს. სატენდერო ფასით კი 1ტონა დეფეკაციური ტალახის ღირებულება, 79 ლარი გამოდის. ამას ემატება მოსახლეობის მიერ თანადაფინანსების ფარგლებში გადახდილი 30 ლარი, რაც ჯამში 240 ათას ლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე,  ინდეწარმემ 8 000 ტონა დეფეკაციური ტალახი 632 ათას ლარად შეიძინა,  მაშინ როცა მისი ფასი რეალურად 80 ათასი ლარია“- აცხადებს, ირაკლი ბარამიძე.

დეპუტატის განცხადებით, სახელმწიფომ დეფეკაციური ტალახის ღირებულება ხელოვნურად გაზარდა.

„ფაქტობრივად, 11-ჯერ გააძვირეს ტალახის თვითღირებულება. მე მაქვს კითხვები, რატომ დაუჯდა მოსახლეობას ის პროდუქტი, რომლის თვითღირებულება ერთ ტონაზე ადგილზე შეადგენს 10 ლარს, 109 ლარი?  რა სარგებელი მიიღო ან სახელმწიფომ ან გლეხმა ამ ტენდერით?

ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კეთილი უნდა ინებოს  და დააბრუნოს მოსახლეობის მიერ გადახდილი 30 ლარი, რადგან ისედაც დიდი მოგება მიიღეს ამ ტენდერით“.

ირაკლი ბარამიძის განცხადებით, დეფეკაციური ტალახი დაახლოებით ორი ათასზე მეტმა მოსახლემ შეიძინა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: