შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 7 ივნისის 19 საათისთვის მოქალაქეებს დაუბეგრავი მინიმუმის სახით მთლიანობაში უკან დაუბრუნდათ 90 მილიონ 380 ათას 872 ლარი. თანხა დაუბრუნდა 317 714 მოქალაქეს.
დღევანდელი დღის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურში დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობაა 439 513. დაბრუნებული რიგითი ნომრის [317 714] გათვალისწინებით, ამ დროისთვის თანხის დაბრუნებას 121 799 მოქალაქე ელოდება.
დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხის დაბრუნებაზე დეკლარაციების წარდგენა 1 აპრილს დაიწყო და 2015 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.