სალიბაურის სკოლიდან ექვსი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

დღეს,  11 ივნისს,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 10:00 საათზე გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს სკოლის  ექვსი მოსწავლე  შეუძლოდ დახვდათ.

რა უნდა გავაკეთოთ საკვებით მოწამვლის დროს

 

ზაფხულის დადგომისთანავე საგრძნობლად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების – საკვებისმიერი და წყლისმიერი ინტოქსიკაციების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, სწორედ ზაფხულის სეზონზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებული შემთხვევების 50%-ზე მეტი, რისი მიზეზიც უმეტესად გარემოში მაღალ ტემპერატურაზე დაავადების გამომწვევი მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებაა.

ორი ათასზე მეტი დაჯარიმებული ოთხ თვეში

 

შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტმა” 2015 წელს მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთოთ მგზავრობის გამო 2 562 მოქალაქე დააჯარიმა. ყველაზე მეტი პირი თებერვალში არის დაჯარიმებული – 1048. ყველაზე ნაკლები, 374 კი- აპრილში. 

პატიმრობა ტელევიზორისა და თეფშების ქურდობაში ბრალდებულს

 

 ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 47 წლის მამაკაცს, რომელსაც სახელმწიფო ედავება ორი დანაშაულის ჩადენას: ნაქირავები ბინიდან ტელევიზორის, მუსიკალური ცენტრისა და თეფშების მოპარვას, ასევე ბინის მეპატრონეს არ გადაუხადა ბინის ქირა – 100 ლარი. საერთო ჯამში, საუბარია 800 ლარის ზარალზე, რაც დაზარალებულებს მიადგა.

ახალი სასტუმროები ბათუმში

 

წელს, ტურისტულ სეზონზე, ბათუმს ექვსი ახალი სასტუმრო, თხუთმეტამდე აპარტამენტი და ორი ჰოსტელი შეემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ 819 სასტუმრო ნომერი და ასევე 1700 დამსვენებელზე გათვლილი ახალი სივრცე გაჩნდა. საერთო ჯამში, წელს აჭარაში დამსვენებელს 283 სასტუმრო, 6433 – სასტუმრო ნომერი და 14 286 განთავსების ადგილი დახვდება.

ბათუმის მერიისა და ხულოს გამგეობის მაღალჩინოსნების საქმე

 

ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილეს არჩილ ვანაძესა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ლაშა ბოლქვაძეს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 2000-2000 ლარი შეუფარდა, მათ ფინანსური პოლიცია სამსახურებრივი გულგრილობისა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, სისხლის სამართლის 132-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც სამ წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ვინ ამოიცნო ვიდეოკადრებში ნაციონალურმა მოძრაობამ

 

10 ივნისს ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისულ პარტიის წევრებს ოფისზე წარწერები: „ნაცმოძრაობა დამთავრდა“, „ოდესაში მკვლელი იმალება“ და მიხელ სააკაშვილის ფოტოები წარწერით: „საქართველოს სირცხვილი“  დახვდათ. ენმ-მა პოლიციას მიმართა და ის კადრებიც აჩვენა სამართალდამცავებს, რომლებიც პარტიის ოფისზე დამაგრებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა.  

ლაშქრობა და საინფორმაციო ტური ქედაში მოსწავლეებისთვის

 

10 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტში ისტორიული და ღირშესანიშნავი ტერიტორიების გაცნობის მიზნით საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ლაშქრობა და საინფორმაციო ტური გაიმართა. 

კონკურსი ქედის გამგეობაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ  გამგეობასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.

ხვალ ბათუმში ევროპის ჩემპიონატი იწყება ბილიარდში

 

 

11-14 ივნისს ბათუმი ბილიარდში (თავისუფალი პირამიდა) ქალთა და მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი ლადო ასათიანის #14-ში მდებარე ბოულინგკლუბში  გაიმართება და მასში ევროპიდან და საქართველოდან 64 მამაკაცი და 32 ქალი მიიღებს მონაწილეობას.

14 გამარჯვებული სასკოლო კლუბი აჭარაში


აჭარის განათლების სამინისტროს „სასკოლო კლუბების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია. 103 პროექტიდან 14 გამარჯვებული გამოვლინდა. სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსებას ბათუმში სამი სკოლა მიიღებს: #1, #23 და #20 საჯარო სკოლები. ხელვაჩაურში დაფინანსდებიან განთიადის, მახოსა და სოფელ ხელვაჩაურის საჯარო სკოლები; ქედაში – ძენწმანის, გეგელიძეებისა და ჯალაბაშვილების საჯარო სკოლები, შუახევში – სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლა; ხულოში – დაბა ხულოსა და სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლები, ქობულეთში კი ქობულეთის #3 და ციხისძირის საჯარო სკოლა.  

გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელი პატიმრობის ნორმასთან დაკავშირებით

 

დღეს, 10 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გიგი უგულავას წარმომადგენლების დასაბუთებას უსმენს, თუ რატომ მიაჩნია  თბილისის ყოფილ  მერს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთი ღონისძიების გამოყენების ფორმა პატიმრობაში მყოფი პირისთვის არაკონსტიტუციურია. 

 

სავარძელ-ეტლები და ხელჯოხები შშმ პირებისათვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის –  „შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით“ – ფარგლებში 120 შშმ პირსა და ხანდაზმულს გადასცა სავარძელ-ეტლი. აღნიშნული პროგრამა 2015 წლის იანვარში ამოქმედდა და წლის განმავლობაში სავარძელ-ეტლს 200 ბენეფიციარი მიიღებს. უკვე მეორე წელია პროგრამა სოციალური ვაუჩერის მეშვეობით ხორციელდება, რაც ბენეფიციარს მისთვის სასურველი ეტლის არჩევის საშუალებას აძლევს. პროგრამის ბიუჯეტი  60 000 ლარია, ხოლო ერთი ერთეული სავარძელ-ეტლის შესაძენად გათვალისწინებულია 300 ლარი.

ერთი კვირით გაზრდილი დეპუტატის ხელფასი

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი დეპუტატები სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებისთვის ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. დეპუტატებმა ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით საკრებულოში ინიცირება შეიტანეს, თუმცა მაისში შეტანილი საკითხი საკრებულოს ჯერ არ განუხილავს. დეპუტატის ანაზღაურება ქედის საკრებულოში 550 ლარია.

ხელვაჩაურში 1937-1938 წლებში დახვრეტილთა საფლავებს ეძებენ

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც 1937-1938 წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანების საფლავებს მოიძიებს. საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ამ პერიოდში ბათუმში 670 ადამიანი, მათ შორის 12 ქალი დახვრიტეს. კომისიამ მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. „ბათუმელებს“ ესაუბრა ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი, მწერალი რამაზ სურმანიძე, რომელიც ასევე ბათუმის საკრებულოს წევრიცაა.

ყაზახური და უნგრული მედია აჭარის შესახებ

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზახი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სარეკლამო მასალებს მოამზადებენ.    

ცვლილება უცხოელისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესში

 

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია უცხოელს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა შესაბამისი დებულებით გათვალისწინებული გარკვეული მოთხოვნების დაუცველად მიანიჭოს. კერძოდ, ნებისმიერი პირი დღეს უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს განცხადებით უცხოელისათვის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, თუმცა, ეს განცხადება უნდა შეიცავდეს საპატიო მოქალაქეობის მისანიჭებლად გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დასაბუთებას. პრეზიდენტს ამიერიდან სწორედ ამ განცხადებისა და დასაბუთების გარეშე შეუძლია უცხოელს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭოს.

„ვერ დაბრუნდები“- წარწერები ნაცმოძრაობის ოფისზე

 

„ვერ დაბრუნდები“, „ნაცმოძრაობა დამთავრდა, „ოდესაში მკვლელი იმალება“,  – ამ შინაარსის წარწერები 10 ივნისს, გამთენიისას  ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შუშის კედელზე გააკეთეს.  

შუახევის გამგებელი: ვერ ვიტყვი, რომ კონკურსით კმაყოფილი ვარ

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიცია კვლავ ვაკანტური რჩება. კონკურსის მეორე ეტაპზე, რომელიც  ტესტირებას ითვალისწინებდა, აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად 36-ქულიანი ბარიერი ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ გადალახა, მათ შორის ვერც ამ პოზიციაზე დასაქმებულმა მოვალეობის შემსრულებელმა. 

რესტორანი, კლუბი და გალერეა – რა განთავსდება ანბანის კოშკში


9 ივნისს ბათუმში ხელი მოეწერა საიჯარო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც აჭარის მთავრობამ ანბანის კოშკი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, 20 წლით გადასცა  ესპანურ კომპანიას. რა ფუნქცია ექნება ანბანის კოშკს? მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განმარტებით, ანბანის კოშკში ძირითადად გასართობი ობიექტები განთავსდება.  

ბათუმის ციხეში ორმა პატიმარმა ფრჩხილის საკვნეტი გადაყლაპა

 

ბათუმის მე-3 საპყრობილეში ორმა პატიმარმა ფრჩხილის საკვნეტი გადაყლაპა. პატიმრები ამბობენ, რომ ამ ფორმით სამედიცინო პერსონალის ყურადღების მიქცევას ითხოვენ: “ჩვენს მიმართა გამოხატავენ აგრესიას და ზიზღს, იძულებულები ვართ ასე მოვიქცეთ, ჩვენი სიცოცხლე დასრულდება სავალალოდ, რაზეც მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ  მე-3 დაწესებულების ხელმძღვანელობას, როგორც სამედიცინო პერსანოლს, ასევე ადმინისტრაციას” – წერია “ბათუმელებისთვის” გამოგზავნილ წერილში, რომელიც რედაქციამ დღეს, 9 ივნისს მიიღო. წერილს ხელს ორი პატიმარი, კ.მ და გ.მ აწერს. 

განახლებული აგროდაზღვევა ალდაგისგან

 

<!** Image 1 align="" width="350" height="512" >ციტრუსის გარდა, „ალდაგიწელს აჭარაში პირველად კივს, სუბტროპიკულ ხურმასა და ფეიხოასაც დააზღვევს. ფერმერები დაზღვევას სახელმწიფოს თანადაფინანსებით მიიღებენ. ამის შესახებალდაგისაინფორმაციო კამპანიას საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, რის ფარგლებშიც გასულ კვირას კომპანიის წარმომადგენლები ბათუმში ფერმერებს შეხვდნენ და აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

კომპანიის პასუხი მოქალაქეს, რომელიც დაზიანებული ნარგავებისთვის კომპენსაციას ითხოვს

 

დღეს, 9 ივნისს, „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას –დაზიანებული ნარგავების გამო მოქალაქე კომპენსაციას ითხოვს“, კომპანია „აგე ბათუმი“ გამოეხმაურა. განცხადების ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ. 

1 ივლისს საბავშვო ბაღებში ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება

 

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით,  საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიღება ახალი სასწავლო წლისთვის იწარმოებს ონლაინ-რეჟიმით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები საბავშვო ბაღში რეგისტრაციას შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით. რეგისტრაცია იწარმოებს ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე:www.Batumikids.ge. 

 

რეგისტრაციის I ეტაპი დაიწყება 2015 წლის 1 ივლისს 09.00 სთ-ზე და დასრულდება 10 ივლისს 00.00 სთ-ზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან პრიორიტეტებით გათვალისწინებული სტატუსის მქონე მოქალაქეები, ესენია:

სასწრაფოდ იყიდება ბინა ლერმონტოვის ქუჩაზე

 

სასწრაფოდ იყიდება ოთახნახევრიანი ბინა ლერმონტოვის ქუჩაზე, საერთო ფართი 38 კვ/მ. ფასი: 18 ათასი დოლარი.

მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

ლევან კინწურაშვილი: მთავრობის გარეშე მიწის საკითხის განხილვას ვერ დავიწყებთ

 

ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ლევან კინწურაშვილი, რომელიც ამავე დროს მერიაში მოქმედი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეცაა, „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ გონიოს მოსახლეობაზე  2010 წლის 9 ნოემბერს მიღებული საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩამორთმეული მიწის საკუთრების კანონიერების განხილვა, კომისიას ჯერ არ დაუწყია.  

 

 

ირაკლი ჭეიშვილი გონიოს მოსახლეობის მოთხოვნაზე: ეს სააკაშვილს კითხეთ

 

9 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, გონიოს მოსახლეობამ აჭარის მთავრობას  ულტიმატუმი წამოუყენა. შეხვედრაზე მოსული პირების განცხადებით, თუკი ხელისუფლება არ დაიწყებს გონიოს მოსახლეობაზე ჩამორთმეული მიწების საკითხის განხილვას, ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ. ამ თემაზე რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილს დაუსვა.

დისკუსია თემაზე – არასრულწლოვანთა ქორწინება

 

ხუთშაბათს, 11 ივნისს, 14:00 საათზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება დისკუსია თემაზე – 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინება სასამართლოს ნებართვით.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში საჭიროა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება. საკითხის ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველია. 

იყიდება ბინა პორტთან

 

ბათუმში პორტის წინ, საერთო ეზოში, პირველ სართულზე იყიდება 50კვ.მ ბინა საშუალოდ გარემონტებული. ფასი: 28 ათასი დოლარი.

მობ.: 577 25 25 85;

მობ.:597 01 99 63;

ტელ.: (0422) 24 85 85

ანბანის კოშკი 1 ლარად ესპანურ კომპანიას 20 წლით გადაეცა

 

ანბანის კოშკი  9 ივნისს ესპანურ კომპანია boost spain L.S-ს 20-წლიანი იჯარით გადაეცა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით ხელშეკრულებას ხელი იუსტიციის სახლში მოეწერა. 

ულტიმატუმი აჭარის მთავრობას – „გადავკეტავთ მაგისტრალებს, მოვახდენთ მთავრობის სახლის ბლოკირებას“

 

დღეს 9 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, გონიოს მოსახლეობამ აჭარის მთავრობას  ულტიმატუმი წამოუყენა. შეხვედრაზე მოსული პირების განცხადებით, თუკი ხელისუფლება არ დაიწყებს გონიოს მოსახლეობაზე ჩამორთმეული მიწების საკითხის განხილვას, ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ:  „ჩვენ ვაპირებთ სერიოზული დისკომპომფორტი შევუქმნათ აჭარის მთავრობას,  გადავკეტავთ ცენტრალურ მაგისტრალებს, მოვახდენთ  მთავრობის სახლის ბლოკირებას და დავიწყებთ შიმშილობას“.   

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა

 

საქართველოს მთავრობამ იმ ქვეყნების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ჩამონათვალში 94 ქვეყანაა, მათ შორის რუსეთის ფედერაციაც. მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის  ვადით  ყოფნის უფლება.

იყიდება ახალშენებული სასტუმრო

 

ბთუმში იყიდება ახალაშენებული, ახალგარემონტებული სამსართულიანი, 30-ნომრიანი სასტუმრო სრული ინვენტარით, მეოთხე სართულზე აქვს რესტორანი და ვერანდა. ფასი: 1 400 000 დოლარი.

მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;

ტელ.: (0422) 24 85 85

ლამინი-ჯი თქვენი კომფორტისთვის

 

თუ ბათუმში სახლის აშენებას, ბინის შეძენას ან გარემონტებას გადაწყვეტთ, „ლამინი ჯის“ და მის შვილობილ კომპანიებს: „ლამინი გრუპსა“ და „ლამინი B“-ს უნდა მიმართოთ. ეს ის კომპანიებია, სადაც იციან დროისა და ხარისხის ფასი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თქვენი ინტერესები იყოს დაცული.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის წევრი გახდა

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის (Eurogîtes) გენერალურ ასამბლეაზე ფედერაციის ასოცირებულ წევრად მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. ასამბლეა 4 ივნისს კვიპროსში გაიმართა. 

Exit mobile version