დღეს, 13 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ივერია“ აჭარის საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. მოძრაობის დამფუძნებელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუაა. მისი თქმით „ივერიის“ წარმომადგენლები მთელ საქართველოში დადიან და ხვდებიან თანამოაზრეებს. ბათუმში ამ ტიპის შეხვედრა პირველად გაიმართა.