ზოგჯერ მშობლები ბავშვებს ცხოველებთან კომუნიკაციას უკრძალავენ, რაც ფსიქოლოგების თქმით, შეცდომაა, რადგან ცხოველებთან ინტერაქცია ბავშვებს ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და კოგნიტიურ განვითარებაში ეხმარება, თუმცა ხდება ისეც, რომ ბავშვები ცხოველებს საერთოდ არ უფრთხიან, არ განიცდიან მათდამი თანაგრძნობას და ცხოველებს აწამებენ. რამდენად საგანგაშო შეიძლება იყოს ასეთი ქცევა და რა შეიძლება იყოს გამოსავალი? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგ ირმა ფეიქრიშვილს …
Tag Archives: საზოგადოება
რუსული პროპაგანდა, ხელისუფლება და საზოგადოების რეაქცია
რას უკავშირდება ბოლო დროს პრორუსული ჯგუფების გააქტიურება საქართველოში? რატომ დუმს ხელისუფლება და რა არის რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა. ბოლო დროს რუსული პროპაგანდა საქართველოში გასცდა მედიის საზღვრებს, გასულ კვირას გამოჩნდა ჭიქა-სუვენირები რუსეთ-საქართველოს სიყვარულზე, ნაყინი სახელწოდებით -„СССР“, სხვადასხვა ჯგუფმა ღიად გამოიტანა საბჭოთა სიმბოლიკაც… რას უკავშირდება საქართველოში პრორუსული პროპაგანდის …
Continue reading “რუსული პროპაგანდა, ხელისუფლება და საზოგადოების რეაქცია”
იარე ნელა! – რას ითვალისწინებს შსს-ს ახალი სტრატეგია
საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კამპანია – „მართე ფრთხილად!“, „იარე ნელა!“, „იცოდე შენი სიჩქარე – ნუ მოისწრაფებ სიცოცხლეს“ და ა.შ. – სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. აქედან ერთ-ერთი, ცნობილი მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. …
Continue reading “იარე ნელა! – რას ითვალისწინებს შსს-ს ახალი სტრატეგია”
პარაშუტი, დელტაპლანი, იახტა თუ დაივინგი? ექსტრემალური გართობის ფასი ბათუმში
„ბათუმში ყველაზე ექსტრემალური გასართობი ბატუტია. დიდი ადრენალინია, როცა ადიხარ დიდ სიმაღლეზე და შემდეგ ეშვები. განსაკუთრებით ზღვაშია კარგი, შეგიძლია მაღლა ახვიდე და წყალში ჩახტე. ეს ექსტრემალებისთვის ძალიან მაგარია“, – ამბობს ინდირა ევგენიძე და წყლის ბატუტს უბრუნდება. ის ამ გართობისთვის საათში 15 ლარს იხდის, თუმცა ამბობს, რომ განცდილი ამად ღირს. ბათუმში დასასვენებლად ჩამოსულ ექსტრემალებსა და აქტიური დასვენების …
Continue reading “პარაშუტი, დელტაპლანი, იახტა თუ დაივინგი? ექსტრემალური გართობის ფასი ბათუმში”
როგორ აარიდა თავი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას „საქართველოს ფოსტამ“
„საქართველოს ფოსტას“ სასამართლოში საქმე ბათუმიდან ათმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო. ათივე მათგანმა ხელახლა უჩივლა ფოსტას. ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ, „საქართველოს ფოსტამ“ ბათუმის ნაცვლად აჭარის და გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღადგინა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „საქართველოს ფოსტამ“ ამ გზით აარიდა თავი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და დასაქმებულები არაადამიანურ პირობებში ჩააყენა. ფოსტის 100-პროცენტიანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოსტის უკანონო გადაწყვეტილებებს, …
Continue reading “როგორ აარიდა თავი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას „საქართველოს ფოსტამ“”
ახალი ბულვარი ტურისტებისა და კონცეფციის გარეშე
აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე, განსაკუთრებული დატვირთვით სანაპირო ზოლი და ბულვარი გამოირჩევა. თუმცა ბულვარის ახალი და ძველი ნაწილი კონტრასტულ სურათს ქმნის. მაშინ, როდესაც ძველ ბულვარში სიცოცხლე დუღს, ახალ ბულვარში ადამიანები კანტიკუნტად დადიან. დღის განმავლობაში ძველ ბულვარში შესამჩნევი ხალხმრავლობაა. სკამებზე, მინდვრებსა და ხეივანში დასასვენებლად გამოსულ უამრავ ადამიანს შენიშნავთ. დიდი დატვირთვით მუშაობს სხვადასხვა კვების ობიექტი, ჯიხური თუ მაღაზია. …
Continue reading “ახალი ბულვარი ტურისტებისა და კონცეფციის გარეშე”
ვინ შეძლებს ბათუმში ბინის იაფად ყიდვას
ბათუმის მერიის პროგრამას, რომელსაც ბათუმში „იაფი სახლის“ სახელით იცნობენ, რამდენიმე წელია ათასობით ბათუმელი ელოდება. პროგრამამ სახელი შეიცვალა, ახლა მას „ხელმისაწვდომი სახცოვრისი“ ჰქვია, გაირკვა ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში აგებულ კორპუსებში ბინის შეძენას არა სოციალურად დაუცველები, არამედ გადახდის უნარის მქონე ადამიანები შეძლებენ, რომელთაც ხელფასი იმდენი არ აქვთ, რომ ახალი ბინა იყიდონ, თუმცა შეუძლიათ მინიმალური ყოველთვიური შენატანი უზრუნველყონ. …
დაჯარიმდებიან თუ არა პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე, 6 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახლად დაქორწინებულ წყვილს – იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს. ინფორმაციას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს და ფაქტს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად აფასებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ წყვილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაცემული ბეჭედი ხულოს გამგეობამ …
Continue reading “დაჯარიმდებიან თუ არა პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე”
„დახატე შენი გმირი“ – ბავშვების თვალით დანახული გმირები (ვიდეო)
დღეს 8 აგვისტოს, ბათუმში „თანამედროვე ხელოვნების ცენტრში“, აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „დახატე შენი გმირი“. სხვადასხვა ასაკის ბავშვები თავიანთ საყვარელ გმირებს, ხელოვნების ცენტრის კედლებზე ხატავდნენ. კედლებზე გამოსახური ბავშვების საყვარელი გმირები ჯარისკაცებიც იყვნენ, რომლებიც ბავშვების თქმით, იმიტომ არიან გმირები, რომ თავიანთ სამშობლოს იცავენ. კედლებზე ბავშვებმა მათი საყვარელი ნაწარმოების გმირებიც გამოსახეს. აქცია – „დახატე შენი …
Continue reading “„დახატე შენი გმირი“ – ბავშვების თვალით დანახული გმირები (ვიდეო)”
ქობულეთში პარაშუტი ხეს გამოედო [ფოტო, ვიდეო]
ქობულეთში, 7 აგვისტოს, ზღვაზე პარაშუტით გასეირნებისას, პარაშუტი სანაპიროზე, თამარ მეფის ქუჩაზე, ხეებს გამოედო. თვითმხილველების თქმით, მაშველები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივიდა. ადამიანის დასახმარებლად „სანდასუფთავების“ მანქანა გამოიყენეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები შეტყობინების მიღებიდან 5 წუთში ინციდენტის ადგილზე იყვნენ.
3 ათასი ლარი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს
აჭარიდან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 3000 ლარი გადაეცა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თანხა 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ ფარგლებში გამოიყო. ამავე ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრებს უფასო სამედიცინო მომსახურებაც გაეწიათ. „აქცია, 7 აგვისტოს აჭარის მთავრობის მხარდაჭერით კლინიკა „მედცენტრში“ ჩატარდა“- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს …
Continue reading “3 ათასი ლარი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს”
როგორ მუშაობს მოძრავი ამბულატორია ბულვარში
„დღეში მინიმუმ 15-20 გამოძახება გვაქვს პლაჟზე. ხშირია ალკოჰოლის მიღების, მზისგან დამწვრობისა და წნევის ფაქტები. დღის მეორე ნახევარში მატულობს ტრავმული შემთხვევებიც,“ – გვეუბნება სასწრაფოს ექიმი ნინო გურგენიძე, რომელიც ბათუმის ბულვარში მოძრავ ამბულატორიაში მუშაობს. რა სირთულეებს აწყდებიან სასწრაფოს ექიმები გამოძახებისას და რატომ არ ითვალისწინებენ მოქალაქეები ექიმის რეკომენდაციებს? თანამედროვე, მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში ერთი თვეა რაც განთავსდა. ამბულატორიის …
Continue reading “როგორ მუშაობს მოძრავი ამბულატორია ბულვარში”
ბელორუსიის მოქალაქეს ბათუმში ბებიასა და ბაბუას საფლავი აღარ დახვდა
ეროვნებით ბელორუსი ოლღა და ვლადიმერ იუცკევიჩები ბათუმელები იყვნენ. ოლღა 1987 წელს გარდაცვლილა, ვლადიმერი – 1995-ში. ისინი ფერიის სასაფლაოზე დაუმარხავთ შვილებს და შვილიშვილებს, რომლებიც საქართველოში აღარ ცხოვრობენ. 2014 წელს ბებიასა და ბაბუას საფლავების მოსანახულებლად შვილიშვილი ოლია ჩერნიშოვა ჩამოსულა. მას წინაპრების საფლავზე სხვისი საფლავის ქვა დახვდა, რომელზედაც უცნობი ქალის სახელი და გვარი ამოიკითხა. „ეს არ არის პირველი …
Continue reading “ბელორუსიის მოქალაქეს ბათუმში ბებიასა და ბაბუას საფლავი აღარ დახვდა”
ბსუ-ს, აჭარის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს სასწავლო ბაზად გამოყენებას ითვალისწინებს. ამასთანავე, მემორანდუმის ფარგლებში, საავადმყოფო აუცილებელი ტექნიკით აღიჭურვება. შეთანხმება გულისხმობს თითოეული მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნას. ჯგუფის …
Continue reading “ბსუ-ს, აჭარის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა”
აშენდება თუ არა ესტაკადა ბათუმის პორტთან
„შედეგი ამ მიმართულებით აუცილებლად მალე დადგება“ – ასეთია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პასუხი, თუმცა როდის დადგება ეს შედეგი, იგი არ აკონკრეტებს. ბათუმის მერიაში ესტაკადის პროექტი კარგა ხანია შესულია, თუმცა მერია მშენებლობის ნებართვას არ გასცემს. „ხშირად, გოგებაშვილის ქუჩაზე, რკინიგზაზე სატვირთო ვაგონების გადაადგილების გამო იკეტება გზა და სხვა რომ არაფერი, უკვე მერამდენედ დამაგვიანდა მატარებელზე. ბოლოს და …
მერიის გაფრთხილება: მოქალაქეებმა 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან
ბათუმის მერიის განცხადებით, „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ 6 მაისის პარკში ხე-მცენარეთა შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას განახორციელებს. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ, ხვალ, 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების პარკში გასეირნებისგან“.
ვინ უმკურნალებს ცხოველებს? – „საქართველოში ვეტერინარები აღარ გვეყოლება“
„მთაში ყოფნისას იყო შემთხვევა, როდესაც სხვა სოფლიდან ღამე გამომიძახეს, პირუტყვი ავად გაუხდათ. ღამე ფეხით ვერ წავედი, ტრანსპორტი არ იყო. დილით უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. თუმცა, რომ დავათვალიერე, დროული დახმარების შემთხვევაში მისი გადარჩენა შეიძლებოდა,“ – დანანებით ამბობს 57 წლის ბადრი შავაძე, რომელიც 33 წელია ხულოს მუნიციპალიტეტის 8 სოფლის ერთადერთი ვეტექიმია. მთლიანობაში ხულოს მუნიციპალიტეტის 80-მდე სოფელს სულ 7-8 …
Continue reading “ვინ უმკურნალებს ცხოველებს? – „საქართველოში ვეტერინარები აღარ გვეყოლება“”
რა ხდება ქალთა საპატიმროებში
ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“, იმის დასადგენად, თუ რამდენად არის გათვალისწინებული ქალთა გენდერსპეციფიკური ფაქტორები და საჭიროებები სისხლის სამართლის სისტემაში, კვლევა ჩაატარა, რომელიც სისტემის ყველა ეტაპს მოიცავს – დაკავების მომენტს, სასამართლო განხილვას და შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებას, როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო კუთხით. კვლევის ავტორის, ტატო ქელბაქიანის თქმით, ფოკუსჯგუფებთან, ყოფილ პატიმრებთან, პროკურორებთან, მოსამართლეებთან და სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან …
რა იწვევს ფუტკრის ოჯახების განადგურებას
აჭარის სოფლებში მეფუტკრეები ამბობენ, რომ ფუტკრის ოჯახები ეღუპებათ. ანალოგიური სიტუაციაა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ზოგიერთი მეფუტკრე მიიჩნევს, რომ ფუტკარს ის შხამ-ქიმიკატები ანადგურებს, რასაც სოფლის მეურნეობაში ერთწლოვანი თუ მრავალწლოვანი კულტურების შესაწამლად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ფუტკრის ასობით ოჯახი განადგურდა, სახელმწიფოს პრევენციული ზომებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეებს …
საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც ბაღის თანამშრომლებს არ აცნობეს
ბათუმის საკრებულოს წევრის, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, ნინო ბერაძის განცხადებით, საკრებულოს მიერ სამი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის 50-პროცენტიან მგზავრობის შეღავათს ითვალისწინებს, ამ დრომდე ადრესატამდე არ მისულა. საკრებულომ საშეღავათო ტარიფით სარგებლობის შესახებ დადგენილება 2016 წლის 20 აპრილს მიიღო. „ეს ინიციატივა იყო „თავისუფალი დემოკარტების“, რომელიც გაითვალისწინა საკრებულომ და საბავშვო ბაღების თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, …
Continue reading “საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც ბაღის თანამშრომლებს არ აცნობეს”
რატომ არ ასრულებენ მეთევზეები მერიის მითითებებს
ნურიგელის ტბასთან გამოკრული დიდი ტრაფარეტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ტბაში თევზაობა აკრძალულია. აკრძალვის მიზეზი ტბაში მომწამვლელი წყალმცენარეების გაჩენა გახდა. მერიის ინფორმაციით, სანამ ტბის გაწმენდის პროცესი არ დასრულდება, მანამდე ტბაში თევზჭერა შეზღუდული იქნება. ამის მიუხედავად, მეთევზეები მერიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ და თევზაობენ. „არ არის აკრძალული, რომ იყოს აქ არ გაგვაჩერებდნენ“ – გვეუბნება დავით არძენაძე. მის თქმით, თევზი მომწავლელი …
Continue reading “რატომ არ ასრულებენ მეთევზეები მერიის მითითებებს”
მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სახელმწიფო
„პირველად პრობლემა ათი წლის ასაკში შეექმნა. თანაკლასელებთან ვეღარ ურთიერთობდა. ერთი მასწავლებელი ამოიჩემა და სთხოვდა, ჩემი დედა იყავიო, ჩემთან ურთიერთობა არ უნდოდა. სახლიდან გაიქცა და ჰქონდა სუიციდის მცდელობები,“ – გვეუბნება 14 წლის გოგონას დედა, რომელიც გამოსავალს ეძებს. სისტემა, რომელიც მოზარდის ფსიქიკურ პრობლემებზე სრულფასოვნად იმუშავებს, ქვეყანას არ გააჩნია. „ხავსს ვარ ჩაჭიდებული, იქნებ ჩემი შვილი გადავარჩინო, მაგრამ გადავარჩენ …
Continue reading “მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სახელმწიფო”
2000 ფერადი ქოლგა მემედ აბაშიძის გამზირზე – „ბათუმობა 2016“
,,ბათუმობა 2016“-ის ფარგლებში ქუჩების სადღესასწაულოდ მორთვის ორგანიზებისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის მაქსიმალური თანხა 55 000 ლარია. ღონისძიება 2016 წლის 3-4 სექტემბერს ჩატარდება. სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად გამარჯვებულმა სხვადსხვა სამუშაოები უნდა შეასრულოს. მათ შორის დაგეგმილია: მემედ აბაშიძის ქუჩის მორთვა ქოლგებით – ბოძებზე უნდა გაიჭიმოს ე.წ. ,,მეტალის ტროსები”და მათზე მოხდეს 2000 ფერადი ქოლგის მონტაჟი; ყვავილების თაღის დამზადება – წარწერით …
Continue reading “2000 ფერადი ქოლგა მემედ აბაშიძის გამზირზე – „ბათუმობა 2016“”
ადრეული ქორწინების პრობლემაზე საჯარო ლექცია გაიმართა
თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ადრეული ქორწინების პრობლემებზე იმსჯელეს. ლექციას კითხულობდნენ ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გურჩიანი და ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი ბრიჯიდ არიმონდი. შეხვედრაზე განიხილეს როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონმდებლობა ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე პრობლემებიც განიხილეს, რომლებიც თან სდევს ნაადრევ ქორწინებას – პირველ რიგში ჯანმრთელობის პრობლემები 18-წლამდე დაფეხმძიმების გამო; აღინიშნა განათლების პრობლემა – ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში გოგონები, რომლებიც ნაადრევად …
Continue reading “ადრეული ქორწინების პრობლემაზე საჯარო ლექცია გაიმართა”
„მე უკვე მჯერა საკუთარი თავის“ – ოჯახში 13-წლიანი ძალადობის მსხვერპლის ისტორია
ხულოდან წალკაში მაშინ გადავსახლდით, როცა ზვავმა დაგვინგრია სახლ-კარი. მაშინ მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი. მამაჩემი სოფელში სკოლის დირექტორად დანიშნეს. მე კარგად ვსწავლობდი, სულ წიგნთან მინდოდა ყოფნა. დედაჩემი მიშლიდა, არაა ეგ ქალის საქმე, გათხოვდები, საქმე არ გეცოდინება და მე შემაგინებენო, ასე მეუბნებოდა. გვიან გავაცნობიერე, რომ ძალადობით დაიწყო ჩემი ცხოვრება. 14 წლის ვიყავი, „ელჩები“ როცა მოგვადგნენ. ასე ეძახდნენ …
Continue reading “„მე უკვე მჯერა საკუთარი თავის“ – ოჯახში 13-წლიანი ძალადობის მსხვერპლის ისტორია “
რატომ ემუქრება მიდიებს გადაშენება
საქართველოში შავი ზღვის ეკოსისტემას საფრთხეს სხვა ზღვებიდან შემოჭრილი ინვაზიური სახეობები უქმნიან. ეს ის მცენარეები, ცხოველები თუ ბაქტერიებია, რომლებიც თავიანთ საარსებო გარემოს მოწყდნენ და ახალ ეკოსისტემაში აღმოჩენილნი იქაურ მკვიდრ ორგანიზმებს ემუქრებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინვაზიური სახეობის – მოლუსკი რაპანას გამო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე გადაშენდა ხამანწკა. …
„არ გვეშინია, რადგან დანაშაული არ ჩაგვიდენია“ – სკოლები, როგორც პოლიტიკური სამიზნე
ბათუმში „შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან“, – განაცხადა ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თუმცა მოგვიანებით თურქეთის საელჩომ განაცხადა, რომ ეს თარგმანის არასწორი ინტერპრეტაცია იყო. ვინ დააარსა „შაჰინის სკოლა-ლიცეუმი“ ბათუმში და რატომ გახდა ის პოლიტიკური სამიზნე; აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი ყოფილ იმამთან და მწერალთან ფეტულა გულენთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება …
მიწის რეფორმის ალტერნატივა აჭარაში – ვის მიჰყიდის მიწებს სახელმწიფო
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც მიწის რეფორმის ერთგვარი „ჩანაცვლებაა“ იმ დასახლებებში, სადაც რეფორმა არ ჩატარებულა. ასეთი დასახლებებია აჭარის რეგიონის, მესტიის, თიანეთის, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გარკვეული სოფლები. პროგრამა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს პრივატიზების გზით. განსაზღვრულ დასახლებებში სახელმწიფო პროგრამა გავრცელდება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც 1992 წლის რეფორმის ფარგლებში არ …
Continue reading “მიწის რეფორმის ალტერნატივა აჭარაში – ვის მიჰყიდის მიწებს სახელმწიფო”
ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო
შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 27 ივლისს, დაახლოებით საათნახევრის წინ, ახალგაზრდა ქალი ზღვაში დაიხრჩო. „გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „გოგონა 20 წლამდე ასაკისაა, ადგილობრივია თუ დამსვენებელი ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს“ – აცხადებს შს სამინისტროს პრესსამსახური.
ძალადობის მსხვერპლი ქალები პროფესიის და დასაქმების გარეშე
დღეს 23 ივლისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ინიციატივით, ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის საამართველოს ხელმძღვანელი, ციალა ქათამიძეც ესწრებოდა. საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თიკო აბაშიძის განცხადებით, ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ რვა ქალს უწევს დახმარებას. თუმცა, ორგანიზაციას არ ჰყოფნის იმის რესურსი რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს გარკვეული პროფესიის დაუფლებაში ან განათლების …
Continue reading “ძალადობის მსხვერპლი ქალები პროფესიის და დასაქმების გარეშე”
ორსართულიანი, ნაწილობრივ ადაპტირებული მატარებლები
39 მილიონ ევროდ შეძენილი შტადლერის ფირმის მატარებლების პრეზენტაცია „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე გამართა. პრეზენტაციის დროს განაცხადეს რომ მატარებლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პრეზენტაციაზე იმყოფებოდა თომა კაკაბაძეც, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და ამბობს, რომ ახალი მატარებლები ნაწილობრივ ადაპტირებულია და არა სრულად. 400 ადგილიან მატარებელში, ადაპტირებული მხოლოდ ორი ადგილია. „როცა აანონსებენ რომ სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზეო, …
Continue reading “ორსართულიანი, ნაწილობრივ ადაპტირებული მატარებლები”
აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 134 589 ლარია
ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, მაისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგები, დათვლილია. უხვი ნალექის მიერ, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის მიყენებული ზარალი 134 589 ლარს შეადგენს. სტიქიის შედეგები მუნიციპალიტეტის გამგეობებმა ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე იყო წარმოდგენილი. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, 2016 წლის 7-8 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა გამგეობის ბალანსზე რიცხული ინფრასტრუქტურული ობიექტები: სოფელ შევაბურის …
Continue reading “აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 134 589 ლარია”
„ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ
ამ წუთებში, ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი იმ გარემო პირობებს აპროტესტებენ, რაშიც მათ ოჯახებს უწევთ ცხოვრება. აქ მცხოვრები ოჯახები აჭარის მთავრობას თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს სთხოვენ, რომ სანამ მათი ბინებით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდება, მანამდე, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა „ოცნების ქალაქში“. „გვინდა შევხვდეთ ზურაბ პატარაძეს რომ ჩვენი მოთხოვნები მოისმინოს. საკანალიზაციო სისტემა, განათება და გზები მოგვიწესრიგონ, …
Continue reading “„ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ”
ვიდეოსათვალთვალო კამერები პოლიციელების წინააღმდეგ
აჭარის მთავარი პროკურორი ლევან პაქსაშვილი გამოძიების დაწყებას ბრალდებულების – გიორგი პაპიძისა და კარლო სურგულაძის ოჯახის წევრებს დაჰპირდა. შეხვედრა საპროტესტო აქციის შემდეგ შედგა. აქციის მონაწილეები იმ კადრების ამოღებას მოითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, პოლიციელებმა ბრალდებულების დაკავებისთანავე რამდენიმე ობიექტიდან ამოიღეს. გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ბრალდებული სხვა საქმეზე, სადაც გადამწყვეტი აფთიაქის ვიდეოკამერის ჩანაწერი აღმოჩნდა – ჩანაწერმა გამორიცხა ის, რაც …
Continue reading “ვიდეოსათვალთვალო კამერები პოლიციელების წინააღმდეგ”
სუვენირები რუსეთ-საქართველოს “სიყვარულზე”
წყვილი ჭიქა, რომელსაც სახის ფორმა აქვს და კოცნას განასახიერებს, ბათუმის ბულვარში მდებარე სუვენირების მაღაზიებში იყიდება. ორი ჭიქიდან ერთს საქართველო აწერია და საქართველოს სახელმწიფო დროშა ახატია, მეორეზე კი ან საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული და აწერია საქართველო, ან სხვა ქვეყანის დროშა/გერბი და სახელწოდებაა გამოსახული. „წყვილი ქვეყნების“ ერთ-ერთი ხაზი საქართველო და რუსეთია. ოკუპანტ ქვეყანასთან დაწყვილებული საქართველოს ჭიქა-სუვენირის ფასი განსხვავებულია. …
Continue reading “სუვენირები რუსეთ-საქართველოს “სიყვარულზე””
„ევროპული დონის“ საპირფარეშოები ქალაქის სკვერებში
ბათუმის ცენტრში მდებარე ექვს საზოგადოებრივ სკვერში საპირფარეშო მოეწყობა. ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, ე.წ. „ბლაგოევგრადის სკვერთან“ მცხოვრებლებმა. მერია აქციის მონაწილეებს საპირფარეშოს მისამართის შეცვლას დაჰპირდა. სხვა სკვერებთან მცხოვრებლებს საპირფარეშოების აშენების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. საპირფარეშოებს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკვერებში ინდივიდუალური მეწარმე თამილა თოფურიძე ააშენებს. ის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთადერთი …
Continue reading “„ევროპული დონის“ საპირფარეშოები ქალაქის სკვერებში”