ტურიზმის დეპარტამენტი: საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 73,35-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა. „ცენტრების მომსახურებით განსაკუთრებით რუსი, პოლონელი, უკრაინელი და ებრაელი ტურისტები სარგებლობენ. მათი უმრავლესობა ძირითადათ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და ეკოტურიზმით ინტერესდება. საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორებს კონკრეტული …

„არშემდგარი გადატრიალება თურქეთში ქემალიზმის დამარცხებაა“

15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ შედგა. ბოლო მონაცემებით ამბოხს 265 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანი ხელისუფლებამ დააპატიმრა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ პროცესები აშშ-ში მცხოვრები მწერლის, ყოფილი იმამის, ფეტულა გულენის მიერ იმართებოდა. მეზობელ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს „ბათუმელებთან“ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,  ისტორიკოსი ემზარ კახიძე აფასებს. ბატონო ემზარ, პირველ რიგში, რა …

შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები თურქეთის კონსულის განცხადებაზე

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან“ [იგულისხმება ბათუმში მდებარე კერძო სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“]. განცხადებას სოციალურ ქსელებში მალევე მოჰყვა სკოლის მასწავლებლების, კურსდამთავრებულების, მოსწავლეებისა და მშობლების რეაქცია. „ბათუმელები“, განცხადების შეფასებისთვის დაუკავშირდა სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ რამდენიმე კურსდამთავრებულს. სახელი, გვარი, ასაკი: ასლან ართმელაძე, 23 წლის.  …

ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა

დღეს, 14 ივლისს, ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, 42-43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მძღოლი შეუძლოდ გახდა, მანქანა გააჩერა [მახვილაურის გადასახვევთან] და ძირს ჩავიდა. მგზავრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისულ ბრიგადას მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველების თქმით, გზაზე, მაშინ როცა მძღოლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სხვა სასწარაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ჩამოიარა, მოქალაქეებმა მისი გაჩერება სცადეს, …

საქველმოქმედო ორგანიზაცია: მერიისგან ოფიციალურ პასუხს ვერ ვიღებთ

თიკო აბაშიძე, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი მოქმედ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ მოქალაქეებთან კომუნიკაციის არქონის გამო. საჯარო სამსახურებისა და სახელმწიფო უწყებებისგან პრობლემაა ინფორმაციის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გაცემის ვადები კანონითაა დადგენილი.   ინფორმაციის გაუცემლობის მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ბათუმის მერია. მოქალაქეები ხშირად ამბობენ, რომ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ის საჯაროა, არ არის ხელმისაწვდომი. ჩვენი ორგანიზაციაც …

თამარის დასახლებას წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

ბათუმის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 13 ივლისს, 12:00 სთ-ზე წყლის მიწოდება შეუწყდება თამარის დასახლებას. წყალმომარაგება 16:00 სთ-ზე აღდგება. გავრცელებული ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტა გეგმურ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

სტიქია აჭარაში – 3 მილიონამდე ზარალი თვენახევარში

სოფელ უჩამბაში მდინარის ადიდების შედეგად წყალმა 320 ოჯახთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ალტერნატიული გზის გაწმენდა სტიქიის შემდეგ დროულად მოხერხდა, დღეს კი უკვე ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.  მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „აღნიშნულ ადგილებში ინტენსიურად მიმდინარეობს დაზიანებული წყლის მილების აღდგენა-გაყვანა. სამუშაოების დასრულებისთანავე სოფლებს აღუდგებათ სასმელი წყლის მიწოდება, ასევე შუახევის დაბაში აღდგება 24 საათიანი წყლის მიწოდების გრაფიკი. შუახევის მუნიციპალიტეტში ხელმეორედ …

აჭარის მთავრობას სტიქიის შედეგები არ დაუთვლია

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გეოლოგიური შესწავლა. მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა  შვიდმა ოჯახმა გამგეობაში შეიტანა განაცხადი, რის შემდეგაც კომისიის წევრები იმსჯელებენ მათი საცხოვრებლის ქირის ანაზღაურების საკითხზე. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაზიანება აღინიშნა 27 ლოკაციაზე. ძირითადად დაზიანებულია გზები და საკარმიდამო ნაკვეთები. კაპრეშუმში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთი …

მთავრობის სახლთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

ამ წუთებში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს  რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის უფლება არ მისცა. მთავრობის სახლის წინ იპოთეკით დაზარალებული პირები უკვე მერვე დღეა შიმშილობენ. აქციის მონაწილეები მთავრობას გამოსახლების შეჩერებას და გრძელვადიანი კრედიტების გაცემას სთხოვენ.

პროკურატურამ „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა

შპს „ცენტრ პოინტი აჭარას“ ხელმძღვანელების დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილის, ამავე ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილის, შპს ,,ცენტრ პოინტი აჭარა“-ს დირექტორების ირაკლი მინდელის და სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ. „ბრალდების მხარემ შუამდგომლობა კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებთან ერთად დაასაბუთა იმ …

სეზონური მიგრანტები – პრობლემა, რომელზეც ხელისუფლება თვალს ხუჭავს

დათო რ. სარფის საბაჟოზე მაშინ დააკავეს, როცა ის სხვისი პირადობის მოწმობით  საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. წინა ზაფხულს დეპორტირებული ამ გზით შეეცადა თურქეთში ჩაის კრეფის სეზონისთვის ჩასულიყო, სადაც მის მსგავსად ასეულობით საქართველოს მოქალაქე შრომობს, როგორც არალეგალი. ხელისუფლება „სეზონურ მიგრანტების“ არსებობას არ იმჩნევს. სარფის საბაჟოზე დათო რ.-მ საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა. სხვისი პასპორტი მას თურქეთის საბაჟომ დაუფიქსირა. რამდენიმე …

არასრული მონაცემებით, მარტო ივნისში, სტიქიის გამო აჭარაში ზარალი მილიონ ლარზე მეტია

8 ივლისს განვითარებული წყალდიდობებისა და მეწყერული პროცესების პარალელურად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, ქედის მუნიციპალიტეტისა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმოადგენლებმა, 2016 წლის ივნისის თვეში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ მონაცემები წარადგინეს.  თანხა საერთო ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად სტიქიის სალიკვიდიციო შერეული სამთავრობო კომისიის წევრიცაა – ქედის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი ანგარიშით, …

კაზინო „კამპიონე“ აღარ მუშაობს – თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

ბათუმში მდებარე კაზინო „კამპიონეს“ თანამშრომლების თქმით, კაზინო ერთ კვირაზე მეტია არ მუშაობს, თავად კი გაურკვევლობაში არიან და კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ. „იანვრის შემდეგ ხელფასებს ნორმალურად არ გვიხდიდნენ. ბოლო ორი თვეა საერთოდ არ აგვიღია. ყველას განსხვავებული ხელფასი გვაქვს, ამასთან, ზოგს 1200 დოლარი, ზოგს 4 ათასი და 6 ათასი დოლარიც კი აქვს ასაღები. არიან ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც წავიდნენ კაზინოდან და …

დისკუსია ნარკოპოლიტიკის საკითხებზე

ხვალ, 8 ივლისს, 12:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება შეხვედრა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ბოლო პერიოდში საქართველოში ნარკოპოლიტიკა მწვავე კრიტიკის საგანია. მას უწოდებენ რეპრესიულს და მოითხოვენ მის შეცვლას ჰუმანური ნარკოპოლიტიკით, რომელიც იქნება არა დასჯაზე, არამედ რეაბილიტაციაზე და მკურნალობაზე ორიენტირებული“- ნათქვამია შეხვედრის ორგანიზატორის, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ინფორმაციაში. ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, საჯარო შეხვედრაზე ისაუბრებენ შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და …

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ბავშვს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ქუჩაში მიმავალ დაახლოებით 9 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებული, „რომლის მდგომარეობა მძიმე არ უნდა იყოს“, ანგისაზე მდებარე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …

ქობულეთში ბავშვთა პანსიონი დაიხურა

ქობულეთში არსებული გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი დაიხურა. პანსიონი კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ იყო დაარსებული. პანსიონის დახურვას ლეონიდ ჩერნოვეცკი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა, სადაც  ის შერჩევით სამართალზე საუბრობს:  „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ყველა ის არალიცენზირებული ბავშვთა სახლი, რომელთა დაფინანსებაც საზღვარგარეთიდან ხდება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მის თითოეულ დამრღვევზე უნდა ვრცელდებოდეს“. …

დაზიანებული ტრენაჟორი – დაუდევრობა თუ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩა 30-ის მიმდებარედ არსებულ ბაღთან ტრენაჟორები ორი კვირაა რაც დაამონტაჟეს. დღეს დილით კი ტრენაჟორები მოსახლეობას დაზიანებული დახვდა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ „ხელოვნურ დაზიანებასთან არ გვაქვს საქმე. ტრენაჟორები უხარისხიოა, ან უხარისხოდაა დამონტაჟებული… სავარაუდოდ, ჭანჭიკებმა ვერ გაუძლეს და ერთი მათგანი მოტყდა“. ტრენაჟორების შეძენა-დამონტაჟება ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ბათუმის მერის წარმომადგენელმა თამარის უბანში, თამაზ სალუქვაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, …

იპოთეკით დაზარალებული პირები მთავრობის სახლის წინ შიმშილობენ

აჭარის მთავრობის შენობის წინ, იპოთეკით დაზარალებული პირების შიმშილობა გრძელდება. 20-მა ადამიანმა შიმშილობა გუშინ დაიწყო. ისინი დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათამდე შიმშილობენ და აჭარის მთავრობისგან ბანკთან შუამდგომლობას და დაბალპროცენტიან,  გრძელვადიან კრედიტებს მოითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გუშინ პოლიცია მივიდა და მათ დაშლას შეეცადა. „მთავრობის სახლიდან 20 მეტრის მოშორებით მოგვთხოვეს პროტესტის გაგრძელება. პოლიციას ვუთხარი, რომ   მშვიდობიანი …

70 ოჯახის ხარჯზე მერიამ მანქანების უფასო სამრეცხაო გაიკეთა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში, მიწის ნაკვეთი, სადაც ავარიული კორპუსი იდგა და სახელმწიფომ დაანგრია, ქალაქის მერიამ 10  წლით კერძო კომპანიას გადასცა. ამით მერიამ იქვე მდებარე სხვა კორპუსთან მისასვლელი გზაც გაასხვისა, რის შედეგადაც მოსახლეობას ეზოში ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილი აღარ დარჩა. მიწის ახალმა მფლობელმა კორპუსის წინ უსახური ღობე გაავლო. დროებით გასხვისებულ ნაკვეთზე ავტოსამრეცხაო მოაწყეს, სადაც მერიისა და საკრებულოს …

29 სტადიონი ხელოვნური საფარის გარეშე

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სპორტული მოედნები ავარიულ მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს პრობლემას სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის არარსებობა უქმნის, ბავშვები აქ მხოლოდ მაშინ თამაშობენ, როდესაც წყლის გუბეებს მზე ამოაშრობს. სპორტულ მინიმოედნებს, რომლებიც სოფლის ცენტრებსა და სკოლების გვერდითაა მოწყობილი, ძირითადად, ხელოვნური საფარი არ აქვთ. სპორტული მინიმოედანი ქედის სოფლებში: ტაკიძეებში, გოგიაშვილებში, დანდალოში, …

მოსახლეობა დაპირებულ კომპენსაციას ისევ მოითხოვს

სამი სოფლის, კირნათის, მარადიდისა და მირვეთის მაცხოვრებელთა საპროტესტო აქცია, დღესაც მიმდინარეობს.  სოფლის მცხოვრებლები კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ისგან  მდინარე აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას მოითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიაც და ხელისუფლებაც კომპენსაციის გაცემას დიდი ხნის წინ დაჰპირდა, თუმცა პირობა არცერთმა არ შეასრულა. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებს უფლებას არ აძლევენ ჰესის მშენებლობა გააგრძელონ. როგორც სოფელ კირნათის …

ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

ქარიან ამინდში აუცილებლად შეამჩნევთ ქალაქის თავზე მფრინავ პოლიეთილენის პარკებს. პარკებს ნახავთ ხის ტოტებზე, ქალაქის ქუჩებში, ბუნებაში… მიზეზი მარტივია, საქართველოში ერთი მოსახლე, საშუალოდ, 525 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს წელიწადში, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ორჯერ დაბალია. ერთი წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტრო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა და რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრი შეუერთდა …

საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

პირველ ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. „ეკონომიკური ასოცირება არის ვიზალიბერალიზაციის ნაწილი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მისცემს. ეკონომიკური ნაწილი კი შესაძლებლობას მოგვცემს ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია,  ეს იქნება მასტიმულირებელი  იმისათვის,  რომ ჩაიდოს ევროპული ინვესტიციები …

აქციაზე დაკავებული გონიოელების სასამართლო პროცესი გრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს დაკავებული გონიოელების – გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის საქმე განახლდა. საიას იურისტის თქმით, დღეს პროცესზე მოწმეები დაკითხეს, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომედგენელი ბათუმში ციალა ქათამიძე. საქმის განხილვა 30 ივნისს გაგრძელდება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო სამი პირი [გურამ მიქელაძე, ენვერ ირემაძე, იასონ პაქსაძე] ადმინისტრაციული …

ბათუმის საკრებულოში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული პეტიციების განხილვა

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის – „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში ბათუმის საკრებულოში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული 7 პეტიციის განხილვა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილე ბათუმის საკრებულოს წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ გარკვეული საკითხების გადაწყვეტის თაობაზე, საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაციები კი მზად არიან ერთობლივი თანამშრომლობით ხელი შეუწყონ სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებას. …

რა ვადით აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს

ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის ვადები არც სანებართვო მოწმობასა და არც პროექტში განსაზღვრული არ არის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება. ბათუმში ექსპლუატაციის ვადას მიღწეული ბევრი კორპუსია, თუმცა მათი ავარიულობის შემოწმება მერიის პრეროგატივა არ არის. ამას დასადგენად საექსპერტო ბიუროს უშუალოდ სახლის მაცხოვრებლებმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა თავად უნდა მიმართონ. ინჟინერ-კონსტრუქტორი, მშენებლობის ექსპერტი …

ინტერვიუ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან

რატომ აქვს „ყველაზე უტაქტო საჯარო მოხელის“ იმიჯი, როგორ აფასებს ის მისი და სააგენტოს თანამშრომლების მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს და როგორია მისი თვალით დანახული სახელმწოფო სოციალური პოლიტიკა დღეს? ამ თემაზე „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, თემურ ქარცივაძეს ესაუბრა. ბატონო თემურ, კანონის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ქუჩაში მყოფ არასრულწლოვან ბავშვებზე, თუმცა თითქმის ყოველდღიურად …

საარჩევნოდ გაკეთილშობილებული ბათუმის ბიუჯეტი

წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბათუმის ბიუჯეტი 1 მილიონ 570 ათასი ლარით გაიზარდა. თანხა ინფრასტრუქტურასა და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა, რის შედეგადაც ბათუმის ბიუჯეტი ახლა გაცილებით სოციალურია, ვიდრე მანამდე იყო. დაახლოებით ერთ თვეში ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო უფასო სადილს დამატებით 500 სოციალურად დაუცველს შესთავაზებს. მეექვსე მუნიციპალ¬¬ური სასადილოს ასამოქმედებლად მერიამ ჯავახიშვილის ქუჩაზე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა …

რამდენიმე სოფელი დაპირებულ კომპენსაციას ითხოვს

დღეს 13 ივნისს, საზღვრისპირა სოფლების – მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა დაპირებულ კომპენსაციას ითხოვს. ამ სოფლებში ჰესის მშენებლობის გამო, მათ ზიანის სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაცია უნდა მიეღოთ. „ერთი კვირის წინ გვითხრეს რომ  ფულადი კომპენსაციების გაცემა დაიწყებოდა, თუმცა, შემდეგი კვირა მოვიდა და პროცესი დაწყებული არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს მანამდე, სანამ ხელისუფლება …

საპროტესტო აქცია ქობულეთში

დღეს, 11 ივნისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის 376-ში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ზღვისპირა პარკის ნაწილის გასხვისებას ეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციულ ზონად დარჩეს და აქ არ აშენდეს მაღლივი შენობები. სადავო ტერიტორია სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ მიმდებარედაა. წინა ხელისუფლების დროს ტერიტორია ყაზახ ინვესტორებს გადაეცა, თუმცა  ინვესტიცია არ განხორციელებულა. „ადრე აქ კარდიოლოგიური ცენტრი ფუნქციონირებდა, რადგან მწვანე ზოლზე …

ველორბოლა, შეჯიბრი სირბილში – ბულვარსა და „ჰილტონის“ კიბეებზე

დღეს, 11 ივნისს „ჰილტონ ბათუმი“ ყოველწლიურ საქველმოქმედო მარათონში ჩაერთო, რომელსაც „ჰილტონის“ ქსელი მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში ახორციელებს. მარათონი – „შემოვიაროთ მსოფლიო ერთ დღეში“, ბათუმში სპორტული აქტივობებით დაიწყო. დილის 11 საათიდან, ბათუმის ბულვარში ველომარათონი მიმდინარეობს, სადაც პროფესიონალ ველომრბოლელებთან ერთად, მოყვარულებიც მონაწილეობენ. „ზოგი 5 კილომეტრს გადის, ზოგი ცხრას. შემდეგ ჩვენ ვაჯამებთ კილომეტრებს და ასე ვაგროვებთ 40075 კმ-ს  დედამიწის …

19 წლის თინიკო – ოთხსულიანი ოჯახისა და ავადმყოფი დის მარჩენალი

19 წლის თინიკო მახარაძეების ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ის ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე სამსახურშია, ხელფასი კი ყოველთვიურად 350 ლარი აქვს. სკოლის გამოსაშვებ საღამოს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, რადგან მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში სიარული შეწყვიტა. სწავლა ოჯახური პირობების გამო ვერ გააგრძელა – დედას უნდა დახმარებოდა უფროსი დის, ნათიას მოვლაში, რომელსაც …

მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია ამოქმედდა

3 ივნისიდან ამოქმედა პარლამენტის დადგენილება, რომლითაც საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია დამტკიცდა. საქართველოს მთავრობას დაევალა 2016 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა – „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ განსახორციელებლად. 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას კი, კოორდინაციას გაუწევს და მის მონიტორინგს განახორციელებს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და …

„დაინახე მეტი ვიდრე ჩანს“ – პროექტის პრეზენტაცია

ხვალ 7 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების პროგრამის  – „დაინახე მეტი ვიდრე ჩანს“, პრეზენტაცია. პრეზენტაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში პროექტის ორგანიზატორი, საინიციატივო ჯგუფი „დაინახე უფრო მეტი“ გამართავს. საინიციატივო ჯგუფი 2016 წლის 1 აპრილს ჩამოყალიბდა.  პროექტის მხარდამჭერი  ბრიტანული არასამთავრობო ორგან იზაცია Human rights focus , ახალგაზრდული ალიანსი ადამიანის უფლებებისთვის და  გაცვლითი პროგრამა …

უვადო პატიმრების ახლობლები მასშტაბურ აქციას მინისტერიალზე გეგმავენ

დღეს,  6 ივნისს, 12 საათზე, ბათუმში იუსტიციის სახლის წინ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმართა ახლობლებმა ის საკანონმდებლო ნორმა გააპროტესტეს, რითაც უვადო პატიმრობაში მყოფ პირებს ამნისტია არ ეხებათ. „ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, სადაც  ასამდე ადამიანი იყო მოსული.  2012 წელს გამოცხადდა ამნისტია, რომელიც არ შეეხო უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს, რაც არის კანონის უხეში დარღვევა. ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს არის საკანონმდებლო …

ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტების ნაწილს 3 ივნისს დენის მიწოდება დროებით შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აჭარისა და გურიის რეგიონების გარკვეულ სოფლებს, ასევე ქალაქ ბათუმის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. „ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ივნისს, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაბა ხელვაჩაურის ნაწილის, სამრეწველო ზონის, შარაბიძეებისა და მახვილაურის დასახლების, სოფლების: სატეხიას და ვარშალომიძეების 6 000 აბონენტს. 06:00 სთ- დან 07:00 …

Exit mobile version