სახალხო დამცველი ქობულეთის მოსახლეობას შეხვდება

დღეს 23 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრა 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი. ამავე ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ჩასვლასაც აპირებს. სახალხო დამცველი ხვალ, 24 მაისს ბათუმში იქნება, სადაც შეხვედრას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საღამოს კი შეხვედრა დაგეგმილია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან.

მოსახლეობა გამხმარი ევკალიპტების მოჭრას ითხოვს

ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გასწვრივ, რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეა გამხმარი. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა ამ ხეების მოჭრას ითხოვს. ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ეთერ მაჭუტაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ  ხეების მოჭრის მოთხოვნით განცხადება მერიაშიც შევიდა, თუმცა აღნიშნული ტერიტორია გადაამოწმა და ის  კერძო საკუთრებაშია, შესაბამისად, ხეებზე პასუხისმგებელიც მესაკუთრეა: „ვისია კონკრეტულად, ვერ გეტყვით ეს ტერიტორია, თუმცა ჩვენ …

მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?

ახალი საბაგირო გზა სანაპიროდან ყოფილი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიამდე, სასტუმრო კომპლექსი, ახალი ადმინისტრაციული შენობა ბოტანიკურ ბაღში – არის თუ არა ეს „პანორამა ბათუმი“? რა მიზნით სტუმრობენ ბიძინა და ადიკო ივანიშვილები მწვანე კონცხს და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდი „ქართუ“? „ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე იყო მოსული, ეს ადგილები დაათვალიერა, ზოგ  ადგილზე თქვა საინტერესოაო, ზოგზე …

რა ღირს სკოლის დამთავრება

საჯარო სკოლებში ბოლო ზარი უკვე დაირეკა. ახლა მე-12 კლასელები საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებიან, რასაც საბოლოოდ სკოლის გამოსაშვები ბანკეტი დაასრულებს. სკოლების დუმეტესობას საბანკეტო დარბაზი ძვირადღირებულ სასტუმროებში აქვთ დაჯავშნული. რა უჯდებათ მოსწავლეებს სკოლის დასრულება და რატომ ჰგავს ყველა გამოსაშვები საღამო ერთმანეთს? მირანდას კლასი გამოსაშვებ საღამოს სასტუმრო „ჰილტონში“ გეგმავს, სადაც ერთი მოსწავლის საბანკეტო მაგიდა 110 ლარი ღირს. ამ თანხაში …

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები კომპანიის წინააღმდეგ

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებმა შესაძლოა შპს „გუმბათს“ სასამართლოში უჩივლოს. მათი განცხადებით, მშენებელმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები დაარღვია. გარდა ამისა, სახლის მაცხოვრებლებს, „გუმბათის“ მისამართით სხვა პრეტენციებიც აქვთ. მათი თქმით, კომპანიამ კორპუსის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიისაკუთრა, სადაც ოფისის მშენებლობას აპირებს. „პროექტის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში უნდა ყოფილიყო ვიდეოთვალები, ლიფტები დაუცველია და გაგვიქურდეს, …

ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ნივთების გამოფენა ბათუმში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, 26 მაისთან დაკავშირებით, დღეს, 12 მაისს, ბათუმში, „ვარდების სკვერში“  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ექსპონატები გამოფინეს. გამოფენა ბათუმში 17:00 საათამდე გაგრძელდება, ხვალ კი ექსპონატებს ოზურგეთში  გამოფენენ.  საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ექსპონატების გატანას რეგიონებში.   პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლის,  ჯული ცხვედიანის თქმით, …

71 წლის ქალი შიფერის გასასწორებლად სახურავზე

ქვედა მახუნცეთში მცხოვრებ დებს – თინასა და სონიას ყოველი გაწვიმება აშინებს. დების სახლის სახურავი დაზიანებულია, წვიმის დროს წყალი სახლში ჩადის და 71 წლის სონია იძულებულია სახურავის სახელდახელოდ შესაკეთებლად სახურავზე ავიდეს. 71 წლის სონია და 68 წლის თინა კურცხალიძეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში ცხოვრობენ შიფერით გადახურულ, ქვის, ორსართულიან სახლში. სახლის მეორე სართულის აივანს ძველი ბრიზენტი …

დელფინარიუმმა დისკრიმინაციული ფასი შეცვალა

ბათუმის დელფინარიუმმა სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულა, რომელიც მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დისკრიმინაციული ფასის გაუქმებას ავალდებულებდა. ბათუმის დელფინარიუმში დელფინებთან 15-წუთიანი ინტერაქტივის ფასი 3–დან 16 წლამდე პირთათვის  100 ლარი,  16 წელს გადაცილებულთათვის – 150 ლარი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ყველაზე ძვირი – 160 ლარი ღირდა. მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციამ – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – …

300 ლარი ომის ვეტერანებს მერიისგან

ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისი ბათუმშიც აღინიშნა.  ომის ვეტერანები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, თითოეული ვეტერანი და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, – 300 ლარს მიიღებენ. გმირთა ხეივანში ვეტერანების გარდა, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მერიის ინფორმაციით, 9 მაისის ღონისძიებები ვეტერანებისადმი მიძღვნილი საზეიმო ბანკეტით დასრულდება. ბათუმში ამ დროისთვის 36 ომის ვეტერანი …

რა მოეთხოვება პატრულს ფიზიკურ მომზადებაში – შსს ნორმატივებს არ ასაჯაროებს

ფოტოზე ერთ-ერთი პატრულია ბათუმიდან, რომელიც არ არის ერთადერთი და რომლის დანახვაც აჩენს კითხვას – რამდენად არის იგი მზად, მაგალითად, დაედევნოს სავარაუდო დამნაშავეს, ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება სხვადასხვა დარღვევაზე? ფიზიკური მომზადება და მისი რეგულარული დაცვა კანონით განსაზღვრული, აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ იყო პოლიციელი. „პოლიციის შესახებ“ კანონში წერია, რომ პიროვნული და საქმიანი თვისებების, ასევე განათლებისა და ჯანმრთელობის გარდა, …

კაცი საყურით – პოსტსაბჭოთა საზოგადოების აგრესიის მიზეზი

26 აპრილს, თბილისში, მოქალაქე ნიკა ბერიძე და მისი მეგობრები საყურეს ტარების გამო უცნობმა პირებმა სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს. „ქართველ კაცს საყურე არ შეეფერება“, „ქართველს არ გავხარ“, –  მათი თქმით, სწორედ ეს იყო თავდასხმის მოტივი. კაცები საყურეს  გამო სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტი არაერთხელ გამხდარან საქართველოში. როგორც ჩანს, ადამიანებმა, რომლებიც ლოზუნგით – „ქართველობას გვართმევენ“ ყველა სიახლეს …

„ოცნების ქალაქში“ ორი ქოხი დაიწვა

პირველ მაისს,  გვიან ღამით, ე.წ „ოცნების ქალაქში“ ხანძარი გაჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ერთი ქოხი მთლიანად დაიწვა, მეორე კი სანახევროდ. განადგურებულია ქოხებში მცხოვრები პირების საოჯახო ნივთებიც. დამწვარ ქოხებში სოციალურად დაუცველი აბაშიძეების და ლომსანაძეების ოჯახები ცხოვრობდნენ.  სახანძრო სამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ცვლილებები ბათუმის აგრარული ბაზრის ყველის სექციაში

დღეს 28 აპრილს, სასტუმრო „შერატონში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ინიციატივით, შეხვედრა იმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ბათუმის აგრარული ბაზრის წარმომადგენლებს შორის. როგორც განმარტეს,  შეხვედრის ძირითადი მიზანი ბათუმის აგრარულ ბაზარში გასატარებელი ცვლილებებია. კერძოდ, ცვლილება შეეხება ყველის სექციას, რომლის რეკონსტრუქციის პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით …

პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში

„პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში“, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც კონკრეტულ უბანს, დასახლებას თუ მუნიციპალიტეტს გააჩნია. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები მოქალაქეებთან რის შემდეგაც, მოსახლეობის მიერ გამოკვეთილ პრობლემებს მიეცემა პეტიციის სახე და წარდგენილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობების საკრებულოებში. „ეს არის USAID-ის მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც მოსახლეობის …

იმუნიზაციის კვირეული დაიწყო

30 აპრილის ჩათვლით, საქართველოში ტარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული სლოგანით – „აცერი და დაიცავი!“, რომელიც აღინიშნება  ევროპის მთელს რეგიონში.  „იმუნიზაციის მიზანია ცნობიერების ამაღლება და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. „იმუნიზაციის მიზანია ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა, რომელიც გამიზნულია მოსახლეობის ჯანმრთელობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად და დაავადებათა თავიდან ასაცილებლად. საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის (EVAP, 2014-2020) მიმდინარეობის …

ISIS-ის მხარდაჭერაში ბრალდებული პირების დედების განცხადება

ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ბრალდებული  გია ბახუნტარიძის, მირიან ირემაძის და ჯამბულ აბდულაევის დედებმა დღეს,  21 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბრიფინგი გამართეს.  მათი განცხადებით,  მათი შვილები უკანონოდ არიან დაკავებული და ბრალიც არასწორად აქვთ წაყენებული.  ისინი  საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას და სასამართლო გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვენ. ნატო ირემაძე,  ბრალდებულ გია ბახუნტარაძის  დედა:  „ვფიქრობ,  ჩვენი შვილები უდანაშაულოები არიან და …

არჩილ ხაბაძის და შშმ პირის შეხვედრა ქუჩაში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეს  გუშინ , საღამოს საათებში, მთავრობის შენობის წინ შეხვდა. ამ შეხვედრის ფოტოები  აჭარის მთავრობამ  სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, მოქალაქე  ჯემალ ჭელიძე  არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შიმშილობას დაიწყებდა. მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ მთავრობის შენობაში შესვლა  არაადაპტირებული გარემოს გამო ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს მთავრობის …

შუახევში ავტობუსს ხანძარი გაუჩნდა

შს სამინისტროს ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში  სასკოლო ავტობუსი დაიწვა. სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. „ინვენტარი გადაჰქონდათ. გამოძიება მიმდინარეობს 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანება, განადგურებას გულისხმობს. რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა, ამას გამოძიება დაადგენს“- აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. შს სამინისტრო ასევე არ აკონკრეტებს რომელ საჯარო სკოლას ეკუთვნის ავტობუსი.  არაოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლი არა სკოლის ავტობუსს, არამედ სოფელ …

საკაბელო ტელევიზია „TV ERA“ ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის

საკაბელო ტელევიზია „TV ERA“-მ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა დაიწყო.  ოპერატორ  ნანა გრიგოლიანის განმარტებით, აბონენტებს  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით,  რესივერის  შეძენა მოუწევთ.  წინააღმდეგ შემთხვევაში,  სატელევიზიო პროგრამებს ვერ მიიღებენ. „რესივერი უნდა შეიძინონ თავისი პულტით. ეს იმ ტელევიზორებს სჭირდებათ, რომლებსაც არ შეუძლიათ ციფრული სიგნალის მიღება.  რესივერი თავისი პულტით ას ლარზე მეტი ღირს, თუმცა ჩვენს  აბონენეტებს განახევრებულ ფასს ვახდევინებთ და …

„სოფლელები“ და „ტყიდან გამოსულები“ – ინცინდენტი „მხიარულ ჩემპიონატზე“

„მხიალური ჩემპიონატის“ მონაწილე მახუნცეთის საჯარო სკოლის გუნდი, ჟიურის ერთ-ერთ წევრს  მათი გუნდის წევრების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ჟიურის კი მიკერძოებაში. სკოლის პედაგოგი სულიკო ღოღობერიძე, რომელიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდა ჩემპიონატში, ამბობს, რომ  ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ნანა ბარამიძემ მათ  გუნდს „სოფლელები“ უწოდა. „წინასწარი შედეგებით ჩვენი სკოლა ლიდერობდა, თუმცა ბოლოს მესამე ადგილზე დაასახელეს. არაობიექტური იყო, ალბათ სხვა სკოლის გამარჯვება უნდოდათ. …

„ენმ“-ის წევრის განცხადებით, მერია უკანონო სამუშაოებს აწარმოებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გელა დეკანაძის განცხადებით, ბათუმის მერია ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებს. მან ეს განცხადება 18 აპრილს, ბრიფინგზე გააკეთა. „იანვრის თვეში, ყადირ შერვაშიძის ქუჩის #38-ში, სასტუმრო „თანამგზავრთან“ ახლოს მიწა ჩამოწვა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრის სიგრძის გზა დააზიანა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობა გადაადგილდება ფეხით, სასწრაფო და სახანძრო მანქანებსაც შემოვლითი გზით  უწევთ მოძრაობა“ – აცხადებს გელა დეკანაძე. …

გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება გადაიდო

2016 წლის პირველ აპრილამდე ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებს სავალდებულო შემოწმება უნდა გაევლოთ, თუმცა ეს პროცედურა ერთი წლით კიდევ გადაწიეს. რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა ბუნებრივ აირზე გადაყვანის შემთხვევაში, არის თუ არა მგზავრების უსაფრთხოება დაცული და რა მოხდება მაშინ, თუკი ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის? მთავრობის დადგენილებით, აირბალონზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება „აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის“ მოვალეობა იყო. …

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი

საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ბრძანება გამოსცეს. „ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების [სუროგაციის] გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის პროცედურას, პირობებსა და საქართველოდან გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა ტრეფიკინგის თავიდან აცილების მიზნით. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „ბავშვი“ გულისხმობს არასრულწლოვანს“ – …

სამინისტროს ორი თანამშრომელი ინფორმაციის განადგურებაშია ეჭვმიტანილი

დღეს, 14 აპრილს, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა. ოფიციალური განცხადებით, ისინი ეჭვმიტანილები არიან ინფორმაციის განადგურებაში. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება გააკეთა მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა. „სამსახურში გამოცხადებისა და გარეშე პირთა შემოსვლასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განადგურებულია. ფაქტი 11 აპრილს დაფიქსირდა. ორ თანამშრომელზეა ეჭვი და მათ შეუჩერდათ უფლებამოსილება“- გვეუბნება სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია. …

ოჯახში ძალადობის სამი თვის სტატისტიკა

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 25 მარტის მდგომარეობით, ოჯახში ძალადობის 407 შემთხვევა დაფიქსირდა. სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც ამდენივეა. ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი,  –  2598 შემთხვევა, სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირებულია 2015 წელს.

1989 წლის 9 აპრილი – ფოტომასალა არქივიდან

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია.  თბილისში მშვიდობიანი აქცია,  საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით იმართებოდა. საარქივო მასალების მიხედვით, მაშინდელმა საბჭოთა რუსეთის მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა „ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები“.  დარბევის დროს 21 დემონსტრანტი დაიღუპა,  ათეულობით  ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის უმრავლესობა იყო ქალი. …

„ბავშვის სისასტიკის მიზეზი საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ“

ბათუმში 14 წლის მოზარდი ანრი გოგიტიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის დეიდის თქმით, ის თანატოლებმა მოკლეს. თუმცა დანაშაულის გამომწვევი ოფიციალური ვერსია გამოძიებას არ გაუვრცელებია. რა მიზეზები განაპირობებს მოზარდთა სისასტიკეს და რატომ ვერ უზრუნველყოფს სკოლა ან ოჯახი მოზარდთა დანაშაულის პრევენციას?   შარაბიძეების საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ მოზარდი, რომელსაც თანატოლის მკვლელობაში გარდაცვლილის ახლობელი ადანაშაულებს, მის სკოლაში სწავლობს. …

9 აპრილი ბათუმში

დღეს 9 აპრილს, ბათუმის ბულვარში  აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა, საჯარო მოხელეებმა და მოსწავლეებმა ცხრა აპრილს დაღუპული ადამიანების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ცერემონიაზე არ მოსულა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი.  მერიის პრესსამსახურში გვითრეს რომ მიზეზი არ იციან. ცხრა აპრილის მემორილათან არც მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იმყოფებოდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის თბილისში იმყოფება. „ბატონი არჩილი არის ეკონომიკური საბჭოს წევრი და …

დისკუსია ღია მმართველობის თემაზე

ხვალ, 8 აპრილს, 16 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ ჩაატარებს საჯარო კონსულტაციებს  ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“  განცხადებით, შეხვედრები ორგანიზებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი …

„მორალისტობა მორწმუნის იმიჯით ამორალურია“

ყველაზე აგრესიული და გამაოგნებელი კომენტარი, რომელიც ფეისბუქში დაწერეს, მსახიობ შორენა ბეგაშვილის 15 წლის შვილის მისამართით იყო – „ნეტა მოკვდეს“. გოგონა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. „ღირსია შორენა“, „დაჯექი ახლა შორენა, ისწორე ძუძუები და ილაპარაკე სექსზე“, – ეს კომენტარებიც სოციალურ ქსელში დაიწერა. ცნობილი ადამიანები ამბობენ, რომ მათი შვილები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარან განკიცხვის …

მეწარმეობა და ინოვაციურობა – ბენჟამენ ზიფის Webchat-ი „ამერიკულ კუთხეში“

ხვალ 5 აპრილს, ბათუმის „ამერიკულ კუთხეში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბენჟამენ ზიფის Webchat -ი იგეგმება თემაზე – „მეწარმეობა და ინოვაციურობა“. „იგი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდა მეწარმეებისათვის, რომლებსაც სურთ ბიზნესის დაწყება და აქვთ საინტერესო, ინოვაციური იდეები.  ასევე, ბიზნესით დაინტერესებული და ინოვატორი სტუდენტებისათვის“ – ნათქვამია „ამერიკული კუთხეს“ ადმინისტრაციის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, Webchat-ის   დროს 20-30 ახალგაზრდა ქართველი მეწარმე და ინოვატორი, ისაუბრებს …

ბათუმის დელფინარიუმი სამი კვირით დაიხურა

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას დროებით წყვეტს: „ტურისტული სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, ბათუმის დელფინარიუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც სამი კვირის განმავლობაში დელფინარიუმი დახურული იქნება,“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დელფინარიუმის დირექტორის დავით ლეკვეიშვილის თქმით, დაგეგმილია შენობის ფასადის შეღებვა და აუზის მიმდებარე იატაკების დამუშავება. დელფინების შოუ სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.

2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღეა

2 აპრილს, შაბათს 13:00 საათზე „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ინიციატივით გაიმართება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა თემაზე – „2 აპრილი, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე“.   ორგანიზატორთა ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, …

“მსოფლიო მოქალაქის” მოგზაურობა ველოსიპედით

„გაუზიარე ველოსიპედით“ [share by bike] – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მარტის დასაწყისში საქართველოში ბელგიელი ფლორეან გოფინი ჩამოვიდა. ის თავს მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყანა“ მისთვის მხოლოდ სახელწოდებაა. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც ფლორეანი ველოსიპედით მოგზაურობს, ცდილობს ადამიანებს ესაუბროს გარემოსდაცვით პრობლემებზე და შესთავაზოს გამოსავალი, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად პოულობს. 28 წლის ფლორეანს ხარისხი აქვს დაცული …

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ხანდაზმულებს სამკაულების დამზადებას ასწავლის

ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ოფისში [ქობულეთი, რუსთაველის 36] ხელნაკეთი სამკაულების დამზადების გაკვეთილები დაიწყო. ორგანიზაციის ინფორმაციით ასაკოვანი ქალბატონები ბიჟუტერიის დამზადების ტექნიკას ეუფლებიან. გაკვეთილებს დიზაინერი მაია შათირიშვილი ატარებს. „სამკაულების დამზადება ძალიან საინტერესო პროცესია, მასალა საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია, ხოლო საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულის ტარება დიდ სიამოვნებას და თავდაჯერებულებას მატებს ქალბატონებს, თანაც დამატებითი შემოსავლის წყაროც არის.“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. …

პუშკინის ქუჩა ბათუმში [ფოტო]

რატომ არ ხდება ქუჩის  [იმ ადგილებში, სადაც სამუშაოები არ მიმდინარეობს] მოსწორება სპეცტექნიკით ისე, რომ ორმოები მაინც აღარ იყოს? – ამ შეკითხვაზე ბათუმის მერიაში შემდეგი პასუხი გაგვცეს: „რამდენიმე დღეში გაიხსნება ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩები, პარალელურად, მოძრაობა გადაიკეტება სელიმ ხიმშიაშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე. რაც შეეხება პუშკინის ქუჩის პრობლემურ მონაკვეთებს, გამოდარებისთანავე დაიყრება ღორღი და ჩატარდება მოშანდაკების სამუშაოები. განთავსდება …

Exit mobile version