დღეს 8 აგვისტოს, ბათუმში „თანამედროვე ხელოვნების ცენტრში“, აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „დახატე შენი გმირი“. სხვადასხვა ასაკის ბავშვები თავიანთ საყვარელ გმირებს, ხელოვნების ცენტრის კედლებზე ხატავდნენ.
კედლებზე გამოსახური ბავშვების საყვარელი გმირები ჯარისკაცებიც იყვნენ, რომლებიც ბავშვების თქმით, იმიტომ არიან გმირები, რომ თავიანთ სამშობლოს იცავენ.
კედლებზე ბავშვებმა მათი საყვარელი ნაწარმოების გმირებიც გამოსახეს. აქცია – „დახატე შენი გმირი“ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით მოეწყო. ღონისძიებას ჯარისკაცები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლეც ესწრებოდა.