Batumelebi | მურატ ილდიმირი „ინტურისტში“ საქველმოქმედო ვახშამს მართავს მურატ ილდიმირი „ინტურისტში“ საქველმოქმედო ვახშამს მართავს – Batumelebi
RU | GE  

მურატ ილდიმირი „ინტურისტში“ საქველმოქმედო ვახშამს მართავს

 

ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდიმირი, ბათუმის „ინტურისტებში“ დღეს საღამოს საქველმოქმედო ვახშამს მართავს. შემოსული თანხა, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების  დასახმარებლად, დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. მსახიობი ქველმოქმედების მიზნით, საქართველოში მეორედ იმყოფება.

 

 

მურატ ილდიმირის პრესკონფერენცია

 

 

„მიხარია რომ ამ საქმეს ასეთი შედეგი აქვს და თქვენც დაინტერესებული ხართ ამ ბავშვების დახმარებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ გვექნება შეხვედრები ამ საქმეზე და  ამ პროექტსაც წარმატებით დავასრულებთ. აგვისტოში იუნესკოს ბავშვებისთვის დასახმარებლად ათენში უნდა ჩავიდეთ. ვფიქრობ რაც უფრო მეტი იქნება აქტიურობა, მით მეტი ადამიანი  ჩაერთვება ქველმოქმედებაში“- განაცხადა მსახიობმა.

 

 

დიმიტრი ცინცაძის ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, მურატ ილდიმირის პირველი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული საქართველოში:

 

 

„როგორც ჩანს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ნახვა და მათთან  შეხება  იმდენად გულისამაჩუყებელი იყო, რომ მან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ამ ბავშვების დასახმარებლად საქართველოში ჩამოსვლა. ამჯერად მისი ვიზიტის მთავარი მიზანი არის კლიპს უკავშირდება, რომელსაც ცნობილი ქართველი რეჟისორი  გიორგი ოვაშვილი უსასყიდლოდ, ქველმოქმედების მიზნით აკეთებს“.

 

 

საქველმოქმედო ვახშამი სასტუმრო „ინტურისტში“ იმართება. ვახშამის ღირებულება ერთ კაცზე 160 ლარს შეადგენს. 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე