სიახლეები

ბათუმში ხუთი ბაღი სამი თვით წყვეტს მუშაობას

13.03.2015
ბათუმში ხუთი ბაღი სამი თვით წყვეტს მუშაობას

 

ბაღების გაერთიანებამ დღეს ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგიც გამართა. პრესრელიზში, რომელიც ამ დაწესებულების პრესსამსახურმა გაავრცელა, წერია:

 

„2015 წლის 13 მარტს ხუთ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით შეწყდება სააღმზრდელო პროცესი.  ეს ბაღებია: #16, #17 , #18,  #23, #24. აქედან ოთხ  საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოებს შეასრულებს მერიის შესაბამისი კეთილმოწყობის სამსახური. #18  საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოებს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება განახორციელებს. აღსაზრდელთა ნაწილი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებული იქნებიან ახლო მიმდებარე საბავშვო ბაღებში. ესენია: სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, ომში დაღუპული ოჯახის შვილები  და  მრავალშვილიანები. სარემონტო სამუშაოები ორიდან სამ თვემდე გასტანს“.

 

განცხადებაში არაფერი ნათქვამი იმის შესახებ, რას სთაავზობს ბათუმის ხელისუფლება იმ მშობლებს, რომლებიც დასაქმებული არიან. ბაღების გაერთიანების განცხადებაში ნათქვამია, რომ „პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებული  აღსაზრდელების დაკმაყოფილების შემდეგ,  გათვალიწინებული იქნება უფროსი ჯგუფების აღსაზრდელების გადანაწილება, რომლებიც პირველ სექტემბერს მიდიან სკოლაში“.

 

ბაღების გაერთიანების პრესცენტრის ცნობით, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა სამშენებლო კომპანიებს უკავშირდება: „ვინაიდან სამშენებლო კომპანიები დათქმულ ვადებში ვერ ახერხებენ სარემონტო სამუშაოების დასრულებას“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: