სიახლეები

საუკუნის წინანდელი სარეკლამო დოკუმენტები

16.05.2015 • 1537
საუკუნის წინანდელი სარეკლამო დოკუმენტები

 

საარქივო სამმართველოს ინფორმაციით, პირველ ფოტოზე გამოსახულია საუკუნეზე მეტი ხნის დოკუმენტი, რომელიც 1909 წელს ბათუმში მდებარე ბორმანის მაღაზიის რეკლამაა.

 

დოკუმენტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში მოხსენიებულია მარინის (დღევანდელი, მემედ აბაშიძის) გამზირზე მდებარე ეკლესია (სავარაუდოდ, წმინდა მიხეილ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც მდებარეობდა გამზირის დასაწყისში).

 

მეორე დოკუმენტი თარიღდება 1916 წლით. სარეკლამო ფურცელზე ჩამოწერილია იმ საქმიანობის ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც ამ კონკრეტულ სახელოსნოს შეუძლია. იქვე წერია ფასების შესახებაც.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: