Batumelebi | ბათუმის მერია შშმ პირთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციას დააფინანსებს ბათუმის მერია შშმ პირთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციას დააფინანსებს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის მერია შშმ პირთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციას დააფინანსებს

 

ბათუმში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის მიზნით, ბათუმის მერია 95 შშმ პირს დააფინანსებს. სარეაბილიტაციო კურსი 15 დღიანი იქნება და მას შშმ პირები ურეკში, ბორჯომსა და ახტალაში გაივლიან. 

დაბა ურეკში 55, კურორტ ბორჯომში 25, ხოლო კურორტ ახტალაში 15 შშმ პირი  [თითოეული თითო თანმხლებთან ერთად] გაემგზავრება. მათ ტრანსპორტირებასა და კვებას ტენდერში გამარჯვებული უზრუნველყოფს. მერიის მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია. რაც შეეხება პრეტენდენტებს, ტენდერში მხოლოდ ერთი შპს „თოლია“ მონაწილეობდა, რომლის შეთავაზება აღნიშნული მომსახურებისთვის 106 ათას 287 ლარია. სწორედ ამ თანხაზე ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი ბათუმის მერიასაც.

ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის ივნისიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში, შემსყიდველთან შეთანხმებით, ეტაპობრივად.

გამარჯვებულმა ასევე უნდა უზრუნველყოს: შშმ პირთა საკურორტო-სამკურნალო სარეაბილიტაციო მომსახურება ზღვის კურორტზე, დაბა ურეკში, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე სასტუმროში ან სანატორიუმში 15 დღის განმავლობაში 2 ნაკადად, (პირველი ნაკადი 28 შშმ პირი და 28 თანმხლები პირი, მე-2 ნაკადი 27 შშმ პირი და 27 თანმხლები პირი);

საცხოვრებელი ნომრები, ორადგილიანი;

ბენეფიციარებისა და მათი თანმხლები პირების პირველადი სამედიცინო დახმარე- ბა; სამკურნალო მასაჟებისა და სამკურნალო ფიზკულტურის 15 სეანსი (უფასოდ) მხოლოდ ბენეფიციარებისათვის;

ბენეფიციარების და მათი თანმხლები პირების სამჯერადი სრულფასოვანი კვება წარმოდგენილი მენიუს შესაბამისად (ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შე- უძლია წარმოადგინოს უკეთესი მენიუ და შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაცი- ასთან);

ბენეფიციარების და მათი თანმხლები პირების ტრანსპორტირება ქ. ბათუმიდან და- ბა ურეკში და დაბა ურეკიდან ქ. ბათუმში.

ფაქტობრივად ანალოგიური პირობებით უნდა იქნას უზრუნველყოფილი შშმ პირები ბორჯომსა და ახტალაში. განსხვავება ის იქნება, რომ ბორჯომში არ იქნება სამკურნალო სეანსი, ხოლო ახტალაში იქნება ტალახის აბაზანები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"