ნეტგაზეთი • RU

გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

 

 

მომხდარი ფაქტის შესახებ, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსს, თანამშრომელმა იანვრის დასაწყისში წერილობით მიმართა. ფაქტს, „ბათუმელებთან“ საუბარში  სამმართველოს უფროსი, ვახტანგ წულაძეც ადასტურებს.  

 

 

„არანაირი კორპორატიული საღამო არ ყოფილა. როგორც ამას ამბობენ. იანვრის დასაწყისში შემოვიდა თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი,  ამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ არაფერს არ ვმალავთ, ჩვენ იმ დღესვე ეს ინფორმაცია გადავუგზავნეთ შესაბამის სამსახურებს“.

 

 

როგორც ვახტანგ წულაძე აცხადებს,   საჯარო მოხელემ, რომლის წინააღმდეგაც შევიდა ახსნა-განმარტებითი ბარათი, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე