დაპატიმრების დროს ნათია შალიკაშვილი ოთხი თვის ფეხმძიმე იყო. განაჩენის გამოტანის შემდეგ, რადგან ნათიას მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მას სასჯელი გადაუვადდა. ნათია შალიკაშვილის შვილი, 16 მარტს ხუთი წლის ხდება. თუ ბრალი არ მოუხსნეს, შალიკაშვილს 7 წლითა და 6 თვით დააპატიმრებენ (ამნისტიის შედეგად მას სასჯელი გაუნახევრდა).
ნათია შალიკაშვილი თავს დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს. შეწყალებაზე მან უარი რამდენჯერმე თქვა.
ამავე თემაზე: ნათია შალიკაშვილი: რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი