სიახლეები

სამშენებლო კომპანია „ორბის“ სასამართლოში უჩივიან

15.01.2014
სამშენებლო კომპანია „ორბის“ სასამართლოში უჩივიან

ლია ლიბერნამი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და სასამართლოში მისი წარმომადგენელი დედა, გუგული კვირიკაძეა, ოჯახის ინტერესებს კი ადვოკატი ნოდარ დეისაძე იცავს, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ 2010 წელს, მაშინ როცა მისმა კლიენტებმა კომპანიასთან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს, ხელშეკრულებაში ეწერა, რომ შენდებოდა საცხოვრებელი კორპუსი, თუმცა კომპანიამ მშენებლობის დროს კორპუსის პროფილი შეუცვალეს და  კორპუსში სასტუმრო გაიხსნეს.

 

მომჩივანი კომპანიანსთან ხელშეკრულების გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ კორპუსში სასტუმროს გახსნას ასახელებს.  გარდა ამისა, მოსამართლეს ლია ლიბერნამის ადვოკატმა უთხრა რომ კომპანიამ ბინა მის მარწმუნებელს მეხუთე სართულის ნაცვლად მეექვსე სართულზე მისცა. 

 

 

გარდა ამისა მომჩივან მხარეს ამ კორპუსში ცხოვრება იმიტომ აღარ სურს რომ წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადის გადახდა როგორც კომერციული ფართის მფლობელებს  ისე მოუწევს, თუმცა სამშნებლო კომპანიის იურისტი გელა მახარაძე ამბობს რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კორპუსში სასტუმროს გარდა საცხოვრებელი ფართები არის, ეს ადამიანები კი კომერციული ფართის გადასახადებით არ ისარგებლებენ თუ ისინი ეკონომიკური მოგებისთვის აღნიშნულ ფართებს არ გამოიყენებენ და იცხოვრებენ.

 

 

მომჩივანი ამბობს რომ კომპანიამ ის მოატყუა და ბინა სხვა ხედით და სხვა სართულზე მისცა.

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განიხილავს. მხარეებს უკვე მოუსმინა მოსამართლე  თამარ ბურჯანაძემ და გადაწყვეტილებას 29 იანვარს გამოაცხადებს.  მოსამართლეს კომპანიის იურისტმა გელა მახარაძე უთხრა, რომ სასამართლომ ახლა მხოლოდ ერთ რამეზე უნდა იმსჯელოს: რა ზარალი მიადგა მოქალაქეს შენობის ფუნქციის შეცვლით. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: