ავარიის შედეგად ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა

 

 

ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპელის მარკის ავტომანქანა  ქუჩაში მიმავალ ხანდაზმულ ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მძღოლი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265 -ე მუხლის მეხუთე ნაწილით. 

დეპუტატის მხილება მოქალაქის ცემის ფაქტზე

დეპუტატ მედეა ვასაძის ყოფილმა თანაშემწემ საფო კობალაძემ, დღეს საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2013 წლის 24 ივნისს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში, მედეა ვასაძემ ნამდვილად სცემა მოქალაქე დიანა დიასამიძე. ის ამბობს, რომ ცემის ფაქტის თვითმხილველია. საფო კობალაძე მზად არის მოინანიოს და პროკურატურას აღიარებით ჩვენება მისცეს, ანუ ზუსტად მოყვეს, როგორ სცემა დეპუტატმა თავის კაბინეტში დიანა დიასამიძე 24 ივნისს.


<!** Image 1 align="left" alt="საფო კობალაძის თქმით, პროკურორმა მას დაკითხვის ოქმი იმ მიზნით დაუტოვა, უმაღლესი საბჭოს სხვა თანამშრომლებს რომ ეხელმძღვანელათ" sub="საფო კობალაძის თქმით, პროკურორმა მას დაკითხვის ოქმი იმ მიზნით დაუტოვა, უმაღლესი საბჭოს სხვა თანამშრომლებს რომ ეხელმძღვანელათ" width="300" height="512" >

შსს-მ ბათუმში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ უკვე დააკავა წუხელ, 4 აგვისტოს მოკლული 22 წლის კოკა კეკელიას მკვლელობაში ბრალდებული.

 

„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე წუთში მკვლელობაში ბრალდებული 1970 წელს დაბადებული ირაკლი ს. დააკავეს“, – ამ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს.

 

ბრალდებულმა კოკა კეკელიას სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა. პოლიციის ვერსიით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, პიაცაზე მოხდა.

 

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

ავთანდილ ბერიძეს ისევ უჩივიან

 

რადიო „აჭარის“ ჟურნალისტი ტარიელ ცეცხლაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ  ბერიძეს ისევ უჩივის. ჟურნალისტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ტარიელ ცეცხლაძე ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.


„ბათუმის საქალაქო  სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნები პატივის, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის შელახვის საქმეზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ  ავთანდილ ბერიძის მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვები: „მატყუარა“ და „ტყუილია“ არ შეიცავს ჩემს მიმართ პროფესიული რეპუტაციის შელახვას და არ დააკმაყოფილა სარჩელი. მე ვთვლი, რომ ავთანდილ ბერიძემ ჩემი პროფესიული რეპუტაცია შელახა ამ სიტყვებით, ხოლო ჩემი პროფესიონალიზმი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.   ვიმედოვნებ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ტარიელ ცეცხლაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში.  

 

ტარიელ ცეცხლაძე სააპელაციო საჩივარში ავთანდილ ბერიძისგან ითხოვს, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საჯაროდ, პრესკონფერენციაზე განაცხადოს, რომ ტარიელ ცეცხლაძე არ არის მატყუარა. ჟურნალისტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელს მიმდინარე წლის მარტში უჩივლა.

 

„ბათუმელები“ კომენტარისათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

 

„არ ვიცი არაფერი, სამუშაო დღე დამთავრდა და თქვენგან გავიგე ეს ამბავი. ხვალ გავარკვევთ ყველაფერს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარინე კუპრეიშვილმა.

 

 

 

ქობულეთის პოლიციის ხელმძღვანელებს გაუპატიურების მუქარისთვის უჩივიან

 

 

ქობულეთის პოლიციამ სამი ახალგაზრდა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ცოტა ხნის წინ დააკავა. ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ფატი ხალვაშის ინფორმაციით, პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში ხმაურობდნენ, მოსთხოვა შესამოწმებლად გაჰყოლოდნენ. ახალგაზრდებმა პოლიციას იმ მოტივით უთხრეს უარი გაყოლაზე, რომ თავიანთ ეზოებში იყვნენ და სახლებში შევიდოდნენ.

ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი დააკავეს

 

 

 ინფორმაციას ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელის გურამ საფარიძის დაკავების შესახებ  საქართველოს ფინანსური პოლიციის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ადასტურებს. 

ჟურნალისტი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღეს სასამართლო პროცესზე მხარეებს – „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს ნინო ხოზრევანიძესა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს მორიგება შესთავაზა.


<!** Image 1 align="left" alt="ნინო ხოზრევანიძე" sub="ნინო ხოზრევანიძე" width="300" height="600" >

ცემეს თუ არა დაკავებულები პოლიციაში


ბათუმის მე-6 განყოფილების პოლიციელებმა სამი პირი დააკავეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის, გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულებს სახეზე აღენიშნება დაზიანება. „ამ პირმა ჩემთან საუბარში არ დაადასტურა, რომ მას პოლიციელებმა სცემეს“, – ამბობს გიორგი ჩარკვიანი. 

უკანონოდ ჩასახლებულების ‘გამაფრთხილებელი აქცია’ 19 აპრილს

 

 

აღსრულების ეროვნული ბიურომ დღეს, 16 აპრილს, 39 პოლკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარაკების დემონტაჟს დაიწყო, რასაც იქ დასახლებული მოსახლეობა აპროტესტებს.  

ადვოკატები საბჭოთა ანაბრების დაბრუნების შესახებ

 

 

დღეს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციამ” საბჭოთა ანაბრების საკითხზე კვლევა წარმოადგინა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, რადგან საქართველომ საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად აღიარა, მისი გასტუმრების გზებზეც უნდა იფიქროს. 

 

 

ჯუმბერ თავართქილაძის მიმართვა აჭარის მთავარ პროკურორს

 

„ხალხის პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე აჭარის მთავარ პროკურორს მიმართავს თხოვნით, შეისწავლონ რამდენად კანონიერად სარგებლობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა “ ბათუმში, მემედ აბაშიძის 44-ში მდებარე შენობით, სადაც ამჯამად პარტიის რეგიონალური ოფისია განთავსებული.

საიას აჭარის ფილიალი კადრების ამოღებას ითხოვს

 

 

„საიას“ თანამშრომლები ბათუმში, გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში არსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან „ბათუმის სახლი“ მანამდე აპირებენ ყოფნას, ვიდრე გენინსპექცია ამ ობიეტის შესასვლელში დამონტაჟებული კამერების მიერ გადაღებულ კადრებს არ ამოიღებს. მათთან ერთად ადგილზე რჩებიან აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.   

ოჯახი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმის წინააღმდეგ

 

 

დღეს, 25 მარტს, ქობულეთში მცხოვრები იური დევაძის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა აჭარის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ექიმის, თემურ ბრეგვაძის წინააღმდეგ განცხადება „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გააკეთეს. ოჯახის წევრების თქმით, ექიმმა იური დევაძეს ფსიქოტროპული საშუალების დიდი დოზა დაუნიშნა, რის გამოც პაციენტი კომაში ჩავარდა.

 

 

იური დევაძე ორმოცი დღის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში იწვა, დღეს კი პალატაშია გადმოყვანილი, თუმცა პაციენტი ისევ უგუნო მდგომარეობაშია. ოჯახის წევრები ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და სამედიცინო საქმიანობის შეჩერებას მოითხოვენ.

 

<!** Image 1 align="middle" alt="დევაძის ნათესავების განცხადებით, ექიმმა პაციენტს წამლის გადაჭარბებული დოზა დაუნიშნა" sub="დევაძის ნათესავების განცხადებით, ექიმმა პაციენტს წამლის გადაჭარბებული დოზა დაუნიშნა" width="300" height="1944" >

ბათუმში მატარებელმა ორი ადამიანი გაიტანა

 

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, მახინჯაურის რკინიგზის სადგურში სატვირთო მატარებელმა ორი ადამიანი გაიტანა.

დისკუსია მოსამართლისა და პროკურორის მონაწილეობით

ხვალ, 21 მარტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაიმართება დისკუსია. 

მსოფლიო ჩემპიონი სამართლიანობის აღსადგენად პროკურატურას მიმართავს

 

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მრავალგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, ასევე ოლიმპიური თამაშების მონაწილე როსტომ აბაშიძემ „სამართლიანობის აღდგენის“ მიზნით პროკურატურას მიმართა. ყოფილი სპორტსმენის თქმით, მას 2006 წელს სოფელ გონიოში 1200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი წაართვეს.

იუსტიციის სახლთან მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

 

ბათუმის იუსტიციის სახლთან მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი, სურიე დიასამიძე ცუდად გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და მას პირველადი დახმარება გაუწიეს. 

 

<!** Image 1 align="middle" alt="საპროტესტო აქციის მონაწილეები" sub="საპროტესტო აქციის მონაწილეები" width="400" height="1944" >

„ბათუმის ციხეში პატიმრები აღარ არიან“

 

ბათუმში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბათუმის მე-3 საპყრობილეში პატიმრებია აღარ არიან.

 

გიორგი ჩარკვიანი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი: „2-3 დღის უკან ბათუმის საპყრობილედან მისჯილი პატიმრები გადაიყვანეს გეგუთის დაწესებულებაში, ეგრეთ წოდებულ ზონაზე. ხოლო გუშინ დაიწყო ეგრეთ წოდებული მიუსჯელი პატიმრების ეტაპირება ქუთაისის #2 დაწესებულებაში. ეს ახსნეს იმით, რომ ბათუმის #3 დაწესებულება საჭიროებს სასწრაფო რემონტს და დაიწყება სარემონტო სამუშაოები“.

 

გიორგი ჩარკვიანის თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში 230-მდე პატიმარი იყო.

შს სამინისტრო ხელვაჩაურის გამგებლის დაკავებაზე

შს სამინისტრომ გამაქვეყნა ინფორმაცია ხელვაჩაურის გამგებლისა და მისი პირველი მოადგილის დაკავების შესახებ. შს სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია შემდეგ ინფორმაცია:

 

„შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე და მისი მოადგილე ნოდარ შარაბიძე დააკავეს. მათ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა  ედებათ ბრალად. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ  ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია.

 

კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარსა და ჭალნარში აწარმოებდა კულტურის ცენტრისა და ბაგა-ბაღის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს,  დაუსრულებელი სამუშაოები ძველი რიცხვით ჩაიბარეს.  მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში  კი დააფიქსირეს როგორც დასრულებული სამუშაო და კომპანიას მთლიანი თანხა ჩაურიცხეს.

 

ხელვაჩაურის გამგებელმა  და მისმა მოადგილემ საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 332-ე  მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული  ჩაიდინეს. გამოძიებას  შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“.

საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის საჩივარს განიხილავს

<!** Image 1 align="right" alt="საკონსტიტუციო სასამართლო" sub="საკონსტიტუციო სასამართლო" width="400" height="514" >


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს იმ კერძო პირის საჩივრის განხილვა დაიწყო, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცესკოში დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად გაიარა რეგისტრაცია. მაშინ მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ ვერ შეძლო, რომ შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა.

კონსტიტუციური საჩივრის მიხედვით, მოქალაქე ბესიკ ადამია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის ოლქში იყრიდა კენჭს, თუმცა საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თანხა – 5000 ლარი ვერ გადაიხადა. ამის გამო მან არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო.

კონსტიტუციური საჩივრის ავტორების მტკიცებით, კანონის ეს მუხლი არღვევს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც თანასწორობას გულისხმობს. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას, მათ შორის არჩევის წესით დაიკავოს საჯარო თანამდებობა. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კანონში არსებული ჩანაწერი საარჩევნო სუბიექტის მიერ თანხის გადახდის შესახებ, უნდა შეეხებოდეს როგორც საინიციატივო ჯგუფის, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი მოქალაქეებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

„მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ამ კატეგორიის ადამიანთათვის, გათვალისწინებულია 5000-ლარიანი დეპოზიტის შეტანა ცესკოს ანგარიშზე. თუ კანდიდატი არჩევნებში ხმების 10%-ს მიიღებს, მას აღნიშნული თანხა უკან უბრუნდება. ამას საარჩევნო თავდებობას უწოდებენ. ჩვენ ვასაჩივრებთ არა იმას, რომ ეს ინსტიტუტი არსებობს, არამედ იმას, რომ ის გამოყენებულია მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ადვოკატი მიხეილ შარაშიძე.

მისივე თქმით, მოსარჩელე მხარეს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს კანონის აღნიშნულ ნორმას, რომელიც სპეციალურად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიიღეს.

კანონის ეს ნორმა 2011 წლის 27 დეკემბერს მიიღეს.

ქურდობის ფაქტი ბათუმში

 

 

დღეს ბათუმში, დემეტრე თავდადებულის #26-ში სავაჭრო ჯიხური გაიქურდა. როგორც შემთხვევის ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციამ „ბათუმელებს” უთხრა, გატანილია ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტები.

სოზარ სუბარი ბათუმის მესამე საპყრობილეში

დღეს 14 თებერვალს, ბათუმის მესამე საპყრობილეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, სოზარ სუბარი სტუმრობდა. მინისტრი ციხეში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

 

 <!** Image 2 align="left" alt="სოზარ სუბარი" sub="სოზარ სუბარი" width="300" height="720" >

„ბათუმელების” ინფორმაციით სოზარ სუბარმა ბათუმის ციხეში არსებულ პირობებზე და სამომავლოდ ციხესთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება გადახედავს ამ სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გადატანის საკითხს. მინისტრმა განაცხადა, რომ ციხის კედლები მყარადაა არის ნაგები და კაპიტალური რემონტის შემთხვევაში შეიძლება მისი დატოვება. 

 

ბათუმის მესამე საპყრობლეში არსებული მძიმე სანიტარული მდგომარეობა ბოლო წლებში არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი, ამ ციხის გაუქმების საჭიროებაზე ამჟამინდელი და ყოფილი სახალხო დამცველებიც საუბრობდნენ.

 

ბოლო წლებია ბათუმის საპყრობილეში მსჯავრდებულები ითხოვდნენ ტელეფონის აპარატების დამონტაჟებას და პაემნებისთვის ოთახის გამოყოფას.
სოზარ სუბარის განცხადებით, ამ ეტაპზე ციხეში შედის ქსელი საკაბელო ტელევიზიებისთვის და პაემნებისთვის გამოიყოფა ოთახი.

 

<!** Image 1 align="" alt="ბათუმის მესამე საპყრობილე" sub="ბათუმის მესამე საპყრობილე" width="300" height="300" >

 


საია სისხლის სამართლის და საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს

ლელა დუმბაძე

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. კვლევა შეეხებოდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზს. კვლევაში მოხვდა 2011 წლის მაისში  აქციის დროს დაკავებულ პირთა მიმართ წარმოებული საქმეები.

 

<!** Image 1 align="" alt="შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“" sub="შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“" width="300" height="300" >

 

„სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზმა გამოავლინა კანონის დარღვევა და უარყოფითი ტენდენციები როგორც საგამოძიებო ორგანოების, ისე სასამართლოს მხრიდან, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების განხორციელებას“ – აღნიშნულია ანგარიშში.

 

 

„გავაანალიზეთ 2011 წლის 21 მაისთან დაკავშირებული ყველა საქმეები და ანგარიშში ასევე მოხვდა აჭარის ტელევიზიასთან მომხდარი ინცინდენტის და ყველა იმ პირის საქმე, რომელიც ამ ინცინდენტთან დაკავშირებით იქნა დაკავებული. ყველა იმ საქმეში, რომელიც საიამ შეისწავლა, არსებობს სისხლის სამართლის და პროცესუალური ნორმების აშკარა დარღვევები, მართლმსაჯულება წარიმართა დიდი ხარვეზებით და ყველა საქმეში აშკარა ფაქტებია იმისა, რომ ბრალდება მოხდა პოლიტიკური მოტივებით“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ფოფხაძე.

 

„ამ ანგარიშით საია არა მარტო ამ საქმეებს აანალიზებს, არამედ წარმოადგენს რეკომენდაციებსაც, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს მისით მანიპულირება და სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაცია, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“.

 

საიას ანგარიშის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს როგორც ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის კანონში, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რაც მეტ დაცულობას მიანიჭებს განსასჯელს, რომ მის მიმართ დაიღვეს კანონმდებლობა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, ის თუ როგორ ხდება იძულებით საპროცესო შეთანხმების დადება პირებთან და ამის შემდეგ არანაირი ძიება საქმესთან დაკავშირებით არ ხდება. პირის აღიარება და საპროცესო შეთანხმება არის საკმარისი მტკიცებულება, რომ პიროვნებას მსჯავრი დაედოს, რაც არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა. ჩხრეკასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი პრობლემები, ასევე საქმე, რომელიც უნდა გავაანალიზოთ, შეეხება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ტარებას. მათზე არ ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“ – ამბობს ეკატერინე ფოფხაძე.

 

საიას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა სამმა პირმა მიმართა, რომლებსაც აქვთ სურვილი რომ მათ საქმეებზე განახლებული პროცესი დაიწყოს, რადგან დაისაჯონ ის პირები, ვინც მათ საქმეეში, როგორც კანონდამრღვევები ფიგურირებდა.

 

შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, რომელსაც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, ჟურნალისტები, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

ჰესების მშენებელი კომპანია მოსახლეობას და საჯარო რეესტრს უჩივის

ცაგო კახაბერიძე


იურისტის განმარტება წინასაარჩევნოდ დარეგისტრირებული ნაკვეთების კანონიერებაზე.


<!** Image 1 align="" alt="ირინე ურუშაძე" width="300 " height="457" >



ინტერვიუ მიწერ-მოწერით საკადრო პოლიტიკის შესახებ პოლიციაში


<!** Image 1 align="" alt="ვალერი თელია" sub="ვალერი თელია" width="300" height="300" >


შს სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ირწმუნება, რომ აჭარაში პოლიციის სამმართველოს უფროსს მედიასთან ურთიერთობა აკრძალული არ აქვს და ამას ის მოუცლელობის გამო ვერ ახერხებს. სწორედ ამით ახსნა გიორგობიანმა ვალერი თელიასთვის დასასმელი კითხების გადაგზავნა თავის ელფოსტაზე. რედაქცია ბოდიშს უხდის მკითხველს იმის გამო, რომ ზოგიერთ კითხვაზე გაცემული პასუხი არ არის სრულყოფილი. სამწუხაროდ, პრესცენტრის მიერ შემოთავაზებული ფორმა – წერილობითი ინტერვიუ რესპონდენტთან ჩაკითხვის შესაძლებლობას გამორიცხავს. 

შსს ზურაბ ადეიშვილს დაკითხვაზე იბარებს

<!** Image 1 align="left" alt="ზურაბ ადეიშვილი" sub="ზურაბ ადეიშვილი" width="300" height="305" >ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს შს სამინისტრო დაკითხვაზე იბარებს. ამის შესახებ განცხადება შს სამინისტროს ვებ გვერდზეა განთავსებული. განცხადების შინაარს უცვლელად გთავაზობთ:


„შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, ხვალ 10 საათზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს. შესაბამისი უწყება ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში უკვე ჩაბარდა ზურაბ ადეიშვილის ოჯახის წევრს შალვა ადეიშვილს. დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“.


ცნობილია, რომ ზურაბ ადეიშვილმა საქართველო პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან მალევე დატოვა. უცხოეთში წასვლასთან დაკავშირებით ყოფილ მინისტრს არც ერთი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. 

უნივერსიტეტი პროკურატურის პასუხს ელოდება

<!** Image 1 align="" width="300" height="300" >


აპირებს თუ არა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ჩივილს 2007 წლის 8 ნოემბერს უნივერსიტეტის მშვიდობიანი აქციის დარბევასთან დაკავშირებით?  „თუ აღნიშნული ფაქტი არ იქნება გამოძიებული, უნივერსიტეტი ვერ მოიპოვებს ავტონომიურობას“, – ასე ფიქრობს გოჩა სურგულაძე. გოჩა სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრია. „ალტერნატივას“ ერთ-ერთი მიზანი ამ ფაქტის გამოძიებაა: „მივმართეთ გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს ამ ფაქტის გამოძიების თხოვნით. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, გამოძიება დაწყებული იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი შეაჩერეს, სტუდენტები და ლექტორები იყვნენ დაშინებულები, ამიტომ საჭიროა ხელახლა დაიწყონ პროცესი“.

ბათუმელი ადვოკატების პროტესტი

<!** Image 1 align="" alt="ადვოკატები საპროტესტო აქციაზე" sub="ადვოკატები საპროტესტო აქციაზე" width="300" height="576" >



ბათუმში მოქმედი 20-მდე ადვოკატი საქალაქო სასამართლოსთან პროტესტის მიზნით შეიკრიბა. ისინი აჭარის პროკურატურაში საგამოძიებო განყოფილების უფროსად ავთანდილ კილაძის სავარაუდო დანიშვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, წარმოუდგენელია ზვიად ფხაკაძის შემცვლელი იყოს ავთანდილ კილაძე.

 

თუ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური დევნილები, თუ ქვეყანაში გვყავს უკანონო პატიმრები და ამ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენაზე  აქვს პრეტენზია, არ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ავთანდილ კილაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ ყველაფერში იღებდა მონაწილეობას წლების განმავლობაში. ის ბათუმის პროკურორად 7 წელი მუშაობდა“, – ამბობდნენ სასამართლოსთან შეკრებილი ადვოკატები.

 

თუ არსებობს რაიმე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი, რომელიც ავთანდილ კილაძის სახელს უკავშირდება? – ამ კითხვაზე ადვოკატები პასუხობენ, რომ არაერთი ასეთი ფაქტი იციან. „ჩვენ ვერ შევითავსებთ გენინსპექციის ფუნქციებს და ვერ დავიწყებთ მტკიცებულებების შეგროვებას. ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს და არც ის გვინდა, რომ მუდმივად პროტესტის რეჟიმში ვიყოთ. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მოგვეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ზედმეტი ჭიდილის გარეშე შევასრულო“, – თქვა ადვოკატთაგან ერთ-ერთმა, რამინ პაპიძემ.

 

ავთანდილ კილაძე „ბათუმელებთან“ არ ადასტურებს მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაციას. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბუნებრივი რესურსების სააგენტოში მუშაობს. „განიხილება არ განიხილება ჩემი დანიშვნის საკითხი ვერ გეტყვით, ამ გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობა იღებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ავთანდილ კილაძემ.



„ადგილობრივ კადრებს არ ენდობიან“

<!** Image 1 align="" alt="გენო გელაძე" sub="გენო გელაძე" width="300" height="1536" >


არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივ კადრებისა და ადგილობრივ მოსახლეობის მიმართ არსებულ უნდობლობაზე ისაუბრა. „შს სამინისტროს აჭარის მთავარი  სამმართველო, საპატრულო პოლიცია, აჭარის პროკურატურა, ბათუმის რაიონული პროკურორი, ფინანსური პოლიცია, კონტროლის პალატა – ახალმა ხელისუფლებამ ყველა ამ უწყებაში არადგილობრივი კადრი დანიშნა“, – განაცხადა გენო გელაძემ.  

 

გენო გელაძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ენდობა ადგილობრივ პროფესიონალ კადრებს და ადგილობრივ მოსახლეობას: „რეგიონებში გზავნიან ისეთ კადრებს, რომლებიც ცენტრში არ გამოიჩინებიან. ჩვენ ამ საკითხზე ოთხი წელია ვლაპარაკობთ, წინა ხელისუფლების დროსაც ასე ხდებოდა, მაგრამ მაშინ მინიმალურად მაინც ნიშნავდნენ ადგილობრივ პროფესიონალებს. ახლა სრულად მოწვეული კადრები დანიშნეს თანამდებობებზე“.

 

გენო გელაძისთვის უცნობია, რატომ „არ ენდობიან ადგილობრივ კადრებს“. – „ამ კითხვას ცეტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა უპასუხონ“.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით დემოკრატიის ინსტიტუტმა თავისი  მოთხოვნები ორ პუნქტად ჩამოაყალიბა: 1. ცენტრალური ხელისუფლება, აჭარის ავტონუომიურ რესპუბლიკაში სამართალდამცავ თუ სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების შერჩევისას, დაეყრდნოს ადგილობრივ რესურსებს და უნდობლობას ნუ გამოუცხადებს ადგილობრივ პროფესიონალებს.

2. აჭარის ხელისუფლებამ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, აჭარაში სამართალდამცავ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სხვა ორგანოებში ხელმძღვანელებად ადგილობრივი კადრების დანიშვნის მიზნით.

გოჩა თავდუმაძის საქმის მოსმენა განახლდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაახლა გოჩა თავდუმაძის საქმის მოსმენა. გასულ ხუთშაბათს მოსამართლე ლერი თედორაძემ მოწმეები დაკითხა. პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელია, გოჩა თავდუმაძეს დრამატული თეატრისა და მუზეუმის კუთვნილი, დაახლოებით, 80 ათასი ლარის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მითვისებას ედავება. საქმეზე სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა ვაჟა ცისკარიძე, რომელმაც თქვა, რომ თეატრში დროგამოშვებით ხმის რეჟისორად მუშაობდა. ვაჟა ცისკარიძის ცნობით, 2004 …

აჭარის პოლიციის უფროსი კომენტარს ვერ აკეთებს

<!** Image 1 align="" alt="ვალერი თელია" sub="ვალერი თელია" width="400" height="300" >



აჭარის პოლიციის უფროსად დანიშნული ვალერი თელია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ინტერვიუს მიცემა ჟურნალისტებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ამის უფლებას სამინისტროს პრესსამსახური მისცემს.

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი კი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ დღეს გადაწყდება, მისცემენ თუ არა რეგიონებში პოლიციის უფროსებს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების უფლებას.

 

წინა ხელისუფლების პირობებში, შს მინისტრის განკარგულებით, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების უფლება არც ერთ პოლიციელს არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებდნენ პოლიციელები. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყება შს სამინისტრო იყო.

 

აჭარის პოლიციის ახალი უფროსი ვალერი თელია, რომელმაც გოგა კოკაია შეცვალა ამ თანამდებობაზე, 34 წლისაა და აქამდე თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამომძიებლად მუშაობდა.

ძალოვანები აჭარაში

ეთერ თურაძე


<!** Image 1 align="" alt="თეიმურაზ კუპატაძე, ქართველი პოლიციის უფროსი ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ხელმძღვანელს თომას დაგოსტინოს აჩვენებს რადიაციული კონტროლის მოწყობილობას." sub="თეიმურაზ კუპატაძე, ქართველი პოლიციის უფროსი ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ხელმძღვანელს თომას დაგოსტინოს აჩვენებს რადიაციული კონტროლის მოწყობილობას." width="400" height="442" >




აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად 33 წლის თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. 2012 წელს ის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა იმერეთში. 2011 წელს თეიმურაზ კუპატაძე მთავარი პოლიციელი იყო ასევე იმერეთში. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს მას შემოსავლების სახით ერთ წელში 43 ათასი ლარი აქვს მიღებული. მას ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ბინას ფლობს ქუთაისში. კუპატაძეს ორი ბინა აქვს თბილისში. 

აჭარის კუდის ყოფილი უფროსი დაკითხვაზე დაიბარეს

<!** Image 1 align="" alt="თემურ პატარიძე ბათუმში, საკუთარი სახლის ეზოში" sub="თემურ პატარიძე ბათუმში, საკუთარი სახლის ეზოში" width="400" height="512" >


დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს აჭარის კუდის ყოფილი უფროსი თემურ პატარიძე.

 

პატარიძის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ იუსტიციის სამინისტროში. სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, თემურ პატარიძე დაკითხვაზე ჰყავდათ დაბარებული – „დაკითხეს და გაუშვეს“.

 

უცნობია, რის თაობაზე დაკითხეს აჭარის კუდის ყოფილი უფროსი, რომელიც არჩევნების შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახურში გადავიდა სამუშაოდ.

8 ნოემბრის დარბევის გამოძიება 5 წლის შემდეგ

ბათუმელი მერაბ ღოღობერიძე გასულ კვირას აჭარის პროკურატურაში დაიბარეს დაკითხვაზე. ღოღობერიძის თქმით, პროკურორ ზვიად ფხაკაძეს აინტერესებდა, რატომ არის 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევის შემდეგ დაკავებული ღოღობერიძის საქმის მასალაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. მერაბ ღოღობერიძე სამართალდამცავებმა 2007 წლის 8 ნოემბერს, უნივერსიტეტში გაზის გაშვებისა და სტუდენტების დარბევის შემდეგ, ჟურნალისტების თვალწინ დააკავეს. ის თეთრი ფერის უნომრო „07“ …

კარიერის ცუდი დასაწყისი

ნატო გოგმაჩაძე, ადვოკატი

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="438" >


ადვოკატებმა კარგად ვიცით, რომ კანონიერი არ ნიშნავს იმავდროულად სამართლიანს, მაგრამ როცა სასამართლო გადაწყვეტილება არც კანონიერია და არც სამართლიანი, ასეთ შემთხვევაში მას მიკერძოებული და უკანონო გადაწყვეტილება ჰქვია. ასეთი გადაწყვეტილებები კი, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში უცხო ჯერ კიდევ არ არის.

 

წინა ხელისუფლებამ „იზრუნა“ მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ფაქტობრივად, მოსამართლეობისთვის იურისტი თავიდან იწყებს სწავლას იუსტიციის სკოლაში, მაგრამ ამ სკოლიდან გამოსული მოსამართლე კანონიერ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ იღებს და რა შეიძლება ეწოდოს ამას? 

 

სამიოდე თვის წინ ჩავიბარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალბედა მოსამართლის, ეკატერინე ჯინჭველაშვილის გადაწყვეტილება, რომლის გაცნობის შემდეგ იმდენად გაოგნებული დავრჩი გადაწყვეტილების უკანონობითა თუ დაუსაბუთებლობით, რომ საერთოდ იმის დაჯერებაც კი გამიჭირდა, რომ ის იურისტის დაწერილი იყო. თუმცა, ეს ალბათ არც უნდა გამკვირვებოდა, რადგანაც მე ადმინისტრაციული აქტის ბათილობასთან ერთად, საჯარო მოხელეთა ქმედების უკანონოდ აღიარებას ვითხოვდი. სავარაუდოდ, ქალბატონ ეკას გაუჭირდა წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეთა ქმედების უკანონოდ აღიარება.

 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მოქალაქეს ბათუმის საკუთრების აღიარების კომისიამ (რომლის არაკვალიფიციურობა იმდენად გამაოგნებელია, რომ ეს ცალკე თემაა) კანონდარღვევით შეუჩერა საკუთრების უფლება. მათი ქმედება სასამართლო წესით გავასაჩივრე. საქმე მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილს დაეწერა, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც მოსამართლეა და ფაქტია, რომ კარიერა ძალიან ცუდად დაიწყო.

 

მან გაითვალისწინა მხოლოდ საჯარო მოხელეთა სიტყვიერი ახსნა-განმარტებები, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დასაბუთების გარეშე. არ გაითვალისწინა და არ სცნო ჩემ მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულად ჩათვალა საწინააღმდეგო, საჯარო მოხელის სიტყვიერი განმარტებები. ფაქტობრივად, მან დაარღვია პროცესში მონაწილე მხარეთა თანასწორობის პრინციპი. არ ცნო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმები, არ დაიცვა ამავე კოდექსით დადგენილი საპროცესო ვადები, მიიღო აბსურდული, დაუსაბუთებელი, კანონსაწინააღმდეგო და მიკერძოებული გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, გავასაჩივრე და იგი ახლახან გააუქმა სრულად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. ბათუმის საკუთრების აღიარების კომისიის ქმედება მიჩნეულ იქნა უკანონოდ და, შესაბამისად, ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

კანონის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. ქალბატონმა ეკატერინემ იგნორირება გაუკეთა კანონს და მტკიცების ვალდებულება მთლიანად მოუხსნა ადმინისტრაციულ ორგანოს. ეს ასახულია მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ყველა ასპექტში ეწინააღმდეგება კანონს. ყოველივე ამის შემდეგ კი გამიჩნდა კითხვა, რისი ბრალია ეს ყოველივე? იუსტიციის სკოლაგავლილ მოსამართლეთა არაკვალიფიციურობის, თუ მხოლოდ იმის, რომ ჩვენს ღრმად განსწავლულ მოსამართლეებს არ ჰქონდათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება?

 

იმედია, სიტუაცია შეიცვლება. იმედია, მოსამართლე შეძლებს დამოუკიდებლად მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ჩვენც, ადვოკატებსაც, მოგვეცემა საშუალება, ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. იმედია, ბოლოს და ბოლოს კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება.

ღალატის ბრალდებით დაკავებულის ცხოვრება – გოჩა თავდუმაძის საქმე

ეთერ თურაძე


გოჩა თავდუმაძე, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაკავების ობიექტი, ამბობს,  რომ პატიმრობიდან 9 თვეში მის გათავისუფლებას სატელეფონო ზარი უსწრებდა წინ. მას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იმ მიზნით დაუკავშირდნენ ციხეში, რომ ბათუმში სამი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზებაში მიეღო მონაწილეობა. გოჩა თავდუმაძე 2004 წელს დააკავეს, მაგრამ მისთვის სასამართლოს განაჩენი დღემდე არ გამოუტანია. 


<!** Image 1 align="left" alt="გოჩა თავდუმაძე" sub="გოჩა თავდუმაძე" width="300" height="512" >

Exit mobile version