ნეტგაზეთი • RU

10 წლის გოგონაზე ძალადობაში ბრალდებული ტაქსისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ტაქსის მძღოლისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილა და აღკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. დაკავებული 76 წლის მამაკაცია, რომელსაც შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალად ედება ათი წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედება და გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი. 

 

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე და 140-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სასამართლო დარბაზში პროკურორმა დავით ხორავამ მოსამართლეს სხდომის დახურვა სთხოვა, რადგან საქმე არასრულწლოვანის პირად ცხოვრებას ეხება, მოსამართლემ ეს თხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.


სასამართლო დარბაზში მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაცხადა, რომ დაკავებული გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, 16 წლამდე მიუღწეველ პირთან.


მოსამართლემ დახურული სხდომა გახსნა და გადაწყვეტილება საჯაროდ გამოაცხადა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა