განაჩენი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ არასრულწლოვნებს

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ორ არასრულწლოვანს საპროცესო შეთანხმება დღეს, 26 ივნისს, გაუფორმა პროკურატურამ. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მასობრივ ძალადობაში ბრალდებული არასრუწლოვნების შემთხვევა დახურულ სხდომაზე განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17 წლის მაგსუდ ბ. წელიწადნახევრის შემდეგ გათავისუფლდება პატიმრობიდან. სამი წლის განმავლობაში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა არასრუწლოვან ირაკლი ჩ.-საც. ის აქამდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. საპროცესო …

მერია მოქალაქეს სასამართლოში უჩივის – სამხედრო ვალდებულების მოხდისგან თავის არიდების მცდელობა

ბათუმის მერია მოქალაქე რამაზ ირემაძეს სასამართლოში უჩივის. დავის საგანი სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მცდელობაა. საქმეს მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი განიხილავს, თუმცა დღევანდელ პროცესზე მოქალაქე არ გამოცხადდა. „ამ მოქალაქემ არ ჩაიბარა უწყება სამხედრო გაწვევის შესახებ. უწყებას წვევამდელებს მერიის გამგეობის წარმომადგენლები აბარებენ. ჩვენ შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს“, – ამბობს ნინო სურგულაძე, ბათუმის …

მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმე – 28 წლის ბრალდებულს უვადო პატიმრობა ელის

„ღამით ბრალდებული შევიდა ნესტორ დ.-ს დროებით საცხოვრებელ ოთახში და განსაკუთრებული სისასტიკით, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მას გულ-მკერდის, კისრის და მუცლის არეში…“ – ეს ამონარიდია საბრალდებო დასკვნიდან ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის საქმიდან. მკვლელობა თებერვლის ერთ-ერთ საღამოს მოხდა. გამოძიებამ სასამართლოზე წარმოადგინა საქმის მასალები, მათ შორის, ურიკა, რომლითაც ცხედარი გამთენიისას მდინარემდე მიიტანეს. „ეს მუხლი ითვალისწინებს …

ტრანსგენდერი ქალი: დაცვის მაგივრად პოლიციელებმა მაგინეს და განყოფილებაში წამიყვანეს

გაბრიელა ტრანსგენდერი ქალია და იგი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ გუშინ ღამით ბათუმში, მოძალადეებისგან თავის დასაცავად პოლიცია თვითონ გამოიძახა, მათ კი დაცვის ნაცვლად განყოფილებაში წაიყვანეს, სიტყვიერად შეურაცხყეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს – პოლიციელების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. „დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ჭავჭავაძეზე, ეკლესიასთან მდებარე სკვერში ვიდექი მეგობართან ერთად. გამოიარა ხუთმა მამაკაცმა და დაგვიწყეს …

„უსამართლობაა, როცა განსხვავებულად ექცევი“ – კონსტიტუციის 42-ე მუხლი „ბათუმის აქციის საქმეზე“

მინდია ბერიძეს და რევაზ ქერქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ. ისინი პირველები არიან, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალი აღიარეს – საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ. მინდია ბერიძე ერთი წლით დარჩება პატიმრობაში, რევაზ ქერქაძე – 6 თვით. პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულ 17 პირს საპროცესო შეთანხმება და 2-2 წლით პატიმრობა შესთავაზა. მასობრივი ძალადობა, რაშიც ჩვიდმეტივე …

შსს-ს პასუხი სასამართლოს „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებაზე

„სხვაგვარად სამართალდარღვევაზე რეაგირება პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – უთხრა მოსამართლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. ამ უწყების და კიდევ პარლამენტის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველმა შეიტანა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირება“ კონსტიტუციას არღვევს. „ჩვენ მთლიანად პროცედურას ვასაჩივრებთ. მართალია, 2015 წელს გარკვეული პროცედურები გაიწერა, მაგრამ ეს რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია და იგი თვითნებობის …

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ირაკლი შავაძე აღარ განიხილავს, მას მოსამართლე – ლევან გელოვანი ჩაენაცვლება. ირაკლი შავაძემ განცხადება უკვე დაწერა და იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადადის. ირაკლი შავაძე 2015 წლის 28 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა სამი წლის ვადით, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, იგი აქამდე სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. პირველი ივლისიდან …

მოსამართლე: იქნებ ამიხსნათ, რატომ იმართება მიტინგები სასამართლოსთან?

ამ წუთებში „ბათუმის აქციის საქმის“ განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლო სხდომის დარბაზი მაშინვე დატოვეს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სხდომის დაწყებისთანავე თქვა: „თუკი ვინმე აპირებს დარბაზის დატოვებას პროტესტის ნიშნად, აჯობებს ეს ახლავე გააკეთოთ. ამან ხმაური არ უნდა გამოიწვიოს“. „ადექით, წავიდეთ ყველა“, – მიმართა დარბაზს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ. მოწოდების შემდეგ დარბაზი დაცარიელდა. ბრალდებულისთვის განკუთვნილ …

საპროტესტო მსვლელობა სასამართლოსკენ – „ბათუმის აქციის საქმე“

საპროტესტო მსვლელობა ბათუმის „პლაზადან“ სასამართლოსკენ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულების ახლობლებმა გამართეს. „გამოუშვით“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. 11 მარტის აქცია თავდაპირველად ბათუმის „პლაზასთან“ დაიწყო. „ამიტომაც შევიკრიბეთ აქ. ჩვენ შერჩევით სამართალს ვაპროტესტებთ,“ – ამბობს რევაზ გორგილაძე. საპროტესტო აქცია ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გრძელდება. პირველ საათზე „ბათუმის აქციის საქმეზე“ გამომძიებლების ჩვენებებს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მოისმენს.

ზღვის პირას ნახევარი ჰექტარი მიწის მითვისების ამბავი

ზღვის პირას, ჩაქვში, დაახლოებით 4900 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით მითვისებას პროკურატურა მერაბ მ.-ს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მოტყუება შეძლო და სახელმწიფო ქონება მიისაკუთრა. ცოტა ხნის წინ კი, ბრალდებული ამ მიწის ნაკვეთს 90 ათას დოლარად ყიდდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. მიწა ზღვის პირას წლების განმავლობაში „ჩაქვის …

facebook მიმოწერები მტკიცებულებად მერაბ ღოღობერიძის საქმეში

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს. მათ „ბათუმის აქციის საქმეში“ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. დღეს, 20 ივნისს, საქმის არსებითი განხილვისა და  ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებები წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. დღეს მოსამართლემ ორივე ბრალდებულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? „დამნაშავედ კი არა, სიზმარში მგონია თავი. ამ …

სასამართლო პროცესი ბრალდებულების წასვლის შემდეგ

„ბატონო მოსამართლევ, მე არ მინდა, შეხედოთ ამ საქმეს მხოლოდ ვიწრო კრიმინალურ ჭრილში, ეს არის ისტორიული საქმე,“ – მიმართა მოსამართლე ირაკლი შავაძეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა. მას შემდეგ, როცა სასამართლო დარბაზი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულმა 7-მა პირმა პროტესტის ნიშნად დატოვა, მოსამართლემ პროკურორ რამაზ შავაძის და ადვოკატების ე.წ. შესავალი სიტყვა მოისმინა. არსებითი განხილვის ამ ეტაპის შემდეგ, სასამართლომ მოწმეთა …

პროკურატურის მტკიცებულებები მოსამართლემ დასაშვებად მიიჩნია – „ბათუმის აქციის საქმე“

პროკურორების, რამაზ შავაძის და ფრიდონ ქარცივაძის მიერ დღეს, 19 ივნისს, სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები მოსამართლე ირაკლი შავაძემ დასაშვებად სცნო. საუბარია ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეო კადრების ანალიზზე, რომლითაც დასტურდება, რომ კადრებში დაფიქსირებული პირები „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულები არიან. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ ამ საკითხის განხილვა გადადო, რადგან ადვოკატები სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნებს გაცნობილი არ …

ბრალდებულების და მათი ახლობლების პროტესტი სასამართლო დარბაზში – „ბათუმის აქციის საქმე“

პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულებმა და მათმა ახლობლებმა დატოვეს. დარბაზი ხალხმა სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხმაურიანი განცხადებებით და შეძახილებით დატოვა. „ძალიან ცუდი რჩევა მოგცათ თქვენ ვიღაცამ,“ – მიმართა ბრალდებულების ახლობლებს მოსამართლე ირაკლი შავაძემ, ვიდრე ისინი დარბაზს დატოვებდნენ. მან პროტესტის ეს ფორმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად შეაფასა. „არა. ეს იყო პროტესტი პროკურატურის მიმართ“, – …

საპროტესტო აქცია სასამართლოსთან – „ბათუმის აქციის საქმე“

„შერჩევით სამართალზე“ საუბრობენ „11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებული პირების ახლობლები. ისინი ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები მასობრივ ძალადობასა და პოლიციისადმი თავდასხმაში ბრალდებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ. „ამ ბიჭებმა შეიძლება რაღაც მიზერული შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მარტო ამ 19-მა კაცმა გადაწვა ბათუმი?… პოლიციამ პოლიციის საქმე უნდა აკეთოს, ასეც არ დგას საკითხი, მაგრამ მაინცადამაინც …

პროკურატურა „ბათუმის აქციის მონაწილეებს“ საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

პროკურატურა „11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ პირებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ გოდერძი გორგილაძეს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შესთავაზეს და 6 წლით პირობითი მსჯავრი. საპროცესო შეთანხმების მთავარი მოთხოვნა ბრალის აღიარებაა. ზაზა პაპიძის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ ყველა ბრალდებულს შესთავაზა, ვისაც მასობრივ ძალადობასა და პოლიციისადმი თავდასხმაში …

პოლიციელი დაკავებულს: ის თქვი, რამდენჯერ ხარ ნასამართლევი

„პირველად ვხედავ ამ პოლიციელს. მე ამ კაცს არ დავუკავებივარ. მიცნობთ საერთოდ, რა მეცვა, შეგიძლიათ თქვათ?“ – ეს კითხვა მოწმის სახით დაბარებულ მე-7 განყოფილების პოლიციელს – თემურ აბაშიძეს გიორგი ბადრიშვილმა დაუსვა. გიორგი ბადრიშვილს ირაკლი ჯიბლაძესთან და გურამ ჩიკვაიძესთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. ისინი 12 მარტს დილით, ბათუმში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს …

ასოცირებული პროფესორი უნივერსიტეტის წინააღმდეგ

პროფესორი ირაკლი მანველიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივის. პროფესორი დეკანის არჩევნების შედეგს ასაჩივრებს. ირაკლი მანველაძე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. „დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავი და ალბათ, ამიტომ აღმოჩნდა მიუღებელი ჩემი დეკანობა,“ – ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე. ის იმავე ფაკულტეტის თანამშრომელია, რომლის დეკანობაც სურდა. 2014 წლის ფაკულტეტის …

მოსამართლემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 250 ლარით დააჯარიმა

„ივანიშვილისთვის ხეების გადატანის საქმეზე“ მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონი 250 ლარით დააჯარიმა, ხოლო რევაზ ხარაზის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რევაზ ხარაზი კი ამავე პარტიის წევრი. ისინი 6 ივნისის საღამოს დააკავეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო. პოლიციელებმა წინა სასამართლო სხდომაზე 7 ივნისს მოსამართლეს უთხრეს, რომ …

397 გამამტყუნებელი და 8 გამამართლებელი განაჩენი ოთხ თვეში

397 გამამტყუნებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა 2017 წლის პირველ ოთხ თვეში. ამ პერიოდში სასამართლომ სულ 411 სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. გამამტყუნებელი განაჩენებიდან პირობითი მსჯავრი შეეფარდა 161 პირს, ნაწილობრივ პირობითი მსჯავრი – 57 ადამიანს. სასამართლოს 4 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი საქმე დაუბრუნებია უკან, წინასწარ გამოძიებაში. იანვრიდან აპრილის ჩათვლით სულ 8 საქმეზე მიუღია სასამართლოს გამამართლებელი …

დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოსამართლე დავით მამისეიშვილი იქნება. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, სადაც კიდევ 10 საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩიეს. დავით მამისეიშვილი მოსამართლეა 2008 წლიდან. თავდაპირველად იგი ქედაში, შემდეგ კი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა. 2013 წლიდან დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა და ამავდროულად – სასამართლოს თავმჯდომარე. მოსამართლეობამდე დავით მამისეიშვილი მუშაობდა …

საია „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის

საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შპს „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის. შესაბამისი სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს საია უახლოეს დღეებში მიმართავს. სარჩელის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის მიღება იქნება, რაზეც „ბათუმის წყალმა“ უარი თქვა იმ მოტივით, რომ იგი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და არ ახორციელებს საჯარო სამართლის უფლებამოსილებას. შპს „ბათუმის წყალი“ ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და 100 …

„ივანიშვილისთვის მოპარული ხის“ საქმის განხილვა სასამართლოში

„აჭარის საპატრულო პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა იდგა იქ და უყურებდა, როგორ მიჰქონდათ ხეები უკანონოდ. მე მხოლოდ დახმარებას ვითხოვდი. პირიქით მოხდა – დამაკავეს“ – უთხრა მოსამართლეს ელგუჯა ბაგრატიონმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის და ამ პარტიის კიდევ ერთი წევრი, რევაზ ხარაზი გუშინ ღამით ჩაქვში, ხეების გადატანის დროს დააკავეს – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. …

“ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ხეების გადარგვის დროს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონის და რევაზ ხარაზის დაუყონებლივ გათავისუფლებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია “ნაციონალური მოძრაობიდან”, რევაზ ხარაზი კი, ამავე პარტიის წევრი. ისინი ჩაქვში გუშინ ღამით დააკავეს. “ელგუჯა არის უმაღლესი საბჭოს წევრი და მისი ვალდებულება სწორედ ის იყო, მოეთხოვა ნებართვა, რის საფუძველზე გადაჰქონდათ …

პოლიციამ „წაგებული საქმეები“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც წააგო – „ბათუმის აქციის საქმე“

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 79 პირიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 9 გაამართლა. „წაგებული საქმეები“ პოლიციამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასააჩივრა, სადაც „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პოლიციის არც ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის იყვნენ რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმი ვარშანიძე. „ბათუმი პლაზასთან“ მათი დაკავების გამო დაიწყო 11 მარტს საპროტესტო აქცია. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა …

გონიოელებმა სასამართლო დავა მოიგეს

გონიოში მცხოვრები 50 ოჯახის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 6 ივნისს, დააკმაყოფილა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გონიოელების საკითხი ხელახლა უნდა შეისწავლოს და ინდივიდუალური პასუხი გასცეს თითოეულ მოსარჩელეს. ბათუმის მერიამ უკვე მეორედ წააგო სასამართლო დავა გონიოს მიწების საქმეზე. 31 მარტს 4 გონიოელის სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა.  ბათუმის მერიის საკუთრების …

გზით სარგებლობის უფლებისთვის მოქალაქე საპატრიარქოს სასამართლოში უჩივის

მოქალაქე შაქრო თურმანიძე საქართველოს საპატრიარქოს გზის დაბრუნებას სთხოვს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფერიის მთაზე, სადაც მიწის ნაკვეთი 1979 წლიდან აქვს, გზაც თვითონ გაიყვანა, თუმცა მოგვიანებით, 2014 წელს, მის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა, მათ შორის, გზაც, რომლითაც შაქრო თურმანიძე სარგებლობდა. გზა ამჟამად ფერიის მთაზე მდებარე ეკლესიის სარგებლობაშია. „ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნაც, რომ შაქრო …

ვაჟა-ფშაველას 13-ში დანგრეული ძეგლი კომპანიამ არ აღადგინა – ორი სასამართლო დავა

„თუ ძეგლის სტატუსი აღარ ექნება ვაჟა-ფშაველას 13-ს, მაშინ ეს დავაც აბსურდული გახდება,“ – მიმართა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს კომპანია „სლავა 2015“-ის იურისტმა, თამარ კახიძემ. აჭარის კულტურული მემკვდრეობის დაცვის სააგენტო ამჯერად კომპანიის დაჯარიმებას 10 ათასი ლარით  იმის გამო ითხოვს, რომ უნებართვოდ დანგრეული ძეგლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ მომხდარა. თბილისის საქალაქო სასამართლო კი მსჯელობს, კანონიერად მიანიჭეს თუ არა …

„ბათუმის აქციის საქმეზე“ სასამართლომ გამომძიებლების ჩვენებების მოსმენა დაიწყო

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღევანდელ სხდომებზე იმ დეტექტივ-გამომძიებლების ჩვენებები მოისმინა, რომლებმაც 11 მარტის ბათუმის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ბრალდებულები დაკითხეს და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამომძიებლებმა თქვეს, რომ ისინი მოწმეებს ტელეფონით დაუკავშირდნენ, ხოლო გამოკითხვა პოლიციის სამმართველოს შენობაში შედგა. გამომძიებლების თქმით, 301 მოწმიდან გამონაკლისი მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებთან მიმართებაში დაუშვეს – დეპუტატები უმაღლესი საბჭოს შენობაში გამოკითხეს. ადვოკატების …

25 მილიონი საპატრიარქოს ყოველწლიურად – მოსამართლეები სარჩელის დასაშვებობას განიხილავენ

„სახელმწიფომ არც უნდა წაახალისოს და არც ხელი შეუშალოს რელიგიურ ორგანიზაციებს. რელიგიური ნეიტრალობა არის სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტური ასპექტი,“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა. მოქალაქეები: თამარ კორძაია, ეკა აღდგომელაშვილის, ლია ღვინიანიძის და სხვები საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის იმ ჩანაწერს მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წელს კიდევ ერთხელ …

რამდენად სამართლიანია სასჯელი მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის

„არაგონივრულია პირი დაისაჯოს მაშინ, როცა ის მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს,“ – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა ვახუშტი მენაბდემ. ის კონსტანტინე კირვალიძის ინტერესებს იცავს, რომელიც მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის გაასამართლეს. სარჩელის არსებითად განხილვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, მარიხუანას მოხმარება უნდა იყოს თუ არა დასჯადი სისხლის სამართლის წესით. ბექა წიქარიშვილის საქმის შემდეგ, როცა სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება …

ავტოავარია მემედ აბაშიძის გამზირზე

მემედ აბაშიძის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში რამდენიმე წუთის წინ ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი. იგი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.      

ბრალდებული: სასამართლოს გადაწყვეტილებამ ულუკმაპუროდ დამტოვა

„არ მინდა ჩემი ვინაობის გაჟღერება, ისედაც პრობლემაა ცხოვრება, არადა, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი…“ – გვითხრა ილია ხ.-მ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მას სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ედავებიან. დაახლოებით სამი წლის წინ ილია ხ. მარიხუანას მოხმარებისთვის გაასამართლეს და ავტომანქანის მართვის მოწმობა ჩამოართვეს. სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილებით, ილია ხ.-ს სასჯელის სახით სხვადასხვა შეზღუდვა დაუწესეს, მათ შორის, ავტომანქანის მართვა. საქმიანობის …

რა გამოავლინა ექსპერტიზამ – „ბათუმის აქციის საქმე“

„აი, თუ არ წერია ექსპერტიზის დასკვნაში ის, რასაც ვამბობდით,“ – მიმართა ადვოკატებს პროკურორმა რამაზ შავაძემ, ვიდრე მოსამართლე სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა. პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგინა. სხვადასხვა მიმართულებით დანიშნული ექსპერტიზიდან ამ ეტაპზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. ექსპერტებმა ამ შემთხვევაში ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები შეისწავლეს, სადაც ბრალდებულები არიან დაფიქსირებული. „95 პროცენტ შემთხვევაში ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ …

განაჩენი მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის

მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის 22 წლის არჩილ ტოტოღაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. ის ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი იყო. საუბარია გასული წლის 26 აგვისტოს, ქობულეთის სადგურთან ახლოს მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ასევე ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი, ნოდარ გოგიტიძე მოკლეს, ხოლო პოლიციელი – მირიან ნოღაიდელი დაჭრეს. არჩილ ტოტოღაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს …

ყაჩაღობა სათამაშო რევოლვერით და მიტაცებული 10 ათასი ლარი – „სანტას საქმე“

ყაჩაღობაში ბრალდებული ჯემალ მ. ბრალს არ აღიარებს, თუმცა დაკავების დროს, წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარა, რომ მან ახალი წლის საღამოს ჩაიცვა სანტას ფორმა და სუპერმარკეტ „იალჩინში“ სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა სათამაშო რევოლვერის მუქარით. „სანტას ყაჩაღობის საქმეს“ მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ყაჩაღობაში ბრალდებულ „სანტას“ 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. „მე ჩავატარე ბალისტიკური ექსპერტიზა, უნდა გამოგვერკვია, …

Exit mobile version