საქმეები, რომელთა გამოძიებას პროკურატურა არ ამთავრებს

„ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს“ და „საგამოძიებო ორგანოების მიმართ გარკვეულ უნდობლობას ნერგავს“, – ამ ფრაზებით აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე სისხლის სამართლის წესით დაწყებულ და დაუსაბუთებლად გაჭიანურებულ საქმეებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საშიშ ტენდენციას იმ საქმეებში ხედავს, სადაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიუღია პროკურატურას. ერთ-ერთი საქმე, …

„მანქანის დაცხრილვის საქმეზე“ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს – ერთი არასრულწლოვანია

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „მანქანის დაცხრილვის საქმეზე“ დაკავებულ ორ ბრალდებულს. საუბარია 30 ივლისს დილით ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე, როცა მსუბუქ ავტომანქანას რამდენჯერმე ესროლეს. ამ საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ამ მიზეზით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილა სასამართლომ. ბრალდებულებს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან, რაც გულისხმობს …

სასამართლო პროცესი – ავტოავარია, რომელსაც 17 წლის გოგო ემსხვერპლა

„ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ – ამ მუხლით ბრალდებულ ნოდარ რ.-ს საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. მას სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლის დარღვევას ედავება გამოძიება – განსაცდელში მიტოვება. ავარიის შედეგად ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი მიატოვა. საუბარია 2017 წლის 5 იანვარს შაფათავას ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიაზე, რომლის შედეგადაც 17 წლის ნინო ბაგრატიონი დაიღუპა. …

შსს-ს კომენტარი ავტომანქანის დაცხრილვისა და დაჭრის ფაქტებზე

30 ივლისს, ბათუმში ავტომანქანის დაცხრილვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო ქობულეთში სოფელ ცეცხლაურში დაჭრის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ბათუმის შემთხვევაში დაზიანებულია ავტომანქანა და გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები; ცეცხლაურის შემთხვევაში კი, დადგენილია პიროვნება და მიმდინარეობს …

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში, წუხელ, დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ინციდენტი მეზობლებს შორის ჩხუბს მოყვა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ის, ვინც მამაკაცი დაჭრა, ადგილიდან მიიმალა. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი დანით არის დაჭრილი და ის ამ დროისთვის ქობულეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს. სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით მოგაწვდით.

ბათუმში ავტომანქანა დაცხრილეს

ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის ბოლოში, დღეს, 30 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, მსუბუქი ავტომანქანა დაცხრილეს. მანქანას მარჯვენა მხრიდან და საქარე მინაზე რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. ადგილზე მუშაობს საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. პერიმეტრზე, რომელიც სამართალდამცავებს აქვთ შემოსაზღვრული, ყრია მასრები და დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. როგორც ჩანს, გორგასლის ქუჩაზე ავტომანქანა, რომელიც დაცხრილეს, ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა. …

მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს

11 მოწმეს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ დღეს, 27 ივლისს, უნდა მიეცა ჩვენება, თუმცა მერაბ ღოღობერიძე სასამართლო დარბაზში გამოცხადების ნაცვლად სასამართლოში გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებთან დარჩა. „იგი მოითხოვს კლინიკა „მედინაში“ გადაყვანას, მაგრამ ეს არ არის სასამართლოს კომპეტენცია… ამ მდგომარეობაში მისი ყოფნა სასამართლო დარბაზში რეკომენდებული არ არის, უმჯობესია, ექიმებმა მიხედონ,“ – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. პროკურორმა …

დაკავებული პოლიციელი: დამალვა რომ მდომებოდა, სამ დღეში დავიმალებოდი

„დამალვა რომ მდომებოდა, სამ დღეში დავიმალებოდი,“ – მიმართა მოსამართლეს ხულიგნობაში ბრალდებულმა პოლიციელმა, არჩილ დევრიშაძემ. 21 ივლისს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე, გამოძიებამ პოლიციელი 24 ივლისს დააკავა. პოლიციელმა ეს არგუმენტი იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, რომ იგი არსად მიმალვას არ აპირებს და განაჩენის გამოტანამდე წინასწარი პატიმრობის გამოყენება საჭირო არ არის. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ხულიგნობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა …

პოლიციელს, რომელმაც მოქალაქეს ესროლა, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის

ამ წუთებში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე არჩილ დევრიშაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. დევრიშაძე პოლიციელია და პროკურატურა ხულიგნობას ედავება – ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. პროკურატურამ პოლიციელი 24 ივლისს დააკავა. უწყების ინფორმაციით, ხულიგნობის ჩადენის დროს პოლიციელი სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა, თუმცა მას პოლიციელის მაისური ეცვა. გამოძიების ვერსიით, არჩილ დევრიშაძემ 21 ივლისს, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომანქანიდან მოქალაქე რამინ ქათამაძეს ესროლა …

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ლ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიებამ …

კომპანია: აღმასრულებლის გადაწყვეტილებამ დაგვაზარალა

კომპანია „ბალავარი“ აღმასრულებელს თვითნებობაში ადანაშაულებს, რამაც კომპანია დააზარალა. სააღსრულებო ფურცლის შეჩერების მოთხოვნით კომპანიამ სარჩელით დღეს, 24 ივლისს, მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. „ბალავარმა“ სამშენებლო მასალები თურქეთში შეიძინა. „მასალის ბათუმში შემოტანა კი თურქულ კომპანია „პარტაშ ბეტონს“ უნდა განეხორციელებინა. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიას დავალიანება ჰქონია სხვა ქართულ კომპანიასთან – „პრიზმასთან“. არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით თურქულ კომპანიას …

აიკრძალება თუ არა პარტია, რომელიც ხალხს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს სარჩელს „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ. ეს ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა. თუკი განმწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლეების არგუმენტებს სასამართლო გაიზიარებს, არსებითი განხილვა დაიწყება „ცენტრისტების“ წინააღმდეგ. მოსარჩელე პარლამენტის 33 დეპუტატია [დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები]. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ …

„აღარ მახსოვს, დილა იყო თუ საღამო“ – მოწმეების დაკითხვა „ბათუმის აქციის“ საქმეზე 

„დილის 11 საათზე მივედი პოლიციაში ჩვენების მისაცემად. დაახლოებით ორი-სამი საათი გაგრძელდა ჩემი დაკითხვა,“ – თქვა მოწმედ დაბარებულმა რაფიელ აბაშიძემ. მან დღევანდელ პროცესზე მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ამ პირებს „ბათუმის აქციის საქმეში“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. „გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაფიქსირებულია, რომ თქვენ საღამოს შვიდ საათზე დაგკითხეს,“ – უთხრა მოწმეს ადვოკატმა დავით …

წინააღმდეგობა მოწმის ჩვენებაში – მერაბ ღოღობერიძის საქმე

ვიდრე სასამართლო დარბაზში მოწმეები შემოვიდოდნენ, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა სასამართლოს წინა სხდომაზე დაკითხული მოწმის – მერაბ მურმანიძის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა მოითხოვა. ადვოკატმა იმ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოწმემ გამომძიებელსა და მოსამართლეს ამბავი სხვადასხვაგვარად მოუყვა. მერაბ მურმანიძე „11-12 მარტის აქციაზე“ მასობრივი ძალადობისთვის უკვე გაასამართლეს. მას გუშინ, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ ერთწლიანი საპატიმრო ვადით. „შეღავათიანი …

რა გაირკვა თითის ანაბეჭდებით – ქურდობაში ბრალდებულების საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ქურდობაში ბრალდებულები – გელოდი მესხიძე და ნიკა მიქანაძე. მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შემთხვევა გასული წლის ივლისში მოხდა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, სახლის შესასვლელი კარი ღიად იყო დატოვებული. ორმა ახლგაზრდა ბიჭმა საათი და საფულე 350 ლართან ერთად წაიღეს. …

მარტის მოვლენებზე ბრალდებულ 9 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

11-12 მარტის ბათუმის აქციაზე დაკავებული პირებიდან 9 ბრალდებულს დღეს, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მხარეებს და პროკურატურას შორის მიღწეული შეთანხმება დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაადასტურა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 9 მსჯავრდებულიდან შვიდს წელიწადნახევარი მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა, ორს – ერთი წელი, მათ შორის მურმან მურმანიძეს, რომელმაც ამ აქციის ორგანიზატორობაში ბრალდებულის – მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. …

მუსლიმთა სამმართველო დისკრიმინაციულ მოპყრობას ასაჩივრებს

„რატომ უნდა გაერთიანდნენ სუნიტი და შიიტი მუსლიმანები, როცა კანონი იგივე გაერთიანებას არ მოითხოვს კათოლიკეებისგან და სომხური ეკლესიისგან,“ – აცხადებს იურისტი გიორგი გოცირიძე. საიას იურისტი საკონსტიტუციო სასამართლოში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ ინტერესებს იცავს. მუსლიმთა სამმართველო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას ასაჩივრებს, რომელიც 4 რელიგიური მიმდინარეობისთვის [იუდეველები, სომხურ-გრიგორიანული ეკლესია, რომაულ-კათოლიკური ეკლესია, მუსლიმთა თემი] …

ბათუმის კაზინოში 500-ევროიანი ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებაზე  ერთი პირი დააკავეს. „დადგინდა, რომ აღნიშნული პირის მიერ, ქ. ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით,  9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 11 ცალი 500-ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ …

უცხოეთის მოქალაქემ კაზინოს ბათუმში სასამართლო დავა მოუგო

14 500 ამერიკული დოლარის გადახდა მოსამართლე სალიხ შაინიძემ შპს „ალიანსი +“-ს დააკისრა. ეს კომპანია ფლობს კაზინო „პეგასს“ ბათუმში, სადაც ბულგარეთის, ასევე თურქეთის მოქალაქე – ლევენთ სადულა მუსას მოგებული ფულის მიღებაზე უარი უთხრეს. მოსამართლემ კაზინოს ადმინისტრაციას სასამართლოს ბაჟის – 1050 ლარის გადახდაც დააკისრა. ლევენთ სადულა მუსამ ბათუმში, კაზინო „პეგასში“ 18 800 ამერიკული დოლარი გასული წლის აგვისტოში …

6 თვით პატიმრობა მძღოლს ავარიისთვის, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საპროცესო შეთანხმებით დასრულდა სასამართლო პროცესი მირონ შუშანიძესთან. მას გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში, გონიოში მოხდა. მირონ შუშანიძე ავტომანქანით დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას, რომელშიც ორი მამაკაცი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა. საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება არსებითი განხილვის გარეშე მიიღო, რადგან მხარეებს შორის საპროცესო …

ცოლის ცემა იატაკის საწმენდი ტილოს ჯოხით

„მან იატაკის საწმენდი ტილოს ჯოხის თავში ჩარტყმით მეუღლეს მიაყენა სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“, – წერია მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის მიერ ხელმოწერილ განაჩენში. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულმა დაკავებისთანავე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა, რომლის შედეგადაც მოსამართლის მიერ მოძალადე ქმრისთვის შეფარდებული ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთა პირობით ერთი წლის …

სასჯელი დედას შვილის ცემისთვის

„სასამართლომ დაადგინა: საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ზ.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხელის, მკლავისა და ზურგის არეში დარტყმებით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან შვილს მიაყენა დაზიანებები, რამაც ამ უკანსასნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია…“ – ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში წერია, რომლითაც დედას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საკუთარი შვილის ცემისთვის. სასჯელი მას პირობით გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა. საუბარია გასული …

რატომ უნდა ჯდებოდეს მეჩეთის აშენება უფრო ძვირი, ვიდრე ეკლესიის – გადასახადები და დისკრიმინაციული კანონი

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ამბავი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მაგალითად მოიყვანა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს იცავს, რომლებიც მიიჩნევენ რომ დისკრიმინაციულია კანონი, რომლითაც საგადასახადო შეღავათებით მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს. „ბათუმში მუსლიმმა თემმა შეისყიდა მიწის ნაკვეთი. მშენებლობის ნებართვას მიიღებენ თუ არა, ჯერ ესეც უცნობია, მაგრამ თუკი მიიღებენ, მათ დამატებითი ღირებულების გადახდაც მოუწევთ, რაც 18 პროცენტს …

გიორგი მშვენიერაძე: განსაკუთრებული სტატუსი მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუციით არ აქვს

„სახელმწიფოს ვალდებულებაა რწმენის თავისუფლების დაცვა და არა რომელიმე რელიგიის გაძლიერება,“ – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის ხუთი რელიგიური ორგანიზაციის ინტერესებს იცავს საკონსტიტუციო სასამართლოში. დავის საგანი სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა დისკრიმინაციულია. „მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების გადაცემის ინტენსივობა არის ძალიან დაბალი. ყოფილა შემთხვევები, როცა …

მერაბ ღოღობერიძე სასამართლოს: ჩემ გარეშე განიხილეთ

„ჩემ გარეშე განიხილეთ,“ – მერაბ ღოღობერიძისგან ეს წერილობითი განცხადება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. ის განიხილავს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს, რომლებსაც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა. „ის არის ავად და სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია. ამის გამო ვერ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ვაყენებ შუამდგომლობას, გადაიდოს სასამართლო პროცესი,“ – …

უაქციზო ვისკის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე,  ბრალდებულის სახით, ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით: „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის – ვისკის რეალიზაციას ახორციელებდა. დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 69 ცალი ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი …

შსს: ლიანდაგების ქურდობის მცდელობაზე ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული შ.ფ., 1981 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული ლ.ა. და 1992 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს რკინიგზის კუთვნილი 46 მეტრი სიგრძის ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ. ოთხივე …

ნახევარი მილიონი ლარი ოთხი ახალი მოსამართლის ბინის ქირისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს ბინებს ბათუმში აღარ ჩუქნიან. პლენუმის გადაწყვეტილებით, თითოეულ მოსამართლეს თვეში ბინის ქირისთვის 1000 ლარს უხდიან.  მოსამართლეებს 10 წლით ირჩევენ და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, ერთი მოსამართლის ბინით უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან ჯამში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ოთხისთვის – 480 ათასი, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი …

მერაბ ღოღობერიძის პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერაბ ღოღობერიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე, ვიდრე მოსამართლე სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, მერაბ ღოღობერიძემ მისთვის განკუთვნილი გისოსებიანი ადგილიდან დარბაზს მიმართა: „ხდება იგივე, რაც ცოტნე ანანიძის შემთხვევაში მოხდა. მე ვაპირებ ბათუმის მერობას…” – თქვა მერაბ ღოღობერიძემ. მას ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. საუბარია ბათუმის 11-12 მარტის აქციაზე, …

ვაჟა-ფშაველას #13-თვის სტატუსის მოხსნის საკითხს სააგენტო მომავალ კვირაში განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 ივნისს, ოქტომბრამდე გადადო „მომავლის სახლის“ საჩივრის განხილვა. ამხანაგობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე ისტორიული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა უნებართვოდ დაანგრია 2015 წლის ბოლოს. ამხანაგობა კი იმ ოჯახებს აერთიანებს, რომლებიც ამ მისამართზე ცხოვრობდნენ. პროცესის გადადების მიზეზი კომპანია „სლავა …

განაჩენის გამოცხადებამდე პროკურორმა ბრალი უკან წაიღო

მოსამართლე ირაკლი შავაძეს პროკურორმა გადაწყვეტილების მიღება დაასწრო. პროკურორს დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ზურაბ კონცელიძემ მის ნაცვლად თქვა, რომ ბრალზე საერთოდ უარს ამბობს. საქმე იაგო ცივაძის ბრალდებას ეხება. ის 2015 წელს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების გამო. სამართალდამცველებმა იარაღი ავტომანქანის სავარძლის ქვეშ იპოვეს. იაგო ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ექსპერტიზის დასკვნამ პროკურატურის ბრალდება ამ საქმეში …

საქმე, სადაც მტკიცებულებაზე ფიქსირდება არა ბრალდებულის, არამედ პოლიციის აგენტის ანაბეჭდები 

იაგო ცივაძის საქმეს 2015 წლიდან განიხილავს სასამართლო. მას გამოძიება იარაღის უკანონო ტარებას ედავება. დღეს, 28 ივნისს, იაგო ცივაძე განაჩენს ელოდა მოსამართლე ირაკლი შავაძისგან, თუმცა სასამართლო დარბაზში მყოფმა პროკურორ ლევან მურვანიძისგან მოისმინა, რომ ის დასკვნითი სიტყვისთვის მზად არ არის და არც მომდევნო თვემდე ეცლება. მომდევნო თვეში, ანუ პირველი ივლისიდან, მოსამართლე ირაკლი შავაძე სისხლის სამართლის საქმეებს აღარ …

მოსამართლემ ტრანსგენდერი ქალი პოლიციაზე წინააღმდეგობისთვის დააჯარიმა

“როგორც თქვენ არ მოგეწონათ, როცა შეურაცხყოფა მოგაყენეს, ისე მე არ მომეწონა, როცა პოლიციელებს გვაგინე,” – მიმართა ტრანსგენდერ ქალს, გაბრიელას (პასპორტის მიხედვით ზურაბ ბუზარიაშვილს) პოლიციელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს მოაწერა ხელი და ტრანსგენდერი ქალი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შემთხვევა 23 ივნისის ღამეს დაფიქსირდა. პოლიციას გაბრიელამ შეატყობინა, რომ მას ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში 5 მამაკაცი …

პოლიციის გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს – მსხვერპლი პარლამენტის წინააღმდეგ

„სამჯერ გააფრთხილა პოლიციელმა მოძალადე. ბოლო გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს”, – ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის ისტორია მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, თამარ ავალიანმა იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, რომ ოჯახში ძალადობის დროს, პოლიციელის გაფრთხილება არაფერს ცვლის, ხოლო შემაკავებელი ორდერის გამოცემა პოლიციელის ნებაზეა დამოკიდებული. გაფრთხილებაც და შემაკავებელი ორდერის გამოცემაც პოლიციელს შეუძლია. ძალადობის დროს შემაკავებელი ორდერის გამოცემა  პოლიციელის კეთილსინდისიერებაზე რომ არ უნდა …

„გონიოს პლაჟის ინციდენტი“, რომელშიც დაზარალებული იუსტიციის საბჭოს ახალი მდივანია

„მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე“, – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებული ინციდენტის განხილვა ამ დრომდე გრძელდება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში. გიორგი მიქაუტაძე 2017 წლის 24 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. მანამდე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. გონიოში მომხდარი ინციდენტის სასამართლო გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა მოსამართლე ხვიჩა …

მოსამართლეების უხერხული კითხვები პორნოგრაფიაზე

“პორნოგრაფიის განმარტება უნდა იყოს კანონში და არა ვიკიპედიაში”, – ასე უპასუხა იურისტმა გიორგი გოცირიძემ პარლამენტის წარმომადგენელს, თათია მესხიას. გიორგი გოცირიძის თქმით, პარლამენტის წარმომადგენელმა წინა პროცესზე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ენციკლოპედია არ არის და თუ ვინმეს პორნოგრაფიის განმარტება სურს, ინტერნეტში შეუძლია მისი დაძებნა. მოქალაქე გიორგი ლოგუას სარჩელს პორნოგრაფიის გავრცელებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. გიორგი …

Exit mobile version