საპროტესტო მსვლელობა ბათუმის „პლაზადან“ სასამართლოსკენ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულების ახლობლებმა გამართეს. „გამოუშვით“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
11 მარტის აქცია თავდაპირველად ბათუმის „პლაზასთან“ დაიწყო. „ამიტომაც შევიკრიბეთ აქ. ჩვენ შერჩევით სამართალს ვაპროტესტებთ,“ – ამბობს რევაზ გორგილაძე.
საპროტესტო აქცია ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გრძელდება. პირველ საათზე „ბათუმის აქციის საქმეზე“ გამომძიებლების ჩვენებებს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მოისმენს.