მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მერაბ ღოღობერიძის საქმის გადადება მოუწია. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული სასამართლოში წარმოდგენილი არ იყო. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლოს არ აქვს ინფორმაცია, რის გამო ვერ მოხერხდა მერაბ ღოღობერიძის წარმოდგენა. დარბაზი უკომენტაროდ დატოვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, წესით, სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა ორგანომ უნდა წარმოადგინოს. ამ დრომდე შინაგან საქმეთა …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძე პოლიციამ სასამართლოში ვერ მიიყვანა”