ბათუმის ახალი საკრებულოს წევრებმა „ოცნებას“ 45 000 ლარი შესწირეს

ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართული ოცნების“ ფინანსური გაძლიერება გადაწყვიტეს. რამდენიმე მათგანმა პარტიას 5 -10 ათასი ლარი შესწირა. ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება, ამომრჩეველმა არჩევანი „ოცნების“ ან „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. „ქართული ოცნების“ სახელით არჩილ ჩიქოვანი იბრძვის, ხოლო ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატი გიორგი კირთაძეა. 2021 წლის 11 ოქტომბერს ბათუმის …

„ოცნებას“ არ დაუჭიროთ მხარი – მესამე სექტორის რჩევა გახარიას პარტიას ბათუმის საკრებულოში

„საზოგადოების ეჭვები ზუსტად ამ პარტიის გადაწყვეტილებებმა უნდა გაგვიქარწყლოს და პირველ ეტაპზე ეს ეხება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას,“ – ამბობს „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი ბათუმში თაკო მამეიშვილი. თაკო მამეიშვილმა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, 15 ოქტომბერს, პარტიას „საქართველოსთვის“ ლიდერებთან შეხვედრაზე თქვეს, რომ გახარიას პარტიამ ბათუმის საკრებულოში „ოცნების“ კანდიდატს არ უნდა დაუჭიროს მხარი. 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბათუმის …

ვინ მოაგვარებს პრობლემებს ბათუმში, თუ საკრებულო მერის ოპონენტი იქნება

„მოუწევთ დიალოგის სწავლა“ – ასეთია მოქალაქეების მოლოდინი ბათუმის ახალ საკრებულოზე, სადაც მანდატების უმრავლესობა ამჯერად ოპოზიციას ეკუთვნის. საკრებულოში 16 მანდატი „ოცნებას“ აქვს, ოპოზიციას – 19. რას მიიღებს ქალაქი, თუკი საკრებულო ოპოზიციური იქნება, ხოლო მერი „ოცნებიდან“? ან რამდენად გართულდება გადაწყვეტილებების მიღება, თუკი მერი გიორგი კირთაძე გახდა, ხოლო საკრებულოში „ოცნებამ“ მყარი უმრავლესობა მაინც შექმნა, როგორც ეს დღეს „ოცნების“ …

„ოცნებას“ დაუჭერს მხარს საკრებულოში თუ ოპოზიციას – რას ამბობს გახარიას გუნდი ბათუმში 

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებისთვის“, ან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვიყოთ ე.წ. მაშველი რგოლი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დამბალანსებლის როლი შევასრულოთ,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე „ბათუმელებთან“. არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ის უკვე ბათუმის საკრებულოს წევრია პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ვკითხეთ, რა როლს ითამაშებს გახარიას გუნდი ბათუმის საკრებულოში, როცა „ოცნებას“ და დანარჩენ ოპოზიციას შორის ხმები ასე ნაწილდება – …

ვინ შედის ბათუმის საკრებულოში „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები

არჩევნების პირველადი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას  ექნება. ბათუმის საკრებულოში სულ 35 წევრია. ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით კი, ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ 16 წევრი შედის [12 პარტიული სიიდან და 4 მაჟორიტარი], ხოლო ოპოზიციიდან 19. „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო სიიდან საკრებულოში შედის: ასლან ბალაძე [ყოფილი ფეხბურთელი] როსტომ ხალვაში [ექიმი] ნერიმან ცინცაძე [საკრებულოს მოქმედი წევრი] ზურაბ …

ვინ შედის ბათუმის საკრებულოში ენმ-დან – წინასწარი მონაცემები

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმის საარჩევნო უბნების ხმები სრულად დათვლილია. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის ახალ საკრებულოში ოპოზიციამ მეტი მანდატი მოიპოვა, ვიდრე  მმართველმა პარტიამ. ჯამში ოპოზიციას 19 წევრი ეყოლება, „ქართულ ოცნებას“ – 16. ბათუმის საკრებულო სულ 35 წევრითაა წარმოდგენილი. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციიდან ყველაზე მეტი წევრით იქნება წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა“. მას 12 წევრი შეჰყავს საკრებულოში. …

ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში 19 წევრი ეყოლება, 16 წევრი – „ოცნებას“ I წინასწარი შედეგები

ამ დროის მონაცემებით [17:00 საათი], 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად, პროპორციული წესით ბათუმის საკრებულოში ოთხი პარტიის წარმომადგენლები შევლენ. ესენია „ქართული ოცნება“, „გაერთიანებული ოპოზიცია“, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელო“. ბათუმის 79 საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 39.42 პროცენტი მიიღო [29 789 ხმა], „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 38.34 პროცენტი [28 970 ხმა], შემდეგ მოდის …

გააბათილეს 925 ბიულეტენი, „ოცნების“ კანდიდატს 5 ხმით გაამარჯვებინეს – ოპოზიცია

დღეს, 3 ოქტომბერს, „ლელომ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიცია ბათუმის მე-7 ოლქში, ცამეტივე საარჩევნო უბანზე, ხმების ხელმეორედ გადათვლას მოითხოვს.„ლელოს“ განცხადებით, 13-ივე საარჩევნო უბანზე ბათილად არის ცნობილი 925 ბიულეტენი და ხელოვნურად არის შექმნილი დისბალანსი. „როგორც ვხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულაციის გზით მოახერხა, რომ პირველივე ტურში გაეყალბებინა მისი კანდიდატის, მინდია გოგუაძის გამარჯვება, მხოლოდ და მხოლოდ 0,6 …

როგორ აშენდა ბათუმში 7 კორპუსი უკანონოდ? – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში 

ამ მოწვევის ბათუმის საკრებულო დღეს, 16 სექტემბერს, ბოლო სხდომას მართავს, რომელზეც ამ დროისთვის [11:40] შესვენება გამოცხადდა. მანამდე საკრებულოს წევრები ერთმანეთს  სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რასაც მოჰყვა „ქართული ოცნების“ წევრის, ნატალია ზოიძის შეპასუხება, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს ადამიანებს უთვალთვალებდნენ და ვიდეოებს უღებდნენ. საკრებულოს სხდომაზე დღეს მივიდნენ აქტივისტები …

ბულვარში „ამბასადორი“ უნდა დაინგრეს – კიდევ რას დაუჭერდა მხარს საკრებულოში ირაკლი კუპრაძე

პირველ რიგში ააიპ-ებისა და სხვა მუნიციპალური ორგანიზაციების გაუქმებას აპირებს „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე, თუკი მოსახლეობის ნდობას მიიღებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე და ბათუმის საკრებულოში შევა. იგი მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ორგანიზაციებს სხვადასხვა ხელისუფლება მხოლოდ პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად იყენებს. კიდევ რის შეცვლას აპირებს „ლელოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში? პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ მოხერხდა ბათუმში შეთანხმება ოპოზიციის …

5 ქალი – „ოცნების“ სია ბათუმის საკრებულოში

ბათუმის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, არჩილ ჩიქოვანმა დღეს მმართველი პარტიის ის გუნდი წარმოადგინა, ვინც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში 5 ქალია, სიის პირველი ნომერია კი ყოფილი ფეხბურთელია. სია: ასლან ბალაძე [ყოფილი ფეხბურთელი] როსტომ ხალვაში [ექიმი] ნერიმან ცინცაძე [საკრებულოს მოქმედი წევრი] ზურაბ ნაკაიძე [საკრებულოს მოქმედი წევრი] რიჩარდ სირაბიძე …

მწვანე უბნები ბათუმს – საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია დაარეგისტრირა

საინიციატივო ჯგუფმა ბათუმის  საკრებულოში ონლაინ პეტიცია  „მწვანე უბნები ბათუმს“ დაარეგისტრირა. მოქალაქეები ქალაქის რეკრეაციული სივრცეების სახელდებას, სტატუსის მინიჭებას და მათ დაცვას ითხოვენ. პეტიციის ავტორების ინფორმაციით ამ დროისთვის ბათუმში სტატუსის მქონე მხოლოდ 18  სივრცეა და  ეს რაოდენობა არასაკმარისია ქალაქისთვის. გარდა ამისა,  რეალურად ბათუმს  სტატუსის მქონე მეტი სივრცის არსებობის შესაძლებლობა აქვს. „ყველანი ვთანხმდებით, რომ დასახლების სიმჭიდროვის და მშენებლობის ბუმის პარალელურად …

ცვლილებები ბათუმის საკრებულოში – ლევან ანთაძე ნაზი ფუტკარაძემ ჩაანაცვლა

ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში ცვლილებაა.  ენმ-ის წევრმა ლევან ანთაძემ საკრებულო, შესაბამისად ოპოზიციის ფრაქცია დატოვა. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა. ლევან ანთაძე საკრებულოში ნაზი ფუტკარაძემ ჩაანაცვლა. ნაზი ფუტკარაძე 2010-2014 მოწვევის საკრებულოს წევრი და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო. დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიიის ახალ …

ბულვარის განაშენიანების გეგმას ბათუმის საკრებულო ჯერ არ გაცნობია

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა რამდენიმე დღეში ბულვარის ადმინისტრაციამ ოფიციალურად უნდა ჩაიბაროს ან დაუბრუნოს  გეგმის ავტორს, კომპანია „ბაუ დიზაინს“ ინსპექტირების ჯგუფის შენიშვნებით. შენიშვნების დოკუმენტში ასახვის შემდეგ ბულვარის განაშენიანების გეგმას ბულვარის მესაკუთრე, ბათუმის საკრებულო დაამტკიცებს. თუმცა ბათუმის საკრებულოს წევრების უმრავლესობა დოკუმენტს ჯერ არ გასცნობია. საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოში ჯერ დოკუმენტი არ გადაუგზავნიათ, რომ დეტალურად შეესწავლათ და …

ბათუმის საკრებულოს წევრი გახარიასთან მიდის „ნაციონალებთან დაუსრულებელი კოჰაბიტაციის გამო“

ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი „ოცნებას“ ტოვებს და გახარიას გუნდში გადადის. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. საკრებულოს წევრი გადაწყვეტილების მიზეზად „დაუსრულებელ კოჰაბიტაციას“ ასახელებს და  წერს, რომ არ დაივიწყებს ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ როლსაც. „რასაკვირველია, არ დამავიწყდება თავად ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” როლი, რისთვისაც ვარ მადლიერი და არაერთხელ აღმინიშნავს, თუმცა …

როგორ აფასებს სულიკო თებიძე ბულვარის დირექტორის გათავისუფლებას

დღეს, 27 აპრილს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ განაცხადა, რომ დაწყებულია ბულვარის მერიისთვის გადაცემის პროცედურები. მან სხდომაზე მყოფ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს მიმართა, რომ ეს პროცედურები დააჩქაროს. სულიკო თებიძემ ასევე თქვა, რომ არ აპირებდა კომენტარის გაკეთებას ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის „არაადეკვატურ ქცევაზე“, მაგრამ მაინც გადაწყვიტა თქვას, რომ ის თავის …

ბათუმში მაისიდან გარევაჭრობის ახალი წესი ამოქმედდება

ბათუმის საკრებულომ 30 მარტს ქალაქის ტერიტორიაზე გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობე­ბის რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2021 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. ახალი წესით, მერიას კვლავ რჩება უფლება გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა ისე, რომ აღნიშნულ ქუჩებზე მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. დამტკიცდა ასევე ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე სავაჭრო-სარეალიზაციო …

დარღვევის ფაქტი არ არსებობს – სასამართლო საკრებულოში დაკავებული პირის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა ალბერტ არაქელოვის [Dj ბაბა] საქმეზე. გადაწყვეტილება დღეს, 30 მარტს, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო. მუსიკოსი ალბერტ არაქელოვი ბათუმის საკრებულოს შესასვლელთან პოლიციელებმა დააკავეს, როცა ის სხვა მოქალაქეებთან ერთად ბათუმის საკრებულოს ღია სხდომაზე დასწრებას ითხოვდა. საკრებულო ბათუმის ძველ ბულვარში პლაჟის ნაწილის სასტუმრო „ლე მერიდიანისთვის“ იჯარით გადაცემის საკითხს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ განხილვა გადაიდო …

ბათუმის ბულვარში პლაჟის გასხვისების საკითხი საკრებულომ დღის წესრიგიდან ამოიღო

ბათუმის საკრებულომ დღეს, 30 მარტს, დღის წესრიგიდან ამოიღო ბათუმის ბულვარში პლაჟის ნაწილის სასტუმროზე გასხვისების საკითხი. „მე-10 საკითხი ამოღებული იქნას დროებით და განხილული იქნას მაშინ, როდესაც საკრებულოში დასამტკიცებლად შემოვა ბულვარის განაშენიანების გეგმა“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჭინჭარაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მალე მზად იქნება დოკუმენტი, ბულვარის …

„წინააღმდეგი ვარ პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის“ – ბათუმის ბულვარის დირექტორი

ირაკლი ჯინჭარაძე, ბათუმის ბულვარი დირექტორი მივიდა დღეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბულვარის მოპირდაპირე მხარეს, პლაჟის სასტუმროსთვის გადაცემის საკითხი განიხილება და განაცხადა, რომ ბულვარი საჯარო ადგილია და ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. „ბულვარი არის საჯარო და უნდა იყოს ყველასათვის მისაწვდომი. მე, როგორც ბულვარის დირექტორმა ეს დავაფიქსირე, ეს ჩემი ვალდებულება იყო და ეს გავაკეთე. სულ რაღაც ათ დღეში …

ბათუმში პლაჟის გასხვისებას აპროტესტებენ – ხმაური საკრებულოს სხდომაზე

დღეს, 30 მარტს, ბათუმის საკრებულოში დილიდან ხმაურია. საკრებულო სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანიისთვის ბულვარის გასწვრივ, „ლე მერიდიანის“ შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხს. დილიდან მერიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პლაჟების გასხვისებას. მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს – საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს მიუხედავად …

სამარშრუტო მიკროავტობუსებს მერია გადასახადისგან ათავისუფლებს – ძვირდება თუ არა მგზავრობა

ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებს სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასის გადახდისგან ათავისუფლებს. საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსებისთვის ეს გადასახადი თვეში 20 ლარია ერთ მიკროავტობუსზე. გადასახადს არ გადაიხდის არც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსებზე. დღევანდელი მდგომარეობით, ბათუმში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა 500 მიკროავტობუსზეა გაცემული. შესაბამისად, მათგან ქალაქის ბიუჯეტში ყოველთვიურად 10 ათასი ლარი შედიოდა. მერიის პროექტის მიხედვით, 9 …

რა სარგებელი მიიღო ბიუჯეტიდან კომპანიამ, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრმა სიძეს აჩუქა – TI

„მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, დაიწყონ მოკვლევა ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების მიერ წარმოებულ იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც „ტრეიდინგ სერვისის“ გამარჯვებით დასრულდა… “ – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრის ირაკლი პატარიძის შესახებ დღეს, 19 მარტს, გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“. „ტრეიდინგ სერვისი“ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის – ირაკლი პატარიძის ყოფილი კომპანიაა. მან ამ კომპანიის წილები 2019 …

ნატალია ზოიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

დღეს, 29 იანვარს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის მოადგილედ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აქამდე ლაშა სირაბიძე იყო, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით. ნატალია ზოიძის ამ თანამდებობაზე არჩევას საკრებულოს 17-მა წევრმა მისცა ხმა. ნატალია ზოიძე აქამდე ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული …

ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

ბათუმის საკრებულოში ლაშა სირაბიძის ნაცვლად ვაჟა რამიშვილი შედის. ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“ და ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა. ლაშა სირაბიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ოცნების“ სიით.  ვაჟა რამიშვილი კი „ოცნების“ სიაში თვითმმართველობის არჩევნებზე მეთორმეტე ნომერი იყო. ვაჟა რამიშვილის უფლებამოსილებას ბათუმის საკრებულო დღეს, 31 დეკემბერს, ცნობს. ამ დრომდე ვაჟა რამიშვილი შპს „ბათუმის სანდასუფთავებაში“ …

ბათუმში გარევაჭრობის ახალი წესი აპრილამდე არ იქნება

ახალი წესი, რომელიც ბათუმში გარევაჭრობას, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების მუშაობას დაარეგულირებს, ქალაქს 2021 წლის აპრილამდე არ ექნება. რეგულირების ახალი წესი ბათუმის მერს 2020 წლის 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, თუმცა ეს ვადა საკრებულომ ჯერ 31 დეკემბრამდე, ამ ბოლოს კი 2021 წლის პირველ აპრილამდე გადაწია. „დაევალოს ქალაქ ბათუმის მერს 2021 წლის 01 აპრილამდე შეიმუშაოს და ქალაქ ბათუმის …

ვინ [ვერ]მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერია კრიტერიუმებს ცვლის

ბათუმის მერიას „იაფი სახლის“ პროგრამაში ცვლილებები შეაქვს. მერია კრიტერიუმებს იმ დროს ცვლის, როცა 245 ოჯახის განაცხადი უკვე შესულია და მათი შესწავლა დაწყებული. მერიას გასანაწილებელი მხოლოდ 40 ბინა აქვს. „დაზუსტდა წესი, რომელმა ოჯახმა რამდენოთახიანი ბინა უნდა მიიღოს“ – გვითხრეს მერიაში. განაცხადების შეტანის ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. დოკუმენტების შესწავლა/ოჯახების შერჩევა კი, მერიის ინფორმაციით, გრძელდება. პროგრამაში ერთ-ერთი ცვლილებით, …

გარევაჭრობის ახალი წესი ბათუმის მერიამ 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშაოს

ბათუმის საკრებულო მერიას ავალებს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს ქალაქის ტერიტორიაზე „გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესი, რომლითაც მოწესრიგდება გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრე­ბაში არსებული ქონების სარგებლობისთვის ქირისა და სხვა აუცილებელი საკითხები.“ საკრებულოს 30 ივნისის დადგენილებით, გარევაჭრობასთან დაკავშირებით ახალი წესი ბათუმის მერიას 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, …

როგორ შეცვლის ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობას ახალი სქემა

ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში შეტანილი პროექტის მიხედვით, ქალაქში რამდენიმე სამარშრუტო მიკროავტობუსის გადაადგილების მარშრუტი იცვლება. საკრებულოს მიერ საკითხის დამტკიცების შემთხვევაში მიკროავტობუსები ახალი მარშრუტით 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან ივლიან. საკრებულოს სხდომა 16 ოქტომბერსაა ჩანიშნული. სამარშრუტო ხაზებში ცვლილებები იმ ახალ სქემას უკავშირდება, რომლითაც ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქის რამდენიმე ქუჩის ზოგიერთ მონაკვეთში იცვლება. ახალი სქემის ამოქმედება 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, …

ბათუმის საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“, არჩილ მამულაძემ განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს. „მე რამდენი ხანია ვითხოვდი ბიუროს მოწვევას პარტიაში რიგი საკითხების განსახილველად, მაგრამ ვერ მივაღწიე. რაც შეეხება ბანერის საკითხს, ეს არის ჩემთვის მიუღებელი“, – განაცხადა არჩილ მამულაძემ. 29 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, რუსეთის …

რა შემოსავლები დაკარგა ბათუმის ბიუჯეტმა და რა აღარ ჩატარება ქალაქში – პანდემიის ბიუჯეტი

ბათუმის საკრებულომ დღეს, 13 აგვისტოს, ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით ბიუჯეტი მთლიანობაში 26 625 570 ლარით შემცირდა. თუმცა, შემოსულობების ნაწილში, ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაგეგმილთან შედარებით  39 856 200 ლარით ნაკლებს მიიღებს, ეს დანაკლისი კი, დამატებით მიღებული ტრანსფერით ნაწილობრივ შეივსო. ბიუჯეტის ცვლილებას დღევანდელ საგანგებო სხდომაზე მხარი 16-მა წევრმა დაუჭირა [უმრავლესობამ, „პატრიოტთა ალიანსის“ …

ბათუმის შემოსავლები 26,6 მილიონით შემცირდა – სეკვესტრირებულ ბიუჯეტს საკრებულო დაამტკიცებს

ბათუმის მერიამ საკრებულოში ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ პროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ქალაქის შემოსავლები, საერთო ჯამში, 26 625 600 ლარით არის შემცირებული. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს ბათუმის საკრებულო 13 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. პროექტში აღნიშნულია, რომ პანდემიით შენელებული ეკონომიკური პროცესების გამო, შემცირდა შემოსავლები: „აღნიშნული შედეგი უკვე აისახა ბიუჯეტის შემოსულობებზე, ხოლო პანდემიით გამოწვეული დაბალი ეკონომიკური აქტივობის …

რატომ უნდა დასვან უმრავლესობის დეპუტატებმა კითხვები – „გამჭვირვალობის“ კვლევა

დღეს, 3 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ბათუმის საკრებულოს მუშაობა შეაჯამა და 13 რეკომენდაცია გასცა. საკრებულოს საქმიანობა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით არის წარმოდგენილი. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები, თუმცა ისინი პრეზენტაციაზე არ მივიდნენ. შეხვედრას უმრავლესობის მხოლოდ ერთი წევრი, ნატალია ზოიძე, ასევე საკრებულოს ოპოზიციის ორი …

მერია ბათუმის ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლებას 4 მილიონად ყიდის

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლების მოსაპოვებლად „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ აუქციონის გამოცხადებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ამ უფლების გადაცემა 30 წლით იგეგმება, რისთვისაც საწყისი ფასი აუქციონზე 4 მილიონი ლარი იქნება. აუქციონზე საბოლოოდ დაფიქსირებულ თანხას კი გამარჯვებული „ავტოტრანსპორტს“ ერთბაშად გადაუხდის. „საკრებულოში აუქციონის პირობებთან ერთად გადაგზავნილია სამხარაულის დასკვნაც. ყველაფერი არის დაზუსტებული, დათვლილი და ეს პირობები „ავტოტრანსპორტისთვის“ საკმაოდ მომგებიანია. შემოსული …

ბათუმის მერია ჭავჭავაძე/26 მაისის ქუჩების მიჯნაზე მიწას და შენობას უპირობოდ გაყიდის

ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N60-ში [ჭავჭავაძის ქუჩის გზაჯვარედინზე] მდებარე 58 კვ/მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 41,6 კვ/მ ფართობის შენობას მერია აუქციონზე გაყიდის. მერიის გადაწყვეტილებით, ქონებას აუქციონზე პირობების გარეშე გაიტანენ და გასაყიდი საწყისი ფასი 60 ათასი ლარი იქნება. საკითხი ბათუმის საკრებულომ 31 ივლისის სხდომაზე უნდა განიხილოს და ეს ქონება საპრივატიზებო ობიექტების ჩამონათვალში შეიტანოს. ამის შემდეგ …

ბათუმის ცენტრალურ პარკში ახალი სკულპტურის, „ფოსტის“ განთავსება სურთ

ხვალ, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულო აპირებს განიხილოს ბათუმის ცენტრალურ პარკში „ფოსტის“ მონუმენტის განთავსების საკითხი. ინიციატივა „გაერთიანებულ საფოსტო კავშირს“ ეკუთვნის, რომელმაც ბათუმის მერიას მიმდინარე წლის 20 იანვრს მიმართა წერილით. მონუმენტი სიმაღლეში 2.6 მეტრი იქნება. დოკუმენტში, რომელიც საკრებულომ უნდა განიხილოს, ნათქვამია, რომ მონუმენტის განთავსების საკითხზე, მერის სათათბირო ორგანომ – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც იმსჯელა [ ეს სათათბირო ორგანო …

Exit mobile version