„რივიერას“ საკითხზე პოზიციის დასაფიქსირებლად 3 წუთი გექნებათ – გრგ-ს საჯარო განხილვა

2019 წლის პირველ აგვისტოს, დღის 11 საათზე, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ („რივიერას“) პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. „ფორმატით გათვალისწინებულია: კომპანია შპს „ბათუმი-რივიერას“ წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია [20 წუთი]; საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრების წარდგენა [10 წუთი]. საზოგადოებრივი …

17 ხმა ბათუმის რივიერას გაცათამბჯენიანების სასარგებლოდ 

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხის განხილვას საკრებულოს წევრებმა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად ხმა მაინც მისცეს. საკრებულომ და მერმაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ „რივიერა“ ქალაქს სჭირდება“. „რივიერა“ არის პროექტი, რომლის მიხედვით, ბათუმში იახტკლუბისა და ჭაჭა თაუერის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ტერიტორია კერძო კომპანიას ეკუთვნის. პროექტის გაჟღერებიდან დღემდე, საზოგადოება „ბათომი“ და …

ლაშა კომახიძე რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობების შესახებ: ქალაქს ეს სჭირდება

„ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ქალაქს არ უნდა. ქალაქს ეს სჭირდება,“ – მიმართა დღეს, 16 ივლისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილ ადამიანებს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ. ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, ამ პროექტის განხორციელებით რეკრეაციული ზონა არ შემცირდება. მან ასევე თქვა, რომ ჰქონდა შეხვედრები კომპანიასთან და მიაღწია იმას, რომ ექვსი …

რა გზავნილები დაუტოვეს ბათუმის საკრებულოს წევრებს აქტივისტებმა შესვენებაზე [ფოტო]

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს. ამ წუთებში [13:30] საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, სამოქალაქო აქტივისტები კი საკრებულოს წევრებს მაგიდაზე ბარათებს უტოვებენ.    

ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს: თქვენ ამართლებთ ძალადობას

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე 20 ივნისის მოვლენებს გამოეხმაურა. „მათი მოწოდებებით, ქმედებებით, წაქეზებებით, მომიტინგეთა ნაწილი სულ მცირე ორი საათის განმავლობაში ახორციელებდა შტურმს ჩვენს სამართალდამცველებზე. დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცავი, დაშავდა რამდენიმე ათეული ახალგაზრდაც, სამწუხაროდ, რამდენიმემ დაკარგა თვალი. ფაქტია, რომ აღიკვეთა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდით დამხობის გზა. დღეს ჩვენს ხელისუფლებაში არის პარტია, რომლისთვისაც ერთ-ერთი ამოსავალი …

„ბათომის“ მიმართვა: ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე მსჯელობას იწყებს. საზოგადოება „ბათომი“ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიმართავს ქალაქის თვითმმართველობას. „მოვითხოვთ, ქალაქის მმართველობამ უარი თქვას ქალაქის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაზე, რითაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება ბათუმის კონცხზე – რივიერაზე. ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია, ისტორიული ბათუმის ნაწილია, ერთადერთი დარჩენილი სივრცეა, რითაც …

საკრებულო ბათუმში 6 თაუერის აშენებაზე სამართლებრივ პროცედურებს იწყებს 

დღეს, 15 ივლისს, ბათუმის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაში კიდევ ერთი საკითხი დამატებას დაუჭირა მხარი – ხვალ, 16 ივლისს, საკრებულო დაიწყებს მსჯელობას „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხთა ნუსხას ახლახანს [19:30] დაამატეს და მეორე საკითხად შეიტანეს მუხლი: „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ …

ბათუმის საკრებულომ ენმ-ის ინიციატივა 20 ივნისის მოვლენებზე არ დაარეგისტრირა

ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრებს  მიმართვის პროექტი არ დაურეგისტრირეს.  ფრაქცია მიმართვის ტექსტში ითხოვდა, რომ ბათუმის საკრებულოს ოფიციალურად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია საქართველოში რუსი დეპუტატის გავრილოვის ვიზიტთან და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ბათუმის საკრებულოში, მირდატ ქამადაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკრებულომ მათ ამ ქმედებით ინიციატივის უფლება წაართვა. „თვითმმართველობას შეუძლია მიიღოს კონკრეტული უწყებისადმი …

„რივიერაზე“ მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერია არ გასცემს – მერიის განმარტება

ბათუმის საკრებულო 16 ივლისის სხდომაზე, სავარაუდოდ, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე იმსჯელებს. შესაბამისი პროექტები ბათუმის მერიამ საკრებულოში უკვე გადააგზავნა. მერიამ „რივიერას“ [იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის] გრგ-ზე მუშაობა შპს „ბათუმი რივიერას“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. კომპანია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილია, ამ ტერიტორიაზე 42-სართულიანი „სილქ თაუერისა“ და კიდევ რამდენიმე შენობის აშენებას გეგმავს. გრგ საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, …

სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის გაზრდა თვითნებურად და ლეგალურად

ბათუმიდან ჩაქვის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. #40 სამარშრუტო ხაზით მოსარგებლე მგზავრებს 70 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა უწევთ. „ასე თვითნებურად ყველაფერი შეუძლიათ მძღოლებს? მხოლოდ ამ დასახლების მგზავრებს გაეზარდათ ღირებულება“, – მოგვწერა ერთ-ერთმა მგზავრმა. „მგზავრობის ტარიფი შესაძლოა ისევ გაიზარდოს, თუკი საწვავი გაძვირდება,“ – გვითხრეს შპს „აჭარტრანსრეგულირებაში“. აქ განმარტეს, რომ ტარიფი მართლაც მძღოლების მოთხოვნით გაზარდა კომპანიამ და მგზავრები …

„ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ:)“ – მაშველ ქალებზე საკრებულოს წევრის დისკრიმინაციული გამონათქვამი 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი, რომა დოლაბერიძე, დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მაშველი გოგონების მიმართ საკრებულოს წევრის მიერ გავრცელებული დისკრიმინაციული კომენტარის გასაპროტესტებლად მივიდა. სხდომის დაწყებისთანავე მან სიტყვით გამოსვლის უფლება რამდენჯერმე ითხოვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ მას ამის საშუალება არ მისცა. სხდომის დასრულების შემდეგ კი, რომა დოლაბერიძეს საკრებულოს წევრთან, ენმ-ის წევრ ნოდარ დუმბაძესთან, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა: …

ბათუმის საკრებულოს წევრი „მარშუტკებში“ სავალდებულო კონდიცირებას ითხოვს

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებზე, რომლებსაც კონდიცირების სისტემა გამართული არ ჰქონდათ, მგზავრთა გადაყვანის ნებართვა არ უნდა გაცემულიყო. შესაბამისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა 2018 წლის ივლისში  მიიღეს, თუმცა მიკროავტობუსების მძღოლთა უმრავლესობა მგზავრთა გადაყვანისას კონდიცირებას არ რთავს.  ბათუმის საკრებულოს წევრმა, ნატალია ძიძიგურმა, მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდიცირების საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენა. „ხშირად მიწევს მარშუტკით მგზავრობა და არ არის კონდიცირება,“- განაცხადა ნატალია …

ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

დღეს, 14 ივნისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ გელა დეკანაძე ბათუმის საკრებულოში მივიდა როგორც საკრებულოს ახალი წევრი. დღეს საკრებულომ მისი უფლებამოსილება ცნო. გელა დეკანაძემ როინ ზოიძე ჩაანაცვლა, რომელმაც საკრებულოს წევრის მანდატი მაისის ბოლოს დატოვა. მან საკრებულოს დატოვების მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა. „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად გელა დეკანაძე იყო დაფიქსირებული, შესაბამისად, საკრებულოში ის …

ბათუმის მერია გოგებაშვილის ქუჩაზე „მეზღვაურთა სკვერის“ მოწყობას გეგმავს

ბათუმის მერია გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისთვის სკვერის სტატუსის მინიჭებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების თაობაზე მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა. მერია ითხოვს, ასევე, ამ სკვერს მეზღვაურთა სკვერის სახელი მიენიჭოს. განკარგულების პროექტს თან ერთვის ორი წერილი, რომელიც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან დირექტორისგან თამარ იოსელიანისგან და ბათუმის საზღვაო-საინჟინრო …

ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ თემურ კახიძე აირჩიეს

ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ თემურ კახიძე აირჩიეს. წილისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 17-მა წევრმა მიიღო. თემურ კახიძის წინააღმდეგ არავის მიუცია ხმა. წილისყრაში მონაწილეობა ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” არ მიუღია. იურიდიული კომისიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გამოთავისუფლდა, როცა ომარ მახარაძემ თანამდებობა დატოვა – იგი სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ომარ მახარაძემ დატოვა ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველებიც”. იგი საკრებულოს …

ენმ-ის წევრი: „მზად ვარ, თავდებად დავუდგე გუშინ დაკავებულ სამ ადამიანს“

„მზად ვარ, თავდებად დავუდგე გუშინ დაკავებულ ადამიანებს,” – განაცხადა რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე მირდატ ქამადაძემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელმა. დღეს, 31 მაისს, საკრებულოს წევრები იურიდიული კომისიის ასარჩევად შეიკრიბნენ. ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როცა ომარ მახარაძე მისმა სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოძიებამ ომარ მახარაძე გუშინ გამოკითხა. ის საკრებულოს რიგით წევრად რჩება. ვიდრე საკრებულო წილისყრის პროცედურებს …

ომარ მახარაძეს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე თემურ კახიძე ჩაანაცვლებს

ბათუმის საკრებულოში ხვალ, 31 მაისს, რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი. სხდომის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის თანამდებობიდან გადაყენებაა. პოსტის დატოვების შესახებ ომარ მახარაძემ განცხადება თავად დაწერა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის თავისმა სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.  ომარ მახარაძემ საკრებულოში საკუთარი სურვილით დატოვა ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება“. ომარ მახარაძე …

ბათუმის საკრებულოში როინ ზოიძეს გელა დეკანაძე ჩაანაცვლებს

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ როინ ზოიძე საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს. უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პირადი განცხადებით მან საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს, 27 მაისს, მიმართა. მოქმედი კანონმდებლობისა და ბათუმი საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულო აღნიშნულ განცხადებას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ცნობად მიიღებს. როინ ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო. პარტიის ბათუმის საკრებულოს …

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბათუმის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებს ტოვებს.  განცხადებით ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა. ომარ მახარაძე, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრობასთან ერთად ბსუ-ში ლექციებს კითხულობდა, საკუთარმა სტუდენტმა გასულ კვირას სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ლექტორი აცხადებს, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია. …

„ხელს არავის არ ვაფარებთ“ – საკრებულო სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თავისი ლექტორი, ბათუმის საკრებულოს წევრი, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამავე თემაზე: „თამამი სელფი გამომიგზავნე“ -სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს სულიკო თებიძის განცხადებით, საკრებულო გმობს ყოველგვარ ძალადობას: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ შევიწროებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არაოფიციალურად, საკრებულოს წევრისგან მოხდა იძულების ფაქტი. ჩვენ დაველოდებით გამოძიების …

ახალი წესები იმ კვადროციკლებისთვის, რომლებიც ბათუმის ბულვარში იმოძრავებენ

ბათუმის საკრებულოში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარში კვადროციკლებისა და ელექტრომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით უნდა გადავადდეს. უკვე მზადაა დადგენილების პროექტი, რომელიც ადრე დამტკიცებულ დოკუმენტში აკრძალვის ამოქმედების თარიღის ცვლილებას ითვალისწინებს: „ნაცვლად 2019 წლის პირველი მაისისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბერს“. ცვლილების მიზეზად კი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ასახელებენ. იცვლება ადგილიც, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე შეზღუდვა ისევ შენარჩუნდება, კვადროციკლები ბათუმის დელფინარიუმიდან …

გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონი ლარი შევიდა

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტში ერთ-ერთი მზარდი, სოლიდური შემოსავლის წყაროა. 2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ამ თანხამ ბათუმის ბიუჯეტში 36 მილიონ 174 500 ლარი შეადგინა. ანგარიში მერიამ საკრებულოს 25 აპრილს წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში ასახული თანხიდან ყველაზე მეტი 20 მილიონ 082 600 ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის, სამორინეს მაგიდებიდან კი ბიუჯეტში 13 …

მერია კონკრეტული პირის თხოვნით სტადიონთან 8 659 კვადრატულ მეტრ მიწას გაყიდის  

ბათუმის მერია აუქციონის წესით გაყიდის ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიას, 8659 კვადრატულ მეტრს. მერიას ქონება აუქციონზე კონკრეტული დაინტერესებული პირის თხოვნით გააქვს, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ. უკვე განსაზღვრული პირობების მიხედვით, სავარაუდოდ, ეს პირი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ქონება დაქირავებულმა აუდიტმა  6 მილიონ 500 0000 ლარად შეაფასა. ნაკვეთი ერთ …

ახალი სერვისი ტურისტებისთვის – ბათუმში პანორამული ჭერით ტრანსპორტი იმოძრავებს

ბათუმის მერიამ ტურისტებზე მორგებული სამარშრუტო ხაზი შეიმუშავა და ამ მარშრუტზე სამუშაოდ ხუთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების შერჩევას კონკურსის წესით გეგმავს. განკარგულების პროექტის მიხედვით, მერიას გათვლა კონკრეტულ ტურისტულ ადგილებზე აქვს. მარშრუტი დაიწყება ახალი ბულვარის ტერიტორიიდან, გაივლის შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას [ჩაუვლის აკვაპარკს], შემდეგ გადავა რუსთაველის ქუჩაზე, გაივლის დელფინარიუმთან და გზას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას ქუჩით, აქ ერთ-ერთ ტურისტულ ადგილად ხელოვნების მუზეუმია …

ბათუმის საკრებულოში ირაკლი მიქელაძეს თემურ კახიძე ჩაანაცვლებს

ბათუმის საკრებულოში ახალი წევრი შედის. ირაკლი მიქელაძეს, რომელსაც საკრებულოს წევრის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე მოუხსნეს, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი თემურ კახიძე ჩაანაცვლებს. თემურ კახიძე 2012 -2016 წლების მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო კოალიცია  „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან“.  კოალიციის სიაში კი „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. ის უმაღლეს საბჭოში იურიდიულ და საპროცედურო კომისიას ხელმძღვანელობდა. უმაღლეს …

ბათუმის საკრებულოს წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ბათუმის საკრებულოს წევრები, რომლებიც დღეს საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. დაიბარეს ისინიც, რომლებიც  პროცესში ჩხუბის დაწყების  შემდგომ ჩაერთნენ. შს სამინისტროს ცნობით, საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძე და ფრაქციის სხვა წევრები, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შეფასება ხმაურიანი სხდომის შემდეგ

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ირწმუნება, რომ დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტი წინასწარვე იყო დაგეგმილი. მისივე განმარტებით, მას სხვადასხვა დროს რამდენჯერმე ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა საკრებულოს სხდომის ჩაშლას, თუმცა მაშინ მათ ეს არ გამოუვიდათ, ამჯერად კი შეძლეს: „მორიგი მცდელობა გაუვიდათ უკვე.“ დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალად მოიხსენია. მან …

ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენიეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა

„ზუსტად ვიცი, ტერენტი გრანელის ერთი ლექსიც არ იცი,“ – ამ სიტყვებით მიმართა ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი პატარიძეს. პატარიძე ამ დროს  ბათუმში ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხს აცნობდა საკრებულოს და მან ტერენტი გრანელი ისე მოიხსენია, როგორც პროზაიკოსი. პატარიძეს საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოეპასუხა და უთხრა, რომ გრანელი არა პროზაიკოსი, არამედ პოეტი …

ბათუმის საკრებულოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეუძლოდ გახდა საკრებულოს წევრი როინ ზოიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც დღეს საკრებულოში მომხდარი მეორე ინცინდენტის მონაწილე იყო. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმების თქმით, საკრებულოს წევრს მაღალი არტერიული წნევა აქვს და იგი კლინიკაში გადაჰყავთ. ბათუმის საკრებულოში მომხდარი მეორე ინცინდენტის ამსახველი ვიდეოჩართვა საკრებულოდან: 

რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩხუბის მიზეზი გახდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ბათუმის წყლიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია კომპანიის თანამშრომელთა ვინაობისა და ანაზღაურების შესახებ, რომელიც ფრაქციამ ვერ მიიღო. ამავე თემაზე: ენმ ბათუმის მერიის შპს-ებში ნეპოტიზმზე საუბრობს და ინფორმაციას ითხოვს საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე აცხადებდა, რომ ინფრომაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტრონულ ფოსტაზე …

ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ბათუმი“ შეიქმნა

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია – „ბათუმი“ დარეგისტრირდა. ფრაქციის თავმჯდომარე დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე იქნება, ის საკრებულიში „ევროპული საქართველოს“ კვოტით შევიდა. ფრაქციის წევრები იქნებიან: დამოუკიდებელი დეპუტატი ელგუჯა ანდრიაძე და არჩილ მამულაძე „პატრიოტთა ალიანსიდან“. ელგუჯა ანდრიაძემ გვითხრა, რომ მიუხედავად ფრაქციაში გაწევრიანებისა, იგი „ოცნების“ მხარდამჭერი დარჩება.  

ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტს დადგამენ

„კვირკველიების საგვარეულო კავშირს“ ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება ჯერ კიდევ ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისთვის უთხოვია. წერილობით მიუმართავთ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ლაშა სირაბიძისთვისაც, რომელიც ამ მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზეა. მერთან შუამდგომლობა სთხოვეს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. განათლების კომისიის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში კვირკველიების საგვარეულო კავშირი წერს, რომ ბათუმის გამწვანების სამსახურთან შეთანხმებით, ექვსი ძირი მაგნოლიის ხე შეიძინეს …

„ჩვენ ყველა დავიღალეთ“ – ნატალია ზოიძე დამცავი ზონების დამტკიცების გაჭიანურებაზე

ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ნატალია ზოიძე პირად საუბარში ამბობს, რომ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებული პრობლემები მის ემოციებზე, ნერვებსა და ჯანმრთელობაზე უკვე აისახა. საკითხი ეხება ბათუმის საკრებულოს მიერ მოწონებულ დოკუმენტს ამ ზონების დადგენის თაობაზე. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში რეკომენდაცია მისცეს მერს, რომ შპს „გეოგრაფიკის“ კვლევაზე დაყრდნობით დადგენილი საზღვრებით იხელმძღვანელოს. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ …

ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ტოვებს

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი მიქელაძე საკრებულოს ტოვებს. საკრებულოს წევრის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით უკვე მიმართა. თუ რატომ ტოვებს საკრებულოს, ამის შესახებ ირაკლი მიქელაძემ პოსტი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. საკრებულოს დატოვების მიზეზად ის ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქ. ბათუმის საკრებულო. სამწუხაროდ, მინიმუმ 1 წელი კვლავ ვერ შევძლებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვან …

საერთაშორისო სპორტულ და სახელოვნებო პროექტებს მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს

დღეს, 22 მარტს, ბათუმის საკრებულომ ცვლილება შეიტანა საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამაში. კონკრეტულად – დაზუსტდა  ანგარიშგების წესი და პირობები. შესრულებულ პროექტებს – საერთაშორისო ფესტივალებისა და ტურნირების შესახებ ანგარიშგების, აქამდე არსებული პრაქტიკით, მხოლოდ შესაბამისი სამსახური იბარებდა. ახალი წესის მიხედვით, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი. მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის, მერაბ ქიძინიძის განცხადებით, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, …

„ჩემი შემოსავალი ეს იყო, რა ვქნა ახლა?“ – კვადროციკლის გამქირავებლები აქციას გეგმავენ

„ეს რომ აკრძალეს, ვინმემ ჩვენზე თუ იფიქრა, რა უნდა ვქნათ?“ – ეს კვადროციკლისა და ელექტრომობილების ერთ-ერთმა გამქირავებელმა გვითხრა ბათუმის ბულვარში. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში კვადროციკლების, მოტოციკლებითა და ელექტრომობილებით სეირნობა აიკრძალება. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს, 5 მარტს, მიიღო. საკრებულოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ბულვარში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. კვადროციკლის გამქირავებლები ეთანხმებიან ბულვარის ადმინისტრაციას და საკრებულოს იმაში, …

Exit mobile version